თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2017, 17:48
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 8420,
კომენტარები: 30
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ რომელუ ლუკაკუ და მან 13 აგვისტოს, "ვესტ ჰემთან მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.

პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.

ჩვენი კოდია 2042003-486172

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com
ფენტეზის ლიგა
30 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
5 აგვისტო 2017 17:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
თქვენს ლიგაში ვარ უკვე ყოველ სეზონზე ვთამაშობ წარმატებებს გისურვებთ ყველას :)))
2
№2
ავტორი: Chaxrux
5 აგვისტო 2017 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
დავემატე მეც დავრეგისტრირდი საინტერესოა
0
№3
ავტორი: dachi_mu
5 აგვისტო 2017 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
davemate :D
0
№4
ავტორი: RAMKA MANIU
5 აგვისტო 2017 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Davematebi aucileblat... Ligashi magalitad lukaku or gunds yavdes mosula?!
0
№5
ავტორი: Byakugan
5 აგვისტო 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
წელსაც თუ ისევ ისე 90-100ზე გავედი.... derpwhy
0
№6
ავტორი: dachi_mu
5 აგვისტო 2017 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: RAMKA MANIU
Davematebi aucileblat... Ligashi magalitad lukaku or gunds yavdes mosula?!

ki brat
0
№7
ავტორი: Dato Sirabidze
5 აგვისტო 2017 19:46
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
მე რაღაც ვერ დავუმუღამე ამას :დდ რა პონტია, ყოველ ტურში ის ფეხბურთელი უნდა შეარჩიო რომელიც მაღალ შეფასებას მიიღებს ხომ ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№8
ავტორი: ManUTD4Ever
5 აგვისტო 2017 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
დასტური უნდა თუ ეგრევე შემოვედი
0
№9
ავტორი: Goginashvili777
5 აგვისტო 2017 20:06
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არუნდა დასტური
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: Malboro463
5 აგვისტო 2017 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5848
sharahan sanam ar davikidebdi dasawyisshi ki viyavi 1-2 adgilze.
yovel turze shexvide gadawyo unda gundi transferi unda gaketo mosawyenia sul kompiuteritac ver iqnebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top