თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2017, 12:50
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3552,
კომენტარები: 17
მოურინიო მატჩის შემდგომ
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

პირველი ტაიმი საინტერესო გამოდგა. გულშემატკივრებიც გაერთნენ. მოგეწონათ გუნდის თამაში ?

"დიახ, გულშემატკივრებმა ისიამოვნეს. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იხილეს, ისეთები როგორიც მესი, ნეიმარი, პოგბა. ვფიქრობ პირველი ტაიმით ისინი კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რადგანაც მართალია ანგარიში 1:0 იყო, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა პირველი ტაიმის შემდეგ მათ ტაბლოზე სხვა ციფრები ეხილათ, რადგან გუნდებს ბევრი მომენტი ჰქონდათ."

"მეორე ტაიმში მათ ბევრი შეცვლა განახორციელეს, ფეხბურთელები ჩვენც შევცვალეთ, მაგრამ უნდა ითქვას რომ გუნდები შედეგისთვის იბრძოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია და შედეგი მთავარი არ არის. ჩვენ ანგარიშის გათანაბრებას ვცდილობდით, ისინი კი ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და თავსაც კარგად იცავდნენ. მეორე ტაიმიდანაც პოზიტიური შთაბეჭდილებები დამრჩა."

როგორ ფიქრობთ, ახალ ფეხბურთელებთან ერთად რა დონეზე იმყოფება ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" ?

"თუ თქვენ ჩემს ფეხბურთელებს "რეალის" ან "ბარსას" ფეხბურთელებს ადრით მაშინ აქ დასკვნის გაკეთება მარტივია, ფეხბურთელების დონე საერთოდ განსხვავდება. მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ჩემპიონატში ვთამაშობთ და ერთმანეთთან შეხვედრა მხოლოდ ევროთასებზე შეგვიძლია, ამიტომ ჩემთვის მისაღებია თუ ჩემს გუნდს პრემიერ ლიგაში მონაწილე გუნდთან შევადარებ. ესპანეთის ჩემპიონატი რთულია, მაგრამ იგი განსხვავდება ინგლისის ჩემპიონატისგან დონით, ფეხბურთელების ხარისხით. ესპანეთში საუკეთესო ფეხბურთელები ამ ორ გუნდშია თავმოყრილი, ეს რეალობაა და უნდა ვაღიაროთ. ჩვენთვის ძალიან კარგი იყო მათთან თამაში, რადგანაც აქ არ იყო მთავარი შედეგი და ფეხბურთელებმა კარგი ტესტი გაიარეს."

რატომ არ ათამაშეთ დაცვაში ბაიი - ლინდელოფის წყვილი ?

"ამას რამდენიმე დღეში გაიგებთ, რადგანაც ბაიის ევროთასებზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. სწორედ ამიტომ ითამაშა დღეს ლინდელოფი - სმოლინგის წყვილმა."

თქვენ "რეალის" და "ბარსელონას" სათამაშო დონე ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, დიდია თქვენ შორის განსხვავება ?

"მათ ჰყავთ მესი, ნეიმარი, ასევე სუარესი, კროოსი, მოდრიჩი, რონალდუ, ბეილი, პიკე, რამოსი. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ფეხბურთელების შეძენა, რადგანაც ისინი უკვე თამაშობენ საკუთარ გუნდებში. შენ შეგიძლია გააძლიერო გუნდი ტაქტიკურად, ეცადო მიიღო ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი, მაგრამ უბრალოდ იბადებიან ასეთი განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომლებიც სხვა გუნდს ირჩევენ და ამას შენ ვერ შეცვლი. შენ მათ კომპენსირებას ტაქტიკის და ორგანიზაციის ხარჯზე ცდილობ. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია იგივე "რეალის", იგივე "ბარსელონას" დამარცხება, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და გუნდს ყოველთვის შეუძლია ინდივიდუალისტების დამარცხება, მაგრამ ამ ინდივიდუალისტების დონე მოედანზე მაინც სჩანს და ახდენს შედეგზე გავლენას. დღეს მე "ბარსას" მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ უბრალოდ მსიამოვნებდა, თუ როგორ ათამაშებდნენ ისინი ბურთს. ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთმა აჩვენა ისეთივე დონე, როგორზეც ისინი არიან და ეს პოლ პოგბა იყო."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
17 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 ივლისი 2017 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Pogba martla saocrad magari gvyavs da mjera make oqros burtzec eqneba pretenzia❤️
0
№2
ავტორი: bziki
27 ივლისი 2017 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ლუკაკუს დრო უნდა რა მაინც, ეპლში შედარებით გაუმარტივდება საქმე
ლინდელოფს აყენებს როგორც ჩანს ფინალში იმედია არ ჩაისვრის.
0
№3
ავტორი: nika_nikusha
27 ივლისი 2017 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
აუ დაცვა ძაან დირკა გვყვაავს, გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს დაცვაში და მგონია პრობლემაც ეგ არის. ბაილი ალბათ ყველაზე უკეთესია, მაგრამ ისეთი ლიდერი როგორიც იყო მაგალითად ფერდინანდი, ვიდიჩი, მაქამდე აკლია კიდევ ბევრი
1
№4
ავტორი: dybbuk
27 ივლისი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ბლინდმა რეები აკეთა, ხო შეიძლება ამდენი ჩაწოდებიდან 1 მაინც გამოგივიდეს ნორმალური?! მაგრამ არა, როჟამ ბურთიც ვერ აწია, მემგონი ერთ-ერთი პირველი კანდიდატია გუნდის დატოვების, ესეც არ შეიძლება, ამდენი ბრაკი უბრალოდ კატასტროფაა და როცა მანჩესტერში ირიცხები არ გეპატიება თუნდაც ეს ამხანაგური თამაში იყოს, სამარცხვინო იყო მისი თამაში და სხვა არაფერი
2
№5
ავტორი: krekera
27 ივლისი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
როდის გვეღირსებაა ტოპ ფეხბურთელები, 1-2 კიდე თუ ასეთი დონის არ დაგვემატა მარტო ამბიციები დარჩება, შედეგი 0.

როდის გვეღირსებაა ტოპ ფეხბურთელები, 1-2 კიდე თუ ასეთი დონის არ დაგვემატა მარტო ამბიციები დარჩება, შედეგი 0.
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
27 ივლისი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რა გინდათ ხალხნო მე მაინც ნასიამოვნები დავრჩი თამაშით რეალს მოუგეთ სიტის მოუგეთ მანამდეც მოვიგეთ ორი თამაში და რაა ბარსასთან 1 - 0 რო დავთმეთ თან თამაშით არ ჩამოუვარდებოდით წელს კარგი ანგარიშ გასაწევი ძალა ვიქნებით ლიგაზე და ეპლში მინიმუმ 2 ადგილი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივლისი 2017 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორია, ტოპ ფეხბურთელები ცოტაა დღევანდელ ფეხბურთში, მათი ყიდვა თითქმის შეუძლებელია, იშვიათი გამონაკლისების გარეშე, ამიტო ახალი ვარსკვლავები უნდა გამოჩნდეს მანჩესტერში, თუნდაც ამ შემადგენლობიდან, იგივე პოგბა, იგივე ლუკაკუ, რაშფორდი, რომლებსაც შეუძლიათ კიდე მაღალ დონეზე ასვლა
0
№8
ავტორი: Lalana
27 ივლისი 2017 14:30
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ნადმვილად არ ვარ უკმაყოფილო მატჩით.კარგი თამაში ჩავატარეთ,არაერთი შანსი გვქონდა გათანაბრების,მითუმეტეს ბოლოს ტუანზებეს გარღვევის შემდეგ და მარსიალის საათნახევრიანი გადაწყვეტილების მიღების დროს.კარგი ვინგერი საჭიროა გუნდში და თან აუცილებლად,ცენტრს კიდევ მოევლება.გუშინ აშკარად შეგვეძლო ფლანგებიდან გაგვემწვავებინა,მაგრამ დიდად ვერ ვახერხებდით რადგან ასეთი ტიპის ფეხბურთელი არ გვყავს,ეგ კი არა სხვები რომ ვერ ახერხებდნენ,თვითონ პოგბა გადადიოდა ფლანაგზე და თვითონვე იწყებდა შეტევებს,ლინგარდი და მხითარიანი სკამისთვის თუ გამოდგება.მარცხნივ აუცილებლად გვჭირდება კარგი შემტევი,მარსიალი კარგი ბიჭია,მაგრამ ბევრჯერ გამოჩნდა რომ სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებას.რაც შეეხება ვალენსიას მომენტს,კი დაუშვა შეცდომა მაგრამ ვფიქრობ უკნიდან უხეშად ითამაშა ნეინარმა და ჩემი აზრით მაგ მონენტში ჯარიმა იყო.ამიტომაც მინდა მარჯვენა მცველი,ჩამშლეის პოზიციაზე ფოსუ დადგება,მარჯვნივ ვინმეს მოიყვანენ და ვალენსია კი წინ აიწევს,ხან კი მარჯვნივაც დადგება ხოლმე,ამიტომაც მინდოდა ორიე მოსულიყო მაგრამ ჩაქრა მაგაზე საუბრებიც.ერთი-ორი ტრანსფერი ნამდვიკად უკეთესს გახდიდა გუნდს.
1
№9
ავტორი: shotkin
27 ივლისი 2017 14:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაშფორდიც ძაან მომეწონა და ნუ პოგბა ხო ძაან ზე დონეა
0
№10
ავტორი: Giorgi MU
27 ივლისი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ფინალში ლინდელოფი? ((((((( ძაან ტაშტი თამაშები ჩაატარა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top