თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2017, 12:30
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 12
ანდერ ერერას კონტრაქტი 12 თვეში ამოიწურება
ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი 12 თვეში ამოიწურება.
ანდერ ერერას კონტრაქტი 12 თვეში ამოიწურება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას კონტრაქტი 12 თვეში ამოიწურება. ეს ინფორმაცია კატალონიურ კლუბ "ბარსელონას" გათვალისწინებული აქვს და ესპანელები თავიანთი თანამემამულის შეძენას აპირებენ.

თუმცა მეორეს მხრივ ინგლისურ კლუბს არ სურს ანდერ ერერას დათმობა და მისი შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ანდერ ერერამ მრავალჯერ განაცხადა თავის ინტერვიუებში, რომ ის ძალიან ბედნიერია "იუნაიტედში" და სურს კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს, კერძოდ "ბარსელონაზე" კი ესპანელი არ საუბრობს.

"ბარსელონა" ანდერ ერერას, ანდრეს ინიესტას სამომავლო შემცვლელად მოისაზრებს.

მოცემულ ინფორმაციას ავრცელებს პრესტიჟული გამოცემა Daily Star, ჯერჯერობით მოცემული პოტენციური ტრანსფერის ფასი უცნობია, თუმცა ანდერ ერერას საბაზრო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს. (მოცემული თანხა უკანასკნელად განახლდა 2017 წლის, 28 ივლისს.)

წყარო: Sky
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2017 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Araa gamoricxuli kariera chventan daamtavros
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2017 09:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არაა არსად წამსვლელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top