"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას კონტრაქტი 12 თვეში ამოიწურება. ეს ინფორმაცია კატალონიურ კლუბ "ბარსელონას" გათვალისწინებული აქვს და ესპანელები თავიანთი თანამემამულის შეძენას აპირებენ.
თუმცა მეორეს მხრივ ინგლისურ კლუბს არ სურს ანდერ ერერას დათმობა და მისი შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ანდერ ერერამ მრავალჯერ განაცხადა თავის ინტერვიუებში, რომ ის ძალიან ბედნიერია "იუნაიტედში" და სურს კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს, კერძოდ "ბარსელონაზე" კი ესპანელი არ საუბრობს.
მოცემულ ინფორმაციას ავრცელებს პრესტიჟული გამოცემა Daily Star, ჯერჯერობით მოცემული პოტენციური ტრანსფერის ფასი უცნობია, თუმცა ანდერ ერერას საბაზრო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს. (მოცემული თანხა უკანასკნელად განახლდა 2017 წლის, 28 ივლისს.)