თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2017, 12:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1178,
კომენტარები: 11
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
უეფას სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს "რეალ მადრიდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, სადაც ზინედინ ზიდანის გუნდმა ევროპა ლიგის გამარჯვებულს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

მადრიდელები პირველივე ტაიმიდან ფლობდნენ უპირატესობას, რასაც 24-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. კარვახალის დიდებული გადაცემით კაზემირომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ესპანელებმა მეორე ტაიმში სხვაობა ორამდე გაზარდეს, ლამაზი კომბინაცია ისკომ დააგვირგვინა და დე ხეას კარი აიღო. 62-ე წუთზე მოურინიოს გუნდმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თავი ლუკაკუმ გამოიჩინა. მანჩესტერელებს მატჩის გადასარჩენად 30 წუთი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. მატჩი "რეალის" გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

შემადგენლობები

რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ისკო (ვასკესი 74'), ბენზემა (რონალდუ 83'), ბეილი (ასენსიო 74').

იუნაიტედი: დე ხეა, ლინდელოფი, სმოლინგი, დარმიანი, ვალენსია, ერერა (ფელაინი 56'), მატიჩი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 46'), მხითარიანი, ლუკაკუ.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kaxeti
9 აგვისტო 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 362
არა არა! ასეთი ცოდნით ცაში ვერ ავიჭრებით!
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2017 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3971
მართლა არი იპტიმიზმის საფუძველი და იმედია სეზონის მიმდინარეობისას გამართლდება ეს ოპტიმიზმი
0
№3
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3850
Yvelaferi dalagdeba ❤️
0
№4
ავტორი: mogeba
9 აგვისტო 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 313
cudad ar gvitamashia magram gamocdileba gvaklia reali wlebia aset dlieri gundi =yavt da ase rom. imedi.maianc didi maq
0
№5
ავტორი: nika_nikusha
9 აგვისტო 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 106
ახალი გუნდია და არ არის გასაკვირი ეს შეცდომები, ნუ დაცვა საერთოდ დირკაა როხო შოუ გვჭირდება, რეშფორდი სასტავში უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით.
0
№6
ავტორი: pogba.
9 აგვისტო 2017 15:13
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 163
შეთამაშება უნდა გუნდს რამდენი ახალია რამდენი შარშან მოსული. რეალის სასტარტოს რო გადახედოთ 4 წელია ეგ გუნდი ყავთ კაზემირო დაემატა ერთი. უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და მაგიტომაც მოიგეს. ამ გუნდის იმედი მაქვს წელს პრემიერლიგაში
0
№7
ავტორი: JuanMata
9 აგვისტო 2017 15:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 895
ციტატა: pogba.
შეთამაშება უნდა გუნდს რამდენი ახალია რამდენი შარშან მოსული. რეალის სასტარტოს რო გადახედოთ 4 წელია ეგ გუნდი ყავთ კაზემირო დაემატა ერთი. უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და მაგიტომაც მოიგეს. ამ გუნდის იმედი მაქვს წელს პრემიერლიგაში


როდის დადგება ეგ დრო, რომ შეთამაშებული ფეხბურთელები გვეყოლება, რაც ფერგი წავიდა, მუდმივად იცვლება გუნდის ბირთვი და უჭირთ ერთად თამაში.

ისე მატიჩმა, რომელსაც გუნდთან ერთად არც ჩელსისთან უვარჯიშია და მანჩესტერში სულ რამდენიმე დღეა რაც მოვიდა სასიამოვნოდ გამაკვირვა.
0
№8
ავტორი: Phil Jones
10 აგვისტო 2017 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 814
ყველაზე დიდი პრობლემა დაცვის ცენტრშია, აი სუონსი დონეა! ბაიი-როხო იდეალური წყვვილი იყო და იმედია მალე შეიკვრება, ლინგარდი ზამენის კაცია და მეტი არაფერი, მხითო არასტაბილური დანარჩენში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მარცხენა მცველის პოზიცია მოთამაშე დარმიანშიც კი.
0
№9
ავტორი: totti10
10 აგვისტო 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ჩემი აზრით მაურინიოს ახირების ბრალია, ტიპმა კარში დააყრეენა გუნდი, არუნდა იყო საღ გონებაზე რეალს რომ მიცე ბურთი, იგივე გააკეთა იუვემაც, მიცა ბურთი სასწაული ცენტრის მყოფ გუნდს, არ გაგიტყდეთ ძმებო, მაგრამ მანჩესტერმა ასე თუ ითამაშა ლიგაზე მაქსიმუმ 1/8 გავიდეს
0
№10
ავტორი: bachooo
10 აგვისტო 2017 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
დაცვა გვინდა ლინდერლოფმა მაგრად ითამაშა მომეწონა მეპირადად ეს სმოლინგი ვერ მოიშორა ამ მაუმ რა wink რეშფორდს და მარსიალს რას ერჩის ვერ ვხვდები რა ლინგარდი კარგი რა what მცველი გვესაჭიროება აუცილებლად კიდევ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

მომდევნო მატჩები

18 ოქტომბერი 2017, 22:45
ბენფიკა
იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგა
21 ოქტომბერი 2017, 18:00
ჰადერსფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2017, 22:45
სუონსი
იუნაიტედი
ლიგის თასი
ბენფიკა18 ოქტომბერი
ჰადერსფილდი21 ოქტომბერი
სუონსი24 ოქტომბერი

წინა მატჩები

14 ოქტომბერი 2017, 15:30
ლივერპული0
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
30 სექტემბერი 2017, 18:00
იუნაიტედი4
კრისტალ პალასი0
პრემიერ ლიგა
27 სექტემბერი 2017, 22:45
ცსკა1
იუნაიტედი4
ჩემპიონთა ლიგა
ლივერპული14 ოქტომბერი
კრისტალ პალასი30 სექტემბერი
ცსკა27 სექტემბერი

მატჩის საუკეთესო

მარუან ფელაინი
27
მარუან ფელაინი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top