თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2017, 23:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3323,
კომენტარები: 28
ჟოზე მოურინიო: "ფელაინი არსად წავა"
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო:
"ვალერენგასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ზოგადი შეხედულება თამაშზე

"კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო "ვალერენგას" მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს ასეთი კარგი მატჩისთვის. ყველაფერი კარგი იყო, მოედანი, ატმოსფერო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ, გვქონდა "ჯეთლეგის" პრობლემები, თუმცა დღეს ფეხბურთელები მაინც კარგად გამოიყურებოდნენ. ბევრმა მათგანმა შეძლო 45-45 წუთის თამაში, ახლა ცოტას დავისვენებთ და "სამპდორიასთან" მატჩისთვის მოვემზადებით. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, არანაირი ტრავმები, იმედია სეზონის გახსნას ასე პოზიტიურად შევხვდებით"

ლუკაკუს მორიგი გოლი

"ის თავდამსხმელია და მისთვის გოლები მნიშვნელოვანია, გოლები ხომ მას თავდაჯერებულობას ჰმატებს. ჩემთვის ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია, რადგანაც მე ვუყურებ და ვაკვირდები მის თამაშს, ის არაჩვეულებრივად მუშაობს გუნდზე რაც ყველაზე კარგია.

ლინდელოფის პროგრესი

"ნაბიჯ-ნაბიჯ ის პროგრესირებს. "ბენფიკა" დიდი გუნდია, იქ მოთამაშე ფეხბურთელს დიდი პასუხისმგებლობა აქვს და როცა შენ ამ გუნდისგან ფეხბურთელს ყიდულობ იცი, რომ ის მენტალურადაცაა მზად, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატი და მისი ხარისხი განსხვავდება ინგლისის ჩემპიონატისგან. "ბენფიკა" დომინანტი გუნდია მის ჩემპიონატში, გამომდინარე აქედან ლინდელოფიც უფრო მეტად ბურთთან ერთადაა თამაშს მიჩვეული ვიდრე მის გარეშე. ვიქტორს დრო სჭირდება და ჩვენ აუცილებლად მივცემთ მას, რადგანაც ის ძალზედ ახალგაზრდა და ძალზედ ნიჭიერი. "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია უდიდესი პასუხისმგებლობით. ლინდელოფმა ეს იცის, თანდათანობით ის უკეთესი გახდება, ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით ტემპით."

მარუან ფელაინი

"გალათასარაის" ჩემი შეძენა უფრო გაუადვილდება ვიდრე ფელაინის. მარუანი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ ის კლუბს დატოვებს."

ნემანია მატიჩი

"ველოდები სიახლეებს. ვიცი მხოლოდ ის, რომ მას ძალიან უნდა ჩვენთან გადმოსვლა. როცა ფეხბურთელს ასეთი სურვილი აქვს მაშინ შენ მისი შეძენის უკეთესი შანსები გაქვს, თუმცა დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციებს. ფოტო რომელიც გავრცელდა ? არ ვიცი, დღეს კარინგტონზე არ ვყოფილვარ. რამდენიმე თავისუფალი ნომერი გვაქვს და ერთ-ერთი მათგანია 31 ნომრიანი მაისური, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
28 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
30 ივლისი 2017 23:48
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
fuckthatbitch troll დავიტროლეთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: lefty
30 ივლისი 2017 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ფელაინი რა ხოდზეა?! troll ამოაგდო სასტავიდან ჯერ არმოსული მატიჩი და ეგაა
1
№3
ავტორი: shotkin
30 ივლისი 2017 23:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმედია ზამენაზე იჯდება ფელაინი და ათასსში ერთხელ შემოვა
0
№4
ავტორი: Spens
31 ივლისი 2017 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ხთფუი
0
№5
ავტორი: ikeoni
31 ივლისი 2017 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Au joze Ra kaciaa me ufro miyidiano))
1
№6
ავტორი: Lukaku9
31 ივლისი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
კარგია მატიჩის შემცვლელი იქნება ფელაინი და შანსებსაც მიიღებს
0
№7
ავტორი: Svanchester
31 ივლისი 2017 00:41
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
რისიც ყველაზე ძაან მეშინოდა :( არ გაუშვებს ეს..მაგრამ თითქოს კარგიცაა მოტივაციას აძლევს
0
№8
ავტორი: Lalana
31 ივლისი 2017 00:43
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მე კი მერჩივნა ფელაინი გაეშვათ და მატიჩს რომ დაასვენებდა ახალგაზრდებისთვის მიეცა შანსი.რაც არ უნდა იყოს,როგორი თამაშიც არ უნდა ჩაატაროს შეიძლება მნიშვნელოვან მომენტში დაგაღალატოს და ეს ბევრჯერ მომხდარა,ამიტომაც მირჩევნია მის ნაცვლად რომელიმე ახალგაზრდას მიეცეს შანში.ფოსუ ყველანაირად ჯობს და იმსახურებს შანს,თან ჩამშლელი ტიპის არის და ასევე საკმაოდ ტექნიკურიც.არ მინდა ამან დრო წაართვას.
0
№9
ავტორი: dachi_mu
31 ივლისი 2017 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mgoni marto me gamixarda fancharas darchena :)
0
№10
ავტორი: reddevil12
31 ივლისი 2017 01:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
რთულია ფელაინიზე თქვა რო ძალიან ცენზურა არაა... ეს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვან დროს წითელს მიიღებს ან საოცარ ადგილზე დაგვიდებენ ჯარიმას ან საერთოდ პენალს და მოკლედ იდეალურად გამოსდის ცენზურაობები... მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მაინც აქვს ამ ტიპს რაღაც ისეთი, რომ ღირს დატოვება ოღონდ სათადარიგოთა სკამზე. წინ დიდი სეზონია და დაგვჭირდება აუცილებლად. თუმცა კი ზემოთ კომენტარიც წავიკითხე მეც მირჩევნია ახალგაზრდებს მიეცეს შანსი და იმათ გამოიჩინონ თავი ვიდრე ფელაინიმ, მაგრამ ცდების დრო ნამდვილად აღარაა... გუნდს ტიტულები სჭირდება, რათქმაუნდა მნიშვნელოვანი ტიტულები ისეთები, როგორებიცაა ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top