თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2017, 16:31
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4901,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)
ხვალინდელი ბოლო ამხანაგური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია"


სტადიონი: "ავივა სტედიუმი" (დუბლინი, ირლანდია)

თარიღი: ოთხშაბათი, 2 აგვისტო, 2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 22:45 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: MUTV, Матч ТВ, МАТЧ! Футбол 2


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)


ევროპაში დაბრუნებამდე "იუნაიტედმა" ამერიკაში 5 ამხანაგური მატჩი გამართა, მათგან 4 შეხვედრა მოიგო (Vs "გალაქსი" 5:2, Vs "რეალ სოლტ ლეიქი" 2:1, Vs "სიტი" 2:0, Vs "რეალი 1(2):1(1) , ხოლო ერთში კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა (Vs "ბარსელონა" 0:1).

ევროპაში დაბრუნების შემდეგ კი ისინი ნორვეგიას ესტუმრნენ. ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში "იუნაიტედმა" ფელაინის,ლუკაკუსა და მაკტომინის გოლების წყალობით ანგარიშით 3:0 მოიგო.

დუბლინში "სამპდორიას" წინააღმდეგ "იუნაიტედი" მე-7 და ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მიმდინარე სეზონში. 6 დღის შემდეგ მათ პირველი ოფიციალური მატჩი ელოდებათ "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ. სერხიო რომერო მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მან იტალიელთა რიგებში 4 წელი გაატარა (2011-2015).

ეს არ იქნება პირველი მატჩი, რომელსაც "იუნაიტედი" "ავივა სტედიუმზე" ჩაატარებს. 7 წლის წინ 2010 წელს მათ "ირლანდიის ჩემპიონატის ვარსკვლავებს" მოუგეს ანგარიშით 7:1.

ჯერჯერობით უცნობია გაიყოლებს თან თუ რა მოურინიო თავის ახალ შენაძენს ნემანია მატიჩს. ამის შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როცა გუნდი ხვალ ირლანდიაში გაემგზავრება.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

"სამპდორია"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)


"სამპდორია" ფეხბურთის და განსაკუთრებით იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცხო გუნდი არ არის. გასული სეზონი მარკო ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით მათ მე-10 პოზიციაზე დაასრულეს.

კლუბი სამმა მთავარმა ფეხბურთელმა დატოვა. სკრინიარი მილანის "ინტერში" გადავიდა, ბრუნო ფერნანდესი "სპოტინგში", ხოლო მურიელი "სევილიაში". გაურკვეველია გუნდის კიდევ ერთი ძალზედ ნიჭიერი ფეხბურთელის პატრიკი შიკის ბედი. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მათ ჯერჯერობით მურრუს, კაპრარის, კაპეცის და კოვნაცკის დამატება მოახერხეს.

"სამპდორიამ" აქამდე 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. "სელლეროს" წინააღმდეგ მათ ანგარიშით 11:0 იმარჯვეს, "ფერალპი სალოს" წინააღმდეგ კი 1:0, "კრემონეზე" 3:0 დაამარცხეს, ხოლო "ვერონასთან" მატჩში კი 1:0 დამარცხდნენ.

გუნდები აქამდე ჯერ არასდროს დაპირისპირებიან ერთმანეთს.
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: misteryou
1 აგვისტო 2017 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მატიჩს ათამაშებს შეხედავს შეიძლება ფინალშიც გამოიყენოს, იმედია რეალს საკაიფოდ ეთამაშებიან და მოვუგებთ^_^
0
№2
ავტორი: pogba.
1 აგვისტო 2017 17:11
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ბავშვები უნდა ათამაშოს რეალთან ყველა უნდა ვიყოთ წინა მატჩი გამოვტოვე ერრერას არაფერი ჭირს ხო?
0
№3
ავტორი: gache1991
1 აგვისტო 2017 17:17
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს შიკი მაგარი კაცია:)) წავიდა მოაწერა კონტრაქტს ხელი მერე სამედიცინო შემოწმებაზე გაუგებრობა მოხდაო მერე ორივემ უარყო ტრანსფერი ეხლა ინტერში გადადისო,თუ სამედიცინო ჩააგდო როგორ გადადის ან ინტერში ან..კაროჩე უნდა ათამაშოს მატიჩი ამის მერე ამხანაგური აღარ გვაქ ფორმაში ცასადგომად კაი იქნება სუპერტასამდე,რეალს რონალდო არ ყავს რამოსი ვერ არი ჯანზე და ბევრი პრობლემა აქვთ ზოგადად და მოუმ როგორ იცის ფინალების ტამაში კი ვიცით და დიდი იმედი მაქ მე-4 ტიტული გვექნება 1 სეზონში :)) გვიყუროს ლუზერპულმა სიტიმ არსენალმა ტოტენჰემმა და ისწავლონ:))
2
№4
ავტორი: Dato Sirabidze
1 აგვისტო 2017 17:24
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ერერა იქნება კი არაფერი არ ჭირს, ითამაშა წინა მატჩში

ციტატა: gache1991
ეს შიკი მაგარი კაცია:)) წავიდა მოაწერა კონტრაქტს ხელი მერე სამედიცინო შემოწმებაზე გაუგებრობა მოხდაო მერე ორივემ უარყო ტრანსფერი ეხლა ინტერში გადადისო,თუ სამედიცინო ჩააგდო როგორ გადადის ან ინტერში ან..კაროჩე უნდა ათამაშოს მატიჩი ამის მერე ამხანაგური აღარ გვაქ ფორმაში ცასადგომად კაი იქნება სუპერტასამდე,რეალს რონალდო არ ყავს რამოსი ვერ არი ჯანზე და ბევრი პრობლემა აქვთ ზოგადად და მოუმ როგორ იცის ფინალების ტამაში კი ვიცით და დიდი იმედი მაქ მე-4 ტიტული გვექნება 1 სეზონში :)) გვიყუროს ლუზერპულმა სიტიმ არსენალმა ტოტენჰემმა და ისწავლონ:))

ხო შიკზე გულის პრობლემები აქვსო... წელს სერია ას ბევრ თამაშს ვუყურე, კაი თამაშები იყო და ზოგადად კაი სეზონი იყო იტალიაში ბევრი გოლი გავიდა, ეგ შიკიც საკაიფო ბიჭია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: Phil Jones
1 აგვისტო 2017 22:09
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სელლეროსთან რა პონტში ითამაშეს საერთოდ ან რა პონტში მოიგეს 11-0 :)))))
0
№6
ავტორი: GeorgeBest
1 აგვისტო 2017 23:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერეირას ბევრ დროს აძლევს და მიხარია, ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი მაგრამ ამ სეზონში ექნება სათამაშო დრო წესით. თასზე მაინც დააყენებს ხოლმე და დიდი იმედი მაქვს მოიხოდება
0
№7
ავტორი: ikeoni
2 აგვისტო 2017 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Realtan tamashis win cotas waivarjisheben raa)))
0
№8
ავტორი: JuanMata
2 აგვისტო 2017 11:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: GeorgeBest
პერეირას ბევრ დროს აძლევს და მიხარია, ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი მაგრამ ამ სეზონში ექნება სათამაშო დრო წესით. თასზე მაინც დააყენებს ხოლმე და დიდი იმედი მაქვს მოიხოდება


მარჯვნივ ათამაშებს და მგონი მაგ მხრიდან უჭირს უფრო, ზატო კუთხურიდან საგოლე პასი ჩაუწოდა ლუკაკუს. wink

მეც ველოდები მაგ ბიჭის ათამაშებას, შეუძლია რომ კოუტინიოს მსგავსი ფიგურა გახდეს ჩვენს გუნდში, თან აკადემიიდანაა, დროა აკადემიასაც მიხედონ რომ ყველაზე პოზიციაზე საყიდელი არ გვყავდეს ფეხბურთელი. ეს შემადგენლობა წესით რამდენიმე წელი სტაბილურად იდგება და ამასობაში აკადემიელებიც შეეჩვევიან ძირითადს და ათამაშდებიან, მერე შემცვლელბის ძებნა, პრობლემატური აღარ იქნება, ერთ-ორ კაცს კი ვიყიდით ხოლმე.
0
№9
ავტორი: PaLoMo
2 აგვისტო 2017 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
memgoni aurie 27 milionad viyidet kargad naxet raaa.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: Lalana
2 აგვისტო 2017 11:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: O Neil
memgoni aurie 27 milionad viyidet kargad naxet raaa.

როგორც ჩანს ორიე ვიყიდეთ და მალევე გაოფიციალურდება კიდეც.

ბეილს ტრავმა მიუღია ისევ,აშკარად ვერ არის მაგის ასქმე კარგად,წელსაც საკმაოდ ცოტა მატჩშს ჩაატარებს როგორც ჩანს და კარგია რომ მიუწვდომელია ეგ ფეხბურთელი თორემ მართლა ვიყიდიდით და გვეყოლებოდა სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელად დასანიშნი.
ისე კი მგონი ნეიმარი მართლა მიდის ბარსადან და პსჟმ თუ ეგ ტრანსფერი გაჩარხა საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას შეკრავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top