თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2017, 12:50
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3549,
კომენტარები: 17
მოურინიო მატჩის შემდგომ
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

პირველი ტაიმი საინტერესო გამოდგა. გულშემატკივრებიც გაერთნენ. მოგეწონათ გუნდის თამაში ?

"დიახ, გულშემატკივრებმა ისიამოვნეს. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იხილეს, ისეთები როგორიც მესი, ნეიმარი, პოგბა. ვფიქრობ პირველი ტაიმით ისინი კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რადგანაც მართალია ანგარიში 1:0 იყო, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა პირველი ტაიმის შემდეგ მათ ტაბლოზე სხვა ციფრები ეხილათ, რადგან გუნდებს ბევრი მომენტი ჰქონდათ."

"მეორე ტაიმში მათ ბევრი შეცვლა განახორციელეს, ფეხბურთელები ჩვენც შევცვალეთ, მაგრამ უნდა ითქვას რომ გუნდები შედეგისთვის იბრძოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია და შედეგი მთავარი არ არის. ჩვენ ანგარიშის გათანაბრებას ვცდილობდით, ისინი კი ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და თავსაც კარგად იცავდნენ. მეორე ტაიმიდანაც პოზიტიური შთაბეჭდილებები დამრჩა."

როგორ ფიქრობთ, ახალ ფეხბურთელებთან ერთად რა დონეზე იმყოფება ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" ?

"თუ თქვენ ჩემს ფეხბურთელებს "რეალის" ან "ბარსას" ფეხბურთელებს ადრით მაშინ აქ დასკვნის გაკეთება მარტივია, ფეხბურთელების დონე საერთოდ განსხვავდება. მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ჩემპიონატში ვთამაშობთ და ერთმანეთთან შეხვედრა მხოლოდ ევროთასებზე შეგვიძლია, ამიტომ ჩემთვის მისაღებია თუ ჩემს გუნდს პრემიერ ლიგაში მონაწილე გუნდთან შევადარებ. ესპანეთის ჩემპიონატი რთულია, მაგრამ იგი განსხვავდება ინგლისის ჩემპიონატისგან დონით, ფეხბურთელების ხარისხით. ესპანეთში საუკეთესო ფეხბურთელები ამ ორ გუნდშია თავმოყრილი, ეს რეალობაა და უნდა ვაღიაროთ. ჩვენთვის ძალიან კარგი იყო მათთან თამაში, რადგანაც აქ არ იყო მთავარი შედეგი და ფეხბურთელებმა კარგი ტესტი გაიარეს."

რატომ არ ათამაშეთ დაცვაში ბაიი - ლინდელოფის წყვილი ?

"ამას რამდენიმე დღეში გაიგებთ, რადგანაც ბაიის ევროთასებზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. სწორედ ამიტომ ითამაშა დღეს ლინდელოფი - სმოლინგის წყვილმა."

თქვენ "რეალის" და "ბარსელონას" სათამაშო დონე ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, დიდია თქვენ შორის განსხვავება ?

"მათ ჰყავთ მესი, ნეიმარი, ასევე სუარესი, კროოსი, მოდრიჩი, რონალდუ, ბეილი, პიკე, რამოსი. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ფეხბურთელების შეძენა, რადგანაც ისინი უკვე თამაშობენ საკუთარ გუნდებში. შენ შეგიძლია გააძლიერო გუნდი ტაქტიკურად, ეცადო მიიღო ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი, მაგრამ უბრალოდ იბადებიან ასეთი განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომლებიც სხვა გუნდს ირჩევენ და ამას შენ ვერ შეცვლი. შენ მათ კომპენსირებას ტაქტიკის და ორგანიზაციის ხარჯზე ცდილობ. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია იგივე "რეალის", იგივე "ბარსელონას" დამარცხება, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და გუნდს ყოველთვის შეუძლია ინდივიდუალისტების დამარცხება, მაგრამ ამ ინდივიდუალისტების დონე მოედანზე მაინც სჩანს და ახდენს შედეგზე გავლენას. დღეს მე "ბარსას" მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ უბრალოდ მსიამოვნებდა, თუ როგორ ათამაშებდნენ ისინი ბურთს. ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთმა აჩვენა ისეთივე დონე, როგორზეც ისინი არიან და ეს პოლ პოგბა იყო."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
17 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
27 ივლისი 2017 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou rogor svemayvare tavi <3
0
№12
ავტორი: giorgi_mg
27 ივლისი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარსიალი, რეშფორდი, ლუკაკუ, პოგბა და ერერა აი ეს ის ხალხია ვინც უნდა დადოს ეგ დონე რასაც მოუ გულისხმობს, მაგრამ ამას მინიმუმ 2 წელი ჭირდება.
რაც შეეხება თამაშშს, ასეთი არეული სასტავებით ორივე ნორმალური ტაიმი ჩავატარეთ, აი ბლინდს საერთოდ რა უნდა ამ გუნდში მე არ მესმის, პასი ქონდა ნორმალური და ეგეც აღარ აქვს, ტიპი საშუალო დონის ფეხბურთელია.
ლუკაკუ საერთოდ მოწყვეტილი იყო. მე მგონია რომ მატა უფრო შეეწყობა ლუკაკუს.
0
№13
ავტორი: PaLoMo
27 ივლისი 2017 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
davit beilze daiwera ragaca da iqneb rame dawero ❤️
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: Phil Jones
27 ივლისი 2017 21:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: dybbuk
ბლინდმა რეები აკეთა, ხო შეიძლება ამდენი ჩაწოდებიდან 1 მაინც გამოგივიდეს ნორმალური?! მაგრამ არა, როჟამ ბურთიც ვერ აწია, მემგონი ერთ-ერთი პირველი კანდიდატია გუნდის დატოვების, ესეც არ შეიძლება, ამდენი ბრაკი უბრალოდ კატასტროფაა და როცა მანჩესტერში ირიცხები არ გეპატიება თუნდაც ეს ამხანაგური თამაში იყოს, სამარცხვინო იყო მისი თამაში და სხვა არაფერი

სწორედ ამისთვისაა ეს საზაფხულო თამაშები, ბლინდის ეგ რაღაცეები მეც შევამჩნიე არადა ტიპს ერთი პასის კეთება შეუძლია, მეტი სიჩქაარე მაგას არ აქვს და ეტყობოდა რომ არ იყო ფორმაში და უვარჯიშებელი იყო. ვნახოთ სეზონი დაიწყება დაპირველ 3-4 თამაშში გამოიკვეთება ვის რა შეუძლია, ჩემე მაგარი შთაბეჭდილებები დატოვეს, პოგბამ, მარსიალმა, რეშფორდმა და ლლინგარდმაც, ნუ მხითოც მომეწონა მინიმუმ იმიტომ რომ წონა დაიკლო და ფიზიკურად კარგ ფორმაშია, ლუკაკუც ცოტა მძიმედ მომეჩვენა... ვნახოთ, ვნახოთ...
0
№15
ავტორი: Dato Sirabidze
27 ივლისი 2017 21:54
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: O Neil
davit beilze daiwera ragaca da iqneb rame dawero ❤️

ბეილზე იწერება, მაგრამ ჭორები... ვცდილობ ის ინფორმაციები დავდო რომელიც ასე თუ ისე შეესაბამება რეალობას, ამასთან სერიოზული არაფერი დაწერილა ბეილზე და მაგიტომ არ ვდებ არაფერს, მოურინიო გაეხუმრა არ მელაპარაკები და როგორ გიყიდიო და მეორე დღეს დაიწერა ბეილი იუნაიტედს უნდაო... ჭორია ძაან დიდი, თუ რამე სერიოზული სიახლე იქნება დავდებ აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№16
ავტორი: kobinio
27 ივლისი 2017 22:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Valencias shecdomaa am tamashis am gvarad dasruleba.misnair gamocdil fexvurtels ar unda eshlebodes elementaruli. Burti minimum kutxurze unda gadaegdo an sapirispiro mxares mobrunebuliyo.es ki centrisken mobrunda rac yovlad daushvebeli iko da tan chaijva... elementaruli shecdomisgamo davisajet.
0
№17
ავტორი: Benjamin Mendi
28 ივლისი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მოხოდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top