თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2017, 12:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3895,
კომენტარები: 15
"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)
BBC-ის ექსპერტები მატჩს განიხილავენ.
ალან შირერი: "ეს იყო ჟოზე მოურინიოს საუკეთესო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში. მათ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ამასთან ეს იყო ძალზედ კარგი და ლამაზი ფეხბურთი მათი შესრულებით.

ჯერმეინ ჯენასი: "მატიჩი დღეს მოედანზე საუკეთესო იყო. 87 შეხება, რომელიც მან ბურთთან განახორციელა. პოლ პოგბასთან ერთად ნახევარდაცვა ძალზედ დინამიური იყო. ორივე მათგანი დღეს ძალზედ კარგები იყვნენ. მათ თამაში იყო დინამიკა, ხარისხი, აგრესია. ის ჩამშლელი ნახევარმცველია, მაგრამ მან გვაჩვენა თუ რამდენად კარგია ის ბურთთან. აქვს აგრესია, ათავისუფლებს ზონებს, შეუძლია "ვესტ ჰემის" 4 ფეხბურთელის მოსატყუებლადაც წავიდეს, ეს ყველაფერი მის თავდაჯერებულობაზე მიუთითებს. გულშემატკივარს მოსწონდა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა. ის მათი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იქნება. რა თქმა უნდა მას ეხმარება მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ამასთან ერთად ის ხომ უკვე დიდი ხანია რაც პრემიერ ლიგაში თამაშობს, ტექნიკა, პრესინგი, ენერგია, მას ყველაფერი შეაქვს "იუნაიტედის" თამაშში."

მატიჩის "თაჩმაპი"

"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)


პოგბას "თაჩმაპი"

"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)


ჯერმეინ ჯენასი: "მატიჩმა გაათავისუფლა პოგბა. პოგბა ახლა თავისუფლად გადაადგილდება მოედნის ამა თუ იმ ზონაში. უნდა აღინიშნოს ისიც, თუ როგორ კარგ გადაცემეს ანხორციელებს ნემანია. მატიჩი ცენტრში, წინ ლუკაკუ, მათ შორის კი პოგბა, არ არის ეს საშიში ? ეს სამი ფეხბურთელი მეტოქისთვის კოშმარის ტოლფასია.

ალან შირერი: "ლუკაკუს თამაში იყო ტოპ პერფორმანსი. აქ მე ვგულისხმობ აგრესიას მის თამაშში, იმ სიძლიერეს, რომელიც მას შემოაქვს და იმ დამატებით ოფციებს, რომლებსაც ის მის თანაგუნდელებს აძლევს. მთავარი ფორვარდისთვის გოლების გატანაა და მან დღეს ეს იდეალურად შეასრულა. მის წინააღმდეგ დღეს ორი ცენტრალური მცველი თამაშობდა, მაგრამ ეს მას არ აინტერესებდა, მან ორივე მათგანი მარტივად დაჩაგრა. ის სწორ მომენტებში ითხოვს ბურთს, რომ არა პაბლო ზაბალეტას იდეალური თამაში ის შეხვედრას 3 გოლით დაასრულებდა. ვინ ჰყავდა შარშან "იუნაიტედს" ? ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიდი ფეხბურთელი, რომელიც უკვე კარიერის დასრულებისკენ მიდის, ვინ ჰყავს "იუნაიტედს" ახლა ? რომელუ ლუკაკუ, 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაში უკვე 5 წელია რაც ასპარეზობს. მთავარი არის ის, რომ "იუნაიტედს" მისი სახით ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კარიერის პიკში ჯერ არ ყოფილა, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. მას გაჰქონდა გოლები "ვესტ ბრომვიჩში", "ევერტონში", ის მიაღწევს ახალ დონეს, ვფიქრობ ლუკაკუ 25-30 გოლს გაიტანს პრემიერ ლიგაში."

ჟოზე მოურინიოს მეორე სეზონი

"იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (BBC-ის ექსპერტების შეხედულებები)


საშუალოდ ჟოზე მოურინიო მეორე სეზონში 8 ქულით მეტს ღებულობს. გასულ სეზონში გუნდს 69 ქულა ჰქონდა, საკმარისი იქნება მათთვის 77 ქულა?

ალან შირერი: "ბოლო წლებში საშუალოდ ჩემპიონატს 87 ქულა იგებს. ახალ სეზონში მოურინიოს დაახლოებით 18 -ით მეტი ქულა დასჭირდება ჩემპიონობისთვის. ეს მერწმუნეთ ძალზედ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის მატჩები, რომლებიც მათ გასულ სეზონში ფრედ დაასრულეს. ჩემი აზრით დღევანდელ "იუნაიტედს" ამ მატჩების მოგება შეუძლია და დიახ, ვფიქრობ რომ დამატებითი 18 ქულის მოპოვება მათთვის შეუძლებელი არ არის, ეს მიღწევადია. ამასთან ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა და მე არ გამიკვირდება, თუ ისინი ტოპ კლასის ფეხბურთელის დამატებას მოახერხებენ"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
15 აგვისტო 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მთავარი ისააა რო ესე ვიდგეთ დიდ ხანს წელს ფეხზე და სხვა დანარჩენი მისით მოვა
0
№12
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Wels Uechveli vigebt inglis
0
№13
ავტორი: Manstark_United
15 აგვისტო 2017 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
wels premier ligas movigebt da chempionta ligaze sadgac meotxedfinalebamde mivalt
0
№14
ავტორი: stepno
15 აგვისტო 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
chemp ligaza sadac meotxedfinali ikac finalii iyos bareem ;))) meotxedfinalidan yvelaferi sheidzleba moxdes :)) premierligas magrad mjera ro movigebt 7-8 qulis sxvaobit
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
16 აგვისტო 2017 09:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცენტრის პრობლემა წესით უნდა მოგვარდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top