თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2017, 17:48
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 8426,
კომენტარები: 30
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ რომელუ ლუკაკუ და მან 13 აგვისტოს, "ვესტ ჰემთან მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.

პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.

ჩვენი კოდია 2042003-486172

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com
ფენტეზის ლიგა
30 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
5 აგვისტო 2017 21:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ძალიან ბევრჯერ მავიწყდებოდა ხოლმე შარშან დავიწყე პირველად თან რჩევაც არავის მოუცია, მაგრამ უკვე დავამუღამე რაღაცეები. მოკლედ მაგარი რაღაცაა და ვიცი ბევრს არ უცდია და ყველას ვურჩევ არამარტო პრემიერლიგის მოყვარულებს!
0
№12
ავტორი: PaLoMo
5 აგვისტო 2017 21:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
aucileblad shemogiertdebitbisev da imedia am sezonze mainc gavcdebi 50 adgils
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: JuanMata
5 აგვისტო 2017 21:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ფენტეზი ლიგა, ბოლომდე ვერასდროს მივიყვანე, არადა შარშანწინ წარმატებულად მივდიოდი 10-ეულში ვიყავი, მერე გადამავიწყდა.
0
№14
ავტორი: DaD
5 აგვისტო 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Davregistrirdi magram kodi sad unda chabwero?
0
№15
ავტორი: ომარი
5 აგვისტო 2017 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
შემოვუერთდი მეცც manunited
0
№16
ავტორი: LASHQARA
5 აგვისტო 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგი გასართობია თუ ბევრი დრო გაქ თავისუფალი wink love am
0
№17
ავტორი: Goginashvili777
5 აგვისტო 2017 23:05
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რომარ დაგვავიწყდეს, ასე თუ ისე ტურიდან ტურამდე იქნება სიახლის სახით საიტზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№18
ავტორი: sergiggmu2000
5 აგვისტო 2017 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Bichebo fantezshi arasworad miutite gmailis paroli da tavidan agar maregistrirebs ra vqna rame mirchiet gtxovt
0
№19
ავტორი: nika van nistelroy
5 აგვისტო 2017 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ვერ ვაკეთებ რაა
0
№20
ავტორი: ilia tebidze
5 აგვისტო 2017 23:12
  • სიახლეები: 10
  • კომენტარები: 25
ციტატა: Dato Sirabidze
მე რაღაც ვერ დავუმუღამე ამას :დდ რა პონტია, ყოველ ტურში ის ფეხბურთელი უნდა შეარჩიო რომელიც მაღალ შეფასებას მიიღებს ხომ ? wink

გაუმარჯოს მე ახალი ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სუუუუუუუუუუუ
ცდებიი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top