თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2017, 00:33
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4495,
კომენტარები: 12
"ვალერენგა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"ვალერენგა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი: "ულლევოლი" (ოსლო, ნორვეგია)

თარიღი: კვირა, 30 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 21:00 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: MUTV

"ვალერენგა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვალერენგა"

"ვალერენგა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კლუბი 1913 წელს დაარსდა. არსებობის ისტორიაში 5-ჯერ მოახერხა ნორვეგიის ჩემპიონატის, ხოლო 4-ჯერ ნორვეგიის თასის მოგება. გასულ სეზონში ჩემპიონატი მე-10 პოზიციაზე დაასრულა. მიმდინარე სეზონში კი 16 ტურის შემდეგ მე-7 პოზიციას იკავებს.

"ვალერენგას" ოფიციალური ფან-კლუბი 10 000 კაცისგან შედგება, ის ყველაზე დიდი ფან-კლუბია ნორვეგიაში. მისი სახელწოდებაა "კლანი", გულშემატკივრები ძალზედ გამოირჩევიან ვოკალური მონაცემებით. კლუბის საშინაო არენაა "ულლევოლი". ამ არენაზე მართავს თავის მატჩებს ნორვეგიის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებიც. მისი ტევადობა 25 000 კაცია.

2016 წლიდან კლუბს 41 წლის რონი დეილა ხელმძღვანელობს. ის ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი ნორვეგიულ "ოდში" გაატარა. მწვრთნელის რანგში 2009 წელს ნორვეგიის თასი, ხოლო 2013 წელს კი ჩემპიონატი მოიგო. "ვალერენგაში" "მანჩესტერ იუნაიტედის" 2 ყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა. ხენინგ ბერგი და რონი იონსენი, რომელიც 2005 წელს დაეხმარა "ვალერენგას" ისტორიაში პირველად გამხდარიყო ქვეყნის ჩემპიონი.

ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ვალერენგამ" სტუმრად "კრისტიანსუნდს" ფრედ 1:1 ეთამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ვალერენგა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" მანჩესტერში 27 ივლისს დაბრუნდა. ამერიკაში კლუბმა 5 ამხანაგური მატჩი გამართა, მათგან 4 შეხვედრა მოიგო (Vs "გალაქსი" 5:2, Vs "რეალ სოლტ ლეიქი" 2:1, Vs "სიტი" 2:0, Vs "რეალი 1(2):1(1) , ხოლო ერთში კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა (Vs "ბარსელონა" 0:1).

როგორც მოურინიომ თქვა "ვალერენგასთან" მატჩში შესაძლოა თამაში შეძლონ ხუან მატამ და ანდერ ერერამ. ლუკ შოუ, მარკოს როხო და ეშლი იანგი კვლავ ლაზარეთში იმყოფებიან.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


"ვალერენგა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0:0 (ამხანაგური შეხვედრა, 2012 წელი)
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
30 ივლისი 2017 02:06
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
კარგად მოვითელოთ
0
№2
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2017 02:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
advilad unda movugot
0
№3
30 ივლისი 2017 06:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
Gadauvlit. tan Norwegiashi meatezea

0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2017 09:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ლამაზ და უხვგოლიან ფეხბურთს ვიხილავთ
0
№5
ავტორი: Phil Jones
30 ივლისი 2017 11:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარგია 9 საათზე როა.
0
№6
ავტორი: Lalana
30 ივლისი 2017 13:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ეს მატჩი უბრალოდ კარგი ვარჯიში იქნება.ერთი სული მაქვს რვა აგვისტო როდის მოვა.ძალიან მაინტერესებს პირველ ასეთ ოფიციალურ თამაშს როგორ ჩაატარებენ.იმედი მაქვს პირველ ტიტულს რვაში დავდებთ.
0
№7
ავტორი: Temo_Ibra
30 ივლისი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
კარგი ვარჯიში უნდა იყოს smile winked
0
№8
ავტორი: kobinio
30 ივლისი 2017 15:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Frlains ukve emshvidobebian oficialuri gverdebidan fexburtelebi
0
№9
ავტორი: Spens
30 ივლისი 2017 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ციტატა: kobinio
Frlains ukve emshvidobebian oficialuri gverdebidan fexburtelebi


ჩემმა შელოცვამ უშველა wink
1
№10
ავტორი: kobinio
30 ივლისი 2017 15:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Spens
ციტატა: kobinio
Frlains ukve emshvidobebian oficialuri gverdebidan fexburtelebi


ჩემმა შელოცვამ უშველა wink

სადიყავი აქამდე შე დალოცვილო :))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top