თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2013, 21:11
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2788,
კომენტარები: 34
Manchester United VS Southampton- Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუტჰემპტონი" - პრევიუ
Manchester United VS Southampton- Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუტჰემპტონი" - პრევიუ


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,24-ე ტური.
მსაჯი: ლი მეისონი
თარიღი: ოთხშაბათი, 30 იანვარი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)


Manchester United VS Southampton- Preview


Manchester United VS Southampton- Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ევანსი,იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Amos, Smalling, Vidic, Ferdinand, Buttner, Evra, Rafael, Cleverley, Giggs, Anderson, Scholes, Carrick, Kagawa, Nani, Hernandez, Rooney, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "ფულემის" წინააღდეგ ბევრი ფეხბურთელი დაასვენა პრემიერ ლიგისთვის.გუნდში მხოლოდ ორი ფეხბურთელი არის ტრავმირებული ჯონი ევანსი და ეშლი იანგი."მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა ახალგაზრდა ნიკ პაუელი,რომელსაც უმნიშვნელო ტრავმა ჰქონდა."ფულემთან" მატჩი დაისვენს რიო ფერდინანდმა,ნემანია ვიდიჩმა და რობინ ვან პერსიმ სერ ალექსის თქმით ისინი "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ მინდორზე გამოვლენ.


Manchester United VS Southampton- Preview

"საუტჰემპტონი"

ტრავმირებულები: გულიერმო პადრო, ხოსე ფონტე
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:მაურისიო პოჩეტინო

"საუტჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა ნიგელ ატკინსმა წინასამატცო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შესაძლოა ვერ ითამაშოს ნახევარმცველმა ადან ლალამმა.ასევე ტრავმირებულები არიან გულიერმო ადრო და ხოსე ფონტე.


Manchester United VS Southampton- Preview

პირველი ადგილი,56 ქულა.

პრემიერ ლიგის ბოლო 11 მატჩში ეშმაკებმა შესაძლო 33 ქულიდან 29 აიღეს. 9 მოგება, ხოლო 2 კი ფრე. პრემიერ ლიგის დაარსებდან (1992) ეშმაკებმა 32 საშინაო მატჩი წააგეს 397 ჩატარებულიდან. 12 წლის წინ 2001 წელს ბოლტონთან შინ 1-2 მარცხის შემდეგ 32 მატჩი არ წაუგიათ პრემიერ ლიგის ”ახალბედებთან”. იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე თამაშისას ყოველთვის იტანს, ბოლოს როცა იუანიტედმა საკუთარ მოედანზე გატანა ვერ შეძლო იყო 0-1 მარცხი ასტოვ ვილასთან 2009 წელს. ეს პრემიერ ლიგის რეკორდია თუმცა საუკეთესო შედეგი ეკუთვნის ვულვერჰემპტონს, რომლებმაც 75 მატჩში გაიტანეს გოლი ზედიზედ. ფერგიუსონის გუნდი არის ერთადერთი, რომელსაც არ დაუკარგავს ქულა თუ ის მატჩს იგებდა. იუნაიტედმა ამ სეზონში 8 ძალიან მძიმე გამარჯვება მოიპოვა, 11 მატჩის განმავლობაში ისინი პირველები უშვებდნენ გოლს. ეს არის კლუბის რეკორდი პრემიერ ლიგაში. იუანიტედმა კიდევ 2 ასეთი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რომ დაამხოს ნიუკასლის რეკორდი, რომელიც მათ 2001-2002 წლის სეზონში დაამყარეს. მომდევნო საშინაო მოგება გახდება მე_300 ფერგიუსონისთვის, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია.


Manchester United VS Southampton- Preview

მე-15 ადგილი,23 ქულა.

წმინდანებს ბოლო 6 მატჩია პრემიერ ლიგაში არ წაუგიათ. 5 მატჩი ფრედ ითამაშეს 1 მოიგეს. ეს არის ყველა ხანგრძლივი წაუგებელი სერია საუტჰემპტონისთვის 2003 წლის შემდეგ. მათ გასვლით შეხვედრებში 26 გოლი გაუშვეს. მათზე ”უკეთესი” შედეგი აქვს ასტონ ვილას 28 გაშვებული გოლი. საუტჰემპტონი ამ სეზონში ორივე მატჩში დამარცხდა მანჩესტერულ კლუბებთან და ორივე შემთხევაში 2-1 იგებდა მატჩს. ამ დროისთვის წმინდანებს 23 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვთ. ეს შედეგი 8 ქულით მეტია 2005 წლის შედეგზე ამ დროისთვის, რის გამოც მაშინ მათ ინგლისური ფეხბურთის ელიტა დატოვეს.


ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს ყველა ტურნირში სულ 111-ჯერ შეხვდნენ.ამ შეხვედრებიდან 58 მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა გამარჯვება,25 შეხვედრაში "წმინდანებმა" იმარჯვეს ხოლო 28 შეხვედრა ფრედ დასრულდა.ბოლო 17 მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "საუტჰემპტონს" არ გაუმარჯვია,მათ ამ შეხვედრებიდან 15 წააგეს ხოლო ორი ფრედ ითამაშეს.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა "წმინდანების" წინააღმდეგ ბოლო 7 შეხვედრაში ყველა მატჩი მოიგეს დაწყებული 2003 წლის აგვისტოდან,როდესაც მატჩი ერთადერთი გოლი "მანჩესტერ იუნიატედის" მხრიდან ჯეიმს ბიტმა გაიტანა."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 27 შეხვედრაში "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ 25 გოლი გაიტანა,რაც ნამდვილად კარგი შედეგია.


ბოლო შეხვედრა

Manchester United VS Southampton- Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "საუტჰეპტონი" პრემიერ ლიგაში ბოლოს 2012 წლის 2 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა."საუტჰეპტონმა" ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია "წითელ ეშმაკებს"."წმინდანები" ორჯერ დაწინაურდნენ მატჩში,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა ჰოალნდიელმა რობინ ვან პერსიმ ამ მატჩი სამი გოლი გაიტანა და ამ ჰეთ-რიკის წყალობით "წითელ ეშმაკებს" 3 ქულა მოუტანა.



Players to watch


Manchester United VS Southampton- Preview


Last Five Matches


Manchester United VS Southampton- Preview


Head to Head


Manchester United VS Southampton- Preview


PROBABLE LINEUPS


Manchester United VS Southampton- Preview
მატჩის წინ
34 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
29 იანვარი 2013 21:44
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჯერ-ჯერობით ეს იყოს და ხვალ დილით დავამატებ ))

დიდი მადლობა ბექას (R.v Persie) -ს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: love united
29 იანვარი 2013 21:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ლალანი დიდი ძალაა სოტონისთვის...ჯიემჯიზე იქნება იმედია...კარგი თამაში იქნება გული მიგრძნობს...საღოლ დათო...
0
№3
ავტორი: Mgelo
29 იანვარი 2013 21:49
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
იმედია მოვიგებთ smile
0
№4
ავტორი: Tsuki
29 იანვარი 2013 21:51
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
UTD-Rule

კაია, იმედია მოვიგებთ. უნდა ვუფრთხილდეთ სოუთჰემთონს საშიში გუნდია :)
0
№5
ავტორი: Esi
29 იანვარი 2013 21:53
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ დავით კაია!
0
№6
ავტორი: always ReD
29 იანვარი 2013 21:57
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
აუ მემგონი GMG არ აჩვენებს ხო???:ხ
0
№7
ავტორი: Lukza
29 იანვარი 2013 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
ბიჩებოო ყველა ფრევიუშიი აკლია რაფაელ მიაქციეთ ყურადღება .. სხვა მხრივ კაია საღოლ
0
№8
ავტორი: gilmour
29 იანვარი 2013 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
უნდა მოვიგოთ აუცილებლად, იმედია ნანი ითამაშებს.
დღეს მგნია რო ქპრ ქულებს წაართმევს სიტის.
0
№9
ავტორი: Hernandez
29 იანვარი 2013 22:18
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
დიდებული საიტია პრევიუებში რა. იმედია მოვიგებთ მე ეს ე 3-1 ან 4-1 მგონია
0
№10
ავტორი: Luka Gelashvili
29 იანვარი 2013 22:34
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
როგორც ყოველთვის საღოლ დათო.
always ReD,
კი სპორტი 1 აჩვენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top