თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2017, 16:31
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5133,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)
ხვალინდელი ბოლო ამხანაგური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია"


სტადიონი: "ავივა სტედიუმი" (დუბლინი, ირლანდია)

თარიღი: ოთხშაბათი, 2 აგვისტო, 2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 22:45 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: MUTV, Матч ТВ, МАТЧ! Футбол 2


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)


ევროპაში დაბრუნებამდე "იუნაიტედმა" ამერიკაში 5 ამხანაგური მატჩი გამართა, მათგან 4 შეხვედრა მოიგო (Vs "გალაქსი" 5:2, Vs "რეალ სოლტ ლეიქი" 2:1, Vs "სიტი" 2:0, Vs "რეალი 1(2):1(1) , ხოლო ერთში კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა (Vs "ბარსელონა" 0:1).

ევროპაში დაბრუნების შემდეგ კი ისინი ნორვეგიას ესტუმრნენ. ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში "იუნაიტედმა" ფელაინის,ლუკაკუსა და მაკტომინის გოლების წყალობით ანგარიშით 3:0 მოიგო.

დუბლინში "სამპდორიას" წინააღმდეგ "იუნაიტედი" მე-7 და ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მიმდინარე სეზონში. 6 დღის შემდეგ მათ პირველი ოფიციალური მატჩი ელოდებათ "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ. სერხიო რომერო მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მან იტალიელთა რიგებში 4 წელი გაატარა (2011-2015).

ეს არ იქნება პირველი მატჩი, რომელსაც "იუნაიტედი" "ავივა სტედიუმზე" ჩაატარებს. 7 წლის წინ 2010 წელს მათ "ირლანდიის ჩემპიონატის ვარსკვლავებს" მოუგეს ანგარიშით 7:1.

ჯერჯერობით უცნობია გაიყოლებს თან თუ რა მოურინიო თავის ახალ შენაძენს ნემანია მატიჩს. ამის შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როცა გუნდი ხვალ ირლანდიაში გაემგზავრება.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

"სამპდორია"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სამპდორია" (პრევიუ)


"სამპდორია" ფეხბურთის და განსაკუთრებით იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცხო გუნდი არ არის. გასული სეზონი მარკო ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით მათ მე-10 პოზიციაზე დაასრულეს.

კლუბი სამმა მთავარმა ფეხბურთელმა დატოვა. სკრინიარი მილანის "ინტერში" გადავიდა, ბრუნო ფერნანდესი "სპოტინგში", ხოლო მურიელი "სევილიაში". გაურკვეველია გუნდის კიდევ ერთი ძალზედ ნიჭიერი ფეხბურთელის პატრიკი შიკის ბედი. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მათ ჯერჯერობით მურრუს, კაპრარის, კაპეცის და კოვნაცკის დამატება მოახერხეს.

"სამპდორიამ" აქამდე 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. "სელლეროს" წინააღმდეგ მათ ანგარიშით 11:0 იმარჯვეს, "ფერალპი სალოს" წინააღმდეგ კი 1:0, "კრემონეზე" 3:0 დაამარცხეს, ხოლო "ვერონასთან" მატჩში კი 1:0 დამარცხდნენ.

გუნდები აქამდე ჯერ არასდროს დაპირისპირებიან ერთმანეთს.
მატჩის წინ
18 კომენტარი
№11
ავტორი: მანუჩარი
2 აგვისტო 2017 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
რეალს აუცილებლად მოვუგებთ მე ამის მჯერა
0
№12
ავტორი: gigi_ryan
2 აგვისტო 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
დღეს ალბათ მარტო იმ მოთამაშეებს ათამაშებს ვინც რეალთან იქნება სასტავში
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2017 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რეალთა თამაშის წინ კარგია ეს ამხანაგური
0
№14
ავტორი: gache1991
2 აგვისტო 2017 16:09
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ბეილს ტრავმა მიუღია ისევ,აშკარად ვერ არის მაგის ასქმე კარგად,წელსაც საკმაოდ ცოტა მატჩშს ჩაატარებს როგორც ჩანს და კარგია რომ მიუწვდომელია ეგ ფეხბურთელი თორემ მართლა ვიყიდიდით და გვეყოლებოდა სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელად დასანიშნი.
ისე კი მგონი ნეიმარი მართლა მიდის ბარსადან და პსჟმ თუ ეგ ტრანსფერი გაჩარხა საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას შეკრავს.[/quote]
არ არიო ბეილის ტრანვა სერიოზული და მლსის ოლსტართAნ უნდა ითAმაშOსო..სამედიცინო პუნქტის არ ციცი მარა კრაისე რო სახეს აახევდა მთLიან ეპლს ეგ კი ვიცი..ორიე მალე გაოფიციალურდება წესით.თUმცა არი ვარიანტები რო ინტერს უჩAლიჩEბენ.ანუ ინტერს ჭIრდება ორიე მარტო ნაგატომო ყავს მარჯვენა მცველად და დაბერდა და რადგან ჩვენ პერიშიჩზე ვერ ვუთანხმდებით რაიოლა და კამანდა რაღაცას ჩალიჩობენო ესე წერდნენ რუსები..ეს რაიოლა მაგის აგენტი არაა მარა ტრანსფერში ეხმარება..მე მგონია რო მოუ არ ხედავს მაგ ბიჭის მოსვლას აუცილებლად თორე 25 მილიონად რო იდეალური ტრანსფერია ორი აზრი არ არი.არაფრით ნაკლები არ არი 50ად გაყიდულ ვოლკერზე..პსჟ მალე დაადასტურებს ნეიმარის ტრანსფერს აგერ არსამ უკვე დაწერა მიდისო და დადამშVიდობებლად იყო ბაზაზე და ეხლა პსჟ დაყიდის ხალხს მაგრად..პირველი ორიე იქნება ალბათ და თუ ინტერი პერიშIჩს არ მოგვცემს ორიე უნდა ვიღოთ მარტო ინტერის პონტშიც და ჩVენც გამოგვადგება მაგრად..გვინდა ფლანგის ხალხი მაგრად და ზოგადად კი პასის მქონე ტიპები.ამხელა აყლაყუდები რო ყოლიდა ბექჰემს თAმაშშI ცხრა ბურთს გაატანინებდა თAვის მომაკვდინებელი პადაჩებით :))) ეს ვალენსია კოლაროვი პრასტრელის მეტი არაფერი იციან:))
0
№15
ავტორი: Lalana
2 აგვისტო 2017 18:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: gache1991
gache1991

მაგას თუ პერისიჩის გამო აკეთებენ არც ეგ იქბება ცუდი,მაგრამ მინდა ეგ ბიჭი შეიძინონ,ცხოველია,ჩაჭრებზეც უიერესია და პოზიციასაც კარგად არჩევს,თან წესიერად ჩაწოდება მაინც იცის,ჩვენ განაპირა მცველებს არ ჰგავს მაგით.
ბეილი ზოგადად კარგია,მაგრამ ძალიან ხშირად აწუხებს ტრავმები,რაც ძალიან ცუდია,ამ სეზონშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვა და საკმაოდ ბევრი გაუცდა.იქ ლა ლიგაში იღებს ამდენ ტრავმას და პრემიერ ლიგაში მითუმეტეს უფრო ხშირად ექნება მსგავსი ხისტი თამაშის გამო,ამიტომაც ვთვლი რომ დიდი თანხის გადახდა მაგ მხრივ არ ღირს მაგაში,რათ გინდა თუ ვერ გამოიყენებს გუნდი.ისე კი პერისიჩის მსგავსი მოთამაშე აკლია გუნდს და იმედია იყიდიან მაგას.
0
№16
ავტორი: M United is coming back
2 აგვისტო 2017 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
http://www.skysports.com/football/news/11667/10970699/manchester-united-not-keen
-on-signing-serge-aurier-from-paris-saint-germain

https://www.google.ge/amp/s/www.thesun.co.uk/sport/4152216/manchester-united-tra
nsfer-news-anthony-martial-ivan-perisic/amp/

ნახეთ რა წერია რა მარსიქლი ...მარსიალი არის მანჩესტერის მომავალი ...............ვეტო დაადეთ

The Sun ის გვერდზეა და....რას ფიქრობთ?
0
№17
ავტორი: mufc1878
2 აგვისტო 2017 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Lalana
ციტატა: O Neil
memgoni aurie 27 milionad viyidet kargad naxet raaa.

როგორც ჩანს ორიე ვიყიდეთ და მალევე გაოფიციალურდება კიდეც.

ბეილს ტრავმა მიუღია ისევ,აშკარად ვერ არის მაგის ასქმე კარგად,წელსაც საკმაოდ ცოტა მატჩშს ჩაატარებს როგორც ჩანს და კარგია რომ მიუწვდომელია ეგ ფეხბურთელი თორემ მართლა ვიყიდიდით და გვეყოლებოდა სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელად დასანიშნი.
ისე კი მგონი ნეიმარი მართლა მიდის ბარსადან და პსჟმ თუ ეგ ტრანსფერი გაჩარხა საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას შეკრავს.



გადავიდა უკვე ოფიციალურათ
0
№18
ავტორი: Cedinewal
30 აგვისტო 2017 06:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
cialis for pulmonary hypertension
<a href="http://hqcialismog.com/order.cialis.online/">http://hqcialism
og.com/</a>
cialis 5mg filmtabletten lilly
generic cialis
cialis generico sito affidabile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top