ჟოზე მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ აცხადებს, რომ ახალ სეზონს სრული შემართებით ხვდება.
"ერთადერთი რაც მევალება გულმოდგინედ მუშაობაა. ეს არის მთავარი, რასაც მე ჩემი თავისგან მოვითხოვ - გავცე ყველაფერი."
"მე ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ ჩემი თავისგან. შედეგები სეზონის ბოლოს გვეცოდინება, მაგრამ ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები, დიდი პოზიტივით და ენთუზიაზმით ვხდები მას. მინდა ვეთამაშო "ვესტ ჰემს", ვეთამაშო "სუონსის", მოუთმენლად ველოდები ჩემპიონთა ლიგის დაწყებას."
მოურინიომ ასევე ნემანია მატიჩზეც ისაუბრა.
"ჯერ კიდევ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემი მოსვლიდან ვიცოდი, რომ მატიჩისნაირი ფეხბურთელი მჭირდებოდა. მისნაირი ფეხბურთელი (ხელმისაწვდომი) ბევრი არ არის, ამიტომ მის შეძენაზე არ ვფიქრობდი, რადგანაც არ მიყვარს დროის ტყუილად ფლანგვა ფეხბურთელებზე, რომელთა შეძენაც თითქმის შეუძლებელია."
"როდესაც წელს გავიგე, რომ მატიჩს ჩემთან სურდა თამაში და ამის შესაძლებლობა იყო მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ჩემთვის იდეალური საჩუქარი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ის ძალზედ კარგი ფეხბურთელია მას ჩემთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს."
"მის შესაძლებლობებში რთულია ეჭვი შეგეპაროს. ის გამოცდილია, მას არ ჭირდება დრო ადაპტაციისათვის, ის უკვე მზადაა ყველაფრისთვის. 29 წლისაა და თითქმის 5 წელია რაც პრემიერ ლიგაშია. მთავარი რაც მე მასში მომწონს არის ის სტაბილურობა, რომელსაც მას გუნდის თამაშში შემოაქვს. ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან დიდი შენაძენია და ამას ყველა ნახავს."