თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2013, 21:11
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2808,
კომენტარები: 34
Manchester United VS Southampton- Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუტჰემპტონი" - პრევიუ
Manchester United VS Southampton- Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუტჰემპტონი" - პრევიუ


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,24-ე ტური.
მსაჯი: ლი მეისონი
თარიღი: ოთხშაბათი, 30 იანვარი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)


Manchester United VS Southampton- Preview


Manchester United VS Southampton- Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ევანსი,იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Amos, Smalling, Vidic, Ferdinand, Buttner, Evra, Rafael, Cleverley, Giggs, Anderson, Scholes, Carrick, Kagawa, Nani, Hernandez, Rooney, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "ფულემის" წინააღდეგ ბევრი ფეხბურთელი დაასვენა პრემიერ ლიგისთვის.გუნდში მხოლოდ ორი ფეხბურთელი არის ტრავმირებული ჯონი ევანსი და ეშლი იანგი."მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა ახალგაზრდა ნიკ პაუელი,რომელსაც უმნიშვნელო ტრავმა ჰქონდა."ფულემთან" მატჩი დაისვენს რიო ფერდინანდმა,ნემანია ვიდიჩმა და რობინ ვან პერსიმ სერ ალექსის თქმით ისინი "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ მინდორზე გამოვლენ.


Manchester United VS Southampton- Preview

"საუტჰემპტონი"

ტრავმირებულები: გულიერმო პადრო, ხოსე ფონტე
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:მაურისიო პოჩეტინო

"საუტჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა ნიგელ ატკინსმა წინასამატცო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შესაძლოა ვერ ითამაშოს ნახევარმცველმა ადან ლალამმა.ასევე ტრავმირებულები არიან გულიერმო ადრო და ხოსე ფონტე.


Manchester United VS Southampton- Preview

პირველი ადგილი,56 ქულა.

პრემიერ ლიგის ბოლო 11 მატჩში ეშმაკებმა შესაძლო 33 ქულიდან 29 აიღეს. 9 მოგება, ხოლო 2 კი ფრე. პრემიერ ლიგის დაარსებდან (1992) ეშმაკებმა 32 საშინაო მატჩი წააგეს 397 ჩატარებულიდან. 12 წლის წინ 2001 წელს ბოლტონთან შინ 1-2 მარცხის შემდეგ 32 მატჩი არ წაუგიათ პრემიერ ლიგის ”ახალბედებთან”. იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე თამაშისას ყოველთვის იტანს, ბოლოს როცა იუანიტედმა საკუთარ მოედანზე გატანა ვერ შეძლო იყო 0-1 მარცხი ასტოვ ვილასთან 2009 წელს. ეს პრემიერ ლიგის რეკორდია თუმცა საუკეთესო შედეგი ეკუთვნის ვულვერჰემპტონს, რომლებმაც 75 მატჩში გაიტანეს გოლი ზედიზედ. ფერგიუსონის გუნდი არის ერთადერთი, რომელსაც არ დაუკარგავს ქულა თუ ის მატჩს იგებდა. იუნაიტედმა ამ სეზონში 8 ძალიან მძიმე გამარჯვება მოიპოვა, 11 მატჩის განმავლობაში ისინი პირველები უშვებდნენ გოლს. ეს არის კლუბის რეკორდი პრემიერ ლიგაში. იუანიტედმა კიდევ 2 ასეთი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რომ დაამხოს ნიუკასლის რეკორდი, რომელიც მათ 2001-2002 წლის სეზონში დაამყარეს. მომდევნო საშინაო მოგება გახდება მე_300 ფერგიუსონისთვის, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია.


Manchester United VS Southampton- Preview

მე-15 ადგილი,23 ქულა.

წმინდანებს ბოლო 6 მატჩია პრემიერ ლიგაში არ წაუგიათ. 5 მატჩი ფრედ ითამაშეს 1 მოიგეს. ეს არის ყველა ხანგრძლივი წაუგებელი სერია საუტჰემპტონისთვის 2003 წლის შემდეგ. მათ გასვლით შეხვედრებში 26 გოლი გაუშვეს. მათზე ”უკეთესი” შედეგი აქვს ასტონ ვილას 28 გაშვებული გოლი. საუტჰემპტონი ამ სეზონში ორივე მატჩში დამარცხდა მანჩესტერულ კლუბებთან და ორივე შემთხევაში 2-1 იგებდა მატჩს. ამ დროისთვის წმინდანებს 23 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვთ. ეს შედეგი 8 ქულით მეტია 2005 წლის შედეგზე ამ დროისთვის, რის გამოც მაშინ მათ ინგლისური ფეხბურთის ელიტა დატოვეს.


ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს ყველა ტურნირში სულ 111-ჯერ შეხვდნენ.ამ შეხვედრებიდან 58 მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა გამარჯვება,25 შეხვედრაში "წმინდანებმა" იმარჯვეს ხოლო 28 შეხვედრა ფრედ დასრულდა.ბოლო 17 მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "საუტჰემპტონს" არ გაუმარჯვია,მათ ამ შეხვედრებიდან 15 წააგეს ხოლო ორი ფრედ ითამაშეს.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა "წმინდანების" წინააღმდეგ ბოლო 7 შეხვედრაში ყველა მატჩი მოიგეს დაწყებული 2003 წლის აგვისტოდან,როდესაც მატჩი ერთადერთი გოლი "მანჩესტერ იუნიატედის" მხრიდან ჯეიმს ბიტმა გაიტანა."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 27 შეხვედრაში "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ 25 გოლი გაიტანა,რაც ნამდვილად კარგი შედეგია.


ბოლო შეხვედრა

Manchester United VS Southampton- Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "საუტჰეპტონი" პრემიერ ლიგაში ბოლოს 2012 წლის 2 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა."საუტჰეპტონმა" ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია "წითელ ეშმაკებს"."წმინდანები" ორჯერ დაწინაურდნენ მატჩში,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა ჰოალნდიელმა რობინ ვან პერსიმ ამ მატჩი სამი გოლი გაიტანა და ამ ჰეთ-რიკის წყალობით "წითელ ეშმაკებს" 3 ქულა მოუტანა.



Players to watch


Manchester United VS Southampton- Preview


Last Five Matches


Manchester United VS Southampton- Preview


Head to Head


Manchester United VS Southampton- Preview


PROBABLE LINEUPS


Manchester United VS Southampton- Preview
მატჩის წინ
34 კომენტარი
№21
ავტორი: don_vini
30 იანვარი 2013 02:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
საუთჰემფტონთან უეჭველი 3 ქულა და აღვადგინოთ ისევ 7 ქულიანი უპირატესობა სიტთან am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№22
ავტორი: GGMU20
30 იანვარი 2013 11:36
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
რობინის ამ გოლმა ლარში 80 ლარი მომაგებინა : )) gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№23
ავტორი: VaRdo
30 იანვარი 2013 11:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რა გვიანაა რა თამაშები. ელდოე ეხლა 12 საათს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№24
ავტორი: Vodafone
30 იანვარი 2013 12:17
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
VaRdo,
თან ელ კლასიკოც მაგ დროსაა
0
№25
ავტორი: koko2222
30 იანვარი 2013 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
მანჩესტერ სიტი 0-0 ფქრ
7ქულით უნადა გავიდეთ წინ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№26
ავტორი: Shako Jones
30 იანვარი 2013 16:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
იმედია ზუსტად ეს შემადგენლოობა დადგება...
0
№27
ავტორი: MUFC#1
30 იანვარი 2013 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
დღეს ბერბას დაბადების დღეა love
0
№28
ავტორი: Jubo
30 იანვარი 2013 18:45
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ დავით manunited
გმგ სპორტ 1 ზეა პირდაპირი დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№29
ავტორი: I_K_A
30 იანვარი 2013 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
სეტანტაზე კლასიკოს აჩვენებენ.
ჯი-ემ-ჯი სპორტზეა მანჩესტერი საუთჰემპტონი.
0
№30
ავტორი: buka oboladze
30 იანვარი 2013 22:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
UTD-Rule,
ვალენსია გამოგრჩა შემადგენლობაში )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top