თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2017, 23:59
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3513,
კომენტარები: 15
ჟოზე მოურინიო: "პრემიერ ლიგის მოგება შეგვიძლია"
ჟოზე მოურინიოს ვრცელი ინტერვიუ.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო BBC-ის ჟურნალისტს საიმონ სტოუნს გაესაუბრა.

"პრემიერ ლიგის" მოგების შანსი

"წელს ჩვენ უკეთ მომზადებულნი ვართ. ახალი სეზონი უფრო რთული იქნება, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით უკეთეს კონდიციებში ვართ."

"ვფიქრობ, რომ წელს უფრო კარგად შეიარაღებულნი შევხვდებით ახალ სეზონს. რა თქმა უნდა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა, რადგანაც უდიდესი ინვესტიციები იდება ამა თუ იმ გუნდში"

"მე მჯერავს ჩემი ბიჭების, მათი ერთობის, შესაძლებლობების, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით გამარჯვებას"

"ევროპა ლიგაზე "იუნაიტედი" ალბათ ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ამას ვერ იტყვი. ჩვენ ძალზედ კარგები უნდა გავხდეთ თუ ამ ტურნირის მოგება გვსურს, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდი გამარჯვევების მთავარი ფუნდამენტი გუნდის ერთობა და ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობაა. ეს ამ ფეხბურთელებს ნამდვილად არ დაეწუნებათ"

შეუძლიათ თუ ახალ ლიდერებს რუნის შეცვლა ?

"უეინს გუნდში პოზიტიური გავლენა ჰქონდა. არ ვიტყვი რომ მისი წასვლით დავსუსტდით ან მისი წასვლით გავუმჯობესდით. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ახლა გუნდს ახალი პერიოდი აქვს, აქ აღარ იქნება რუნი და მისი ლიდერობა, ამიტომ ეს რა თქმა უნდა სხვამ უნდა ითავოს."

"შეუძლია თუ არა პოგბას ლიდერობა ? პოგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების ლიდერია. ამ ასაკში მას უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია. ბავშვი, რომელიც "იუნაიტედის" აკადემიაში გაიზარდა."

"პოგბა ისევ ერთი აკადემიელი ბიჭია, ოღონდ დიდი გამოცდილებით და შესაძლებლობებით. ჩვენთვის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ვფიქრობ სადღაც ორ წელში ის კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება."

ტრანსფერებზე საოცარი თანხები იხარჯება

"ამ სეზონში ჩვენ საკმაოდ დიდი ფული დავხარჯეთ თავდამსხმელზე, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა ჩვენ ფორვარდის გარეშე ვრჩებოდით. ნათელია, რომ დღეს თავდამსხმელებზე და ზოგადად ფეხბურთელებზე საოცარი თანხები იხარჯება."

კიდევ ერთი 13 წელი მწვრთნელის რანგში

"13 წელია რაც მწვრთნელი ვარ. მინდა, რომ მწვრთნელს, რომელიც აქ ჩემ შემდეგ მოვა უკეთესი პირობები დახვდეს. მე საოცარ გუნდში ვმუშაობ, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ მე მივაღწიო წარმატებას, ჩემი მიზანია დავუტოვო მომავალ მწვრთელს ყველა პირობა გამარჯვებისთვის."

წყარო:BBC

ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივლისი 2017 00:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კიდე მინიმუმ ერთი ტრანსფერი თუ არ გაკეთდა წინა სეზონთან შედარებით დიდათ არაფერი შეიცვლება
0
№2
ავტორი: PaLoMo
26 ივლისი 2017 00:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
aba shen ici joze am wels premier ligas tu dadeb idealuri iqneba tu arada me2 adgili da romelime tasic wava. ai gaisas ukve seriozulad unda moekido da premier ligabminimum unda sado!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივლისი 2017 00:15
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: O Neil
aba shen ici joze am wels premier ligas tu dadeb idealuri iqneba tu arada me2 adgili da romelime tasic wava. ai gaisas ukve seriozulad unda moekido da premier ligabminimum unda sado!

აი მომწონს ეგეთი მოლოდინი wink პირდაპირ წელს რო ავალებენ პრემიერ ლიგის მოგებას, ნუ კი სურვილია, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე, მომავალ წელს უნდა მოიგოს და მოიგებს კიდეც დარწმუნებული ვარ, წელს კიდე უნდა გავიზარდოთ როგორც გუნდი, მაგრამ წელსაც გაჩარხავს რაღაცას wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№4
ავტორი: bziki
26 ივლისი 2017 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პერისიჩი მატიჩით თავისუფლად შეიძლება ეპლის მოგება,ლიგაზე დიდ განსხვავებას არ მოგვცემს ეგ ტრანსფერები მარა გრძელ ტურნირზე უდიდესი შევსება იქნება, მთავარია დახურონ ის 2 ტრანსფერი რაც უნდა ჟოზეს, პერისიჩი თუ არ გამოვიდა და მატიჩის მაგიერ ფაბინიო ან დაიერი მოიყვანეს მოვითმენთ ერთი წელიც და მერე უკვე შედარებით დაღვინებული კამანდით + ერთი ვარსკვლავი(გრიზმანი) უკვე ლიგაზეც იბძოლებენ
პოგბას რაც შეეხება 2 წელში სრულად აიღებს ლიდერობას თავის თავზე და ვალენსიას მერე უნდა მიცენ კაპიტნობაც, აქ ქარიზმა და ლიდერის თვისებები
0
№5
ავტორი: Manstark_United
26 ივლისი 2017 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
წელს მინიმუმი ასეთია: მე-2 ადგილი+თასი
შესაძლებელია და იმედია გამოვა : პრემიერ ლიგის მოგება
ჯერჯერობით შეუძლებელია და სამომავლოა : ჩემპიონთა ლიგის მოგება
wink
0
№6
ავტორი: ikeoni
26 ივლისი 2017 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Gvinda kide gazliereba joze
0
№7
ავტორი: giorgi_mg
26 ივლისი 2017 09:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე ეგრე უიმედოდაც არ ვარ, იმედი მაქვს რომ დაიდება პრ/თასი, მთავარია ჟოზემ ისწავლოს რომ სუსტ გუნდებთან ქულები არ დაკარგოს, ასევე გამართლებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ჩელსის კოშტას გარეშე მაგრად გაუჭირდება.
მგონია რომ სიტი და ტოტე გაიქაჩებიან ჩემპიონობაზე, ჩვენც რათქმაუნდა
ლივრპულიც არ უნდა ჩამოვწეროთ აი არსენალი კი მგონია რომ ჩაიძირება
0
№8
ავტორი: M United is coming back
26 ივლისი 2017 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
შეგვიძლია ჟოზე,მაგრამ ამისთვის 3 ტრანსფერია საჭირო და აქედან ერთი უნდა იყოს ტოპ კლასის მოთამაშე!
0
№9
ავტორი: M United is coming back
26 ივლისი 2017 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო დათო სირაბიძეს,რომელიც არ იღლება და ყოველდღიურად გვთავაზობს სიახლეებს და ზოგადად მთლიან გუნდს მადლობა,იმედია კიდევ უფრო გავაქტიურდებით :)
0
№10
ავტორი: Lady in red
26 ივლისი 2017 10:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წელს რამდემად მოვიგებთ პრემიერ ლიგას არ ვიცი, მაგრამ წინასწარ მაინც ვერაგერს იტყვი. ჩვენთვის მთავარი სტაბილურობაა, თან ლიგაზე ვთამაშობთ და კიდევ ინგლისის თასებია სათამაშო. ჩემპიონობა გაჭირდება, თუმცა მირჩევნია გუნდი დალაგდეს და ძლიერად ჩამოყალიბდეს, რაც დღეს გვაკლია. კიდევ გვინდა ტრანსფერი და ველოდები, არ მგონია ჟოზემ ერთი მაინც არ დაიმატოს. დაველოდით სეზონის დაწყებას და ყველაფერი გამოჩნდება ნელ-ნელა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top