თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2017, 23:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3335,
კომენტარები: 28
ჟოზე მოურინიო: "ფელაინი არსად წავა"
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო:
"ვალერენგასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ზოგადი შეხედულება თამაშზე

"კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო "ვალერენგას" მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს ასეთი კარგი მატჩისთვის. ყველაფერი კარგი იყო, მოედანი, ატმოსფერო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ, გვქონდა "ჯეთლეგის" პრობლემები, თუმცა დღეს ფეხბურთელები მაინც კარგად გამოიყურებოდნენ. ბევრმა მათგანმა შეძლო 45-45 წუთის თამაში, ახლა ცოტას დავისვენებთ და "სამპდორიასთან" მატჩისთვის მოვემზადებით. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, არანაირი ტრავმები, იმედია სეზონის გახსნას ასე პოზიტიურად შევხვდებით"

ლუკაკუს მორიგი გოლი

"ის თავდამსხმელია და მისთვის გოლები მნიშვნელოვანია, გოლები ხომ მას თავდაჯერებულობას ჰმატებს. ჩემთვის ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია, რადგანაც მე ვუყურებ და ვაკვირდები მის თამაშს, ის არაჩვეულებრივად მუშაობს გუნდზე რაც ყველაზე კარგია.

ლინდელოფის პროგრესი

"ნაბიჯ-ნაბიჯ ის პროგრესირებს. "ბენფიკა" დიდი გუნდია, იქ მოთამაშე ფეხბურთელს დიდი პასუხისმგებლობა აქვს და როცა შენ ამ გუნდისგან ფეხბურთელს ყიდულობ იცი, რომ ის მენტალურადაცაა მზად, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატი და მისი ხარისხი განსხვავდება ინგლისის ჩემპიონატისგან. "ბენფიკა" დომინანტი გუნდია მის ჩემპიონატში, გამომდინარე აქედან ლინდელოფიც უფრო მეტად ბურთთან ერთადაა თამაშს მიჩვეული ვიდრე მის გარეშე. ვიქტორს დრო სჭირდება და ჩვენ აუცილებლად მივცემთ მას, რადგანაც ის ძალზედ ახალგაზრდა და ძალზედ ნიჭიერი. "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია უდიდესი პასუხისმგებლობით. ლინდელოფმა ეს იცის, თანდათანობით ის უკეთესი გახდება, ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით ტემპით."

მარუან ფელაინი

"გალათასარაის" ჩემი შეძენა უფრო გაუადვილდება ვიდრე ფელაინის. მარუანი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ ის კლუბს დატოვებს."

ნემანია მატიჩი

"ველოდები სიახლეებს. ვიცი მხოლოდ ის, რომ მას ძალიან უნდა ჩვენთან გადმოსვლა. როცა ფეხბურთელს ასეთი სურვილი აქვს მაშინ შენ მისი შეძენის უკეთესი შანსები გაქვს, თუმცა დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციებს. ფოტო რომელიც გავრცელდა ? არ ვიცი, დღეს კარინგტონზე არ ვყოფილვარ. რამდენიმე თავისუფალი ნომერი გვაქვს და ერთ-ერთი მათგანია 31 ნომრიანი მაისური, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
28 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
31 ივლისი 2017 02:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
გამიხარდა ფელაინის არგაშვება რადგან გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია ჩემიაზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: giorgi_mg
31 ივლისი 2017 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პაპს ნუ ატყუებ შე ნაბო&არო, მატიჩი ჩვენია wink
0
№13
ავტორი: rooney-scholes
31 ივლისი 2017 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Aman ro ar gagitexos xo ar sheudzlia
0
№14
ავტორი: Buk777
31 ივლისი 2017 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Damanebet tavi am felains ra gindat kargi sezonic qonda da naxevar finals hi man gaitana golic mnishvnelovani tqven arc smolingi gevasebat aq zogiertebs magram smolingi dzan magari mcvelia tranvebma sheawuxa wels torem

Matichi ar evaseba aq bevrs magram da iwyeba sezoni da shexedavt tu rogor itamashebs da rogor sheewyoba gunds mere daiwyet xom geubnebodit magariao
0
№15
ავტორი: gaga1987
31 ივლისი 2017 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
felainic gamogvadgeba da matichic.cin grdzeli sezonia.ubralod tavi unda moatokinos felas mouriniom.
0
№16
ავტორი: Gauchinho
31 ივლისი 2017 10:46
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
ამან რო არ ჩაა***ას ხო არ შეუძლია wink შამპანური რომ ვიყიდე აღსანიშნავად რა ვუყო ?
0
№17
ავტორი: gigi_ryan
31 ივლისი 2017 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ვისაც ფელაინის წასვლა გინდათ მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთში მეტად გათვითცობიერება გჭირდებათ, კი ბატონო რა პოზიციაზეც არის დღეს ეგ არაა მაგის პოზიცია და საერთოდ მატჩების დიდ რაოდენობაში შეიძლება ტაქტიკურად ვერ ჯდებოდეს, მაგრამ წელს იქნება ძალიან ბევრი განსხვავებული მატჩი სადაც დაგვჭირდება ეს კაცი, თავისი სიმარლით, აგრესიულობით და ასე შემდეგ, რაც გასულ სეზონშიც გამოჩნდა, ასე რომ რაიმე 5-10 მილიონის მიღებისთვის არაა ეს კაცი გასაშვები
0
№18
ავტორი: f.c.mu
31 ივლისი 2017 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ეგრეა ეგრე საჭირო კაცია
--------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------
0
№19
ავტორი: rooney-scholes
31 ივლისი 2017 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Kaci ro burts ver igebs da pass ver azlevs da tavze poziciurad agebs magis danaxvas ganswavla ar chirdeba

Orieze daiwera manches undao skyze da rame axali xo araa?
0
№20
ავტორი: Phil Jones
31 ივლისი 2017 12:06
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
შარშან რო წასულიყო გამიხარდებოდა ან ზამთარში რო გაეყიდათ, მაგრამ ევერტონთან ჩაგდებული თამაშის მერე გუნდში საუკეთესო თუარა ერთ-ერთისაუკეთესო მაინც იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top