თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2017, 12:16
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 13
ჟოზე მოურინიო: "ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვხდები"
ჟოზე მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ აცხადებს, რომ ახალ სეზონს სრული შემართებით ხვდება.

"ერთადერთი რაც მევალება გულმოდგინედ მუშაობაა. ეს არის მთავარი, რასაც მე ჩემი თავისგან მოვითხოვ - გავცე ყველაფერი."

"მე ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ ჩემი თავისგან. შედეგები სეზონის ბოლოს გვეცოდინება, მაგრამ ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები, დიდი პოზიტივით და ენთუზიაზმით ვხდები მას. მინდა ვეთამაშო "ვესტ ჰემს", ვეთამაშო "სუონსის", მოუთმენლად ველოდები ჩემპიონთა ლიგის დაწყებას."


მოურინიომ ასევე ნემანია მატიჩზეც ისაუბრა.

"ჯერ კიდევ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემი მოსვლიდან ვიცოდი, რომ მატიჩისნაირი ფეხბურთელი მჭირდებოდა. მისნაირი ფეხბურთელი (ხელმისაწვდომი) ბევრი არ არის, ამიტომ მის შეძენაზე არ ვფიქრობდი, რადგანაც არ მიყვარს დროის ტყუილად ფლანგვა ფეხბურთელებზე, რომელთა შეძენაც თითქმის შეუძლებელია."

"როდესაც წელს გავიგე, რომ მატიჩს ჩემთან სურდა თამაში და ამის შესაძლებლობა იყო მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ჩემთვის იდეალური საჩუქარი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ის ძალზედ კარგი ფეხბურთელია მას ჩემთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს."

"მის შესაძლებლობებში რთულია ეჭვი შეგეპაროს. ის გამოცდილია, მას არ ჭირდება დრო ადაპტაციისათვის, ის უკვე მზადაა ყველაფრისთვის. 29 წლისაა და თითქმის 5 წელია რაც პრემიერ ლიგაშია. მთავარი რაც მე მასში მომწონს არის ის სტაბილურობა, რომელსაც მას გუნდის თამაშში შემოაქვს. ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან დიდი შენაძენია და ამას ყველა ნახავს."


წყარო:MANUTD.COM
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
13 აგვისტო 2017 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
როგორც კი მოვიდა აქ,იმწუთიდანვე ისე აღვიქვი მოუ,რო თითქოს ვიცოდი რო მანჩეს მწვრთვნელი უნდა ყოფილიყო.და ერთი წამი არ გამნელებია ეს შეგრძნება... შეიძლება არ მოგწონდეს მოუ არ გიყვარდეს,მაგრამ ძაან მაგარი როა ეს ფაქტია
0
№12
ავტორი: Manstark_United
13 აგვისტო 2017 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
premier ligas miaweqi wels jozeee
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2017 01:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მატიჩმა მართლა სასიამოვნოდ გმაკვირვა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top