თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2017, 23:59
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3514,
კომენტარები: 15
ჟოზე მოურინიო: "პრემიერ ლიგის მოგება შეგვიძლია"
ჟოზე მოურინიოს ვრცელი ინტერვიუ.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო BBC-ის ჟურნალისტს საიმონ სტოუნს გაესაუბრა.

"პრემიერ ლიგის" მოგების შანსი

"წელს ჩვენ უკეთ მომზადებულნი ვართ. ახალი სეზონი უფრო რთული იქნება, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით უკეთეს კონდიციებში ვართ."

"ვფიქრობ, რომ წელს უფრო კარგად შეიარაღებულნი შევხვდებით ახალ სეზონს. რა თქმა უნდა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა, რადგანაც უდიდესი ინვესტიციები იდება ამა თუ იმ გუნდში"

"მე მჯერავს ჩემი ბიჭების, მათი ერთობის, შესაძლებლობების, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით გამარჯვებას"

"ევროპა ლიგაზე "იუნაიტედი" ალბათ ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ამას ვერ იტყვი. ჩვენ ძალზედ კარგები უნდა გავხდეთ თუ ამ ტურნირის მოგება გვსურს, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდი გამარჯვევების მთავარი ფუნდამენტი გუნდის ერთობა და ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობაა. ეს ამ ფეხბურთელებს ნამდვილად არ დაეწუნებათ"

შეუძლიათ თუ ახალ ლიდერებს რუნის შეცვლა ?

"უეინს გუნდში პოზიტიური გავლენა ჰქონდა. არ ვიტყვი რომ მისი წასვლით დავსუსტდით ან მისი წასვლით გავუმჯობესდით. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ახლა გუნდს ახალი პერიოდი აქვს, აქ აღარ იქნება რუნი და მისი ლიდერობა, ამიტომ ეს რა თქმა უნდა სხვამ უნდა ითავოს."

"შეუძლია თუ არა პოგბას ლიდერობა ? პოგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების ლიდერია. ამ ასაკში მას უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია. ბავშვი, რომელიც "იუნაიტედის" აკადემიაში გაიზარდა."

"პოგბა ისევ ერთი აკადემიელი ბიჭია, ოღონდ დიდი გამოცდილებით და შესაძლებლობებით. ჩვენთვის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ვფიქრობ სადღაც ორ წელში ის კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება."

ტრანსფერებზე საოცარი თანხები იხარჯება

"ამ სეზონში ჩვენ საკმაოდ დიდი ფული დავხარჯეთ თავდამსხმელზე, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა ჩვენ ფორვარდის გარეშე ვრჩებოდით. ნათელია, რომ დღეს თავდამსხმელებზე და ზოგადად ფეხბურთელებზე საოცარი თანხები იხარჯება."

კიდევ ერთი 13 წელი მწვრთნელის რანგში

"13 წელია რაც მწვრთნელი ვარ. მინდა, რომ მწვრთნელს, რომელიც აქ ჩემ შემდეგ მოვა უკეთესი პირობები დახვდეს. მე საოცარ გუნდში ვმუშაობ, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ მე მივაღწიო წარმატებას, ჩემი მიზანია დავუტოვო მომავალ მწვრთელს ყველა პირობა გამარჯვებისთვის."

წყარო:BBC

ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
26 ივლისი 2017 11:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მგონია, რომ ეპლში უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ლიგაზე. ეპლი გრძელი ტურნირია და ყოველი ფრე ქულის დაკარგვაა, თავს კარგად ვიცავთ, მაგრამ შეტევა გვიჭირს, ლიგაზე კიდევ ფრეებით შეგიძლია გონს გახვიდე.

მე ამ სეზონში ველოდები შემტევი თამაშის გამოსწორებას, 4-ეულში ადგილი და ლიგაზე მეოთხედფინალი, ან ნახევარფინალი ამ ეტაპზე არ იქნება ცუდი ვარიანტი, მთავარია წინ ვითამაშოთ უფრო აქტიურად და გოლები გავიტანოთ.
0
№12
ავტორი: stepno
26 ივლისი 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გენაცვალე მოუუ:** მაგრად მაინტერესებს ბარსასთან როგორ ვითამაშებთ რაა
0
№13
ავტორი: mufc1878
26 ივლისი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: O Neil
aba shen ici joze am wels premier ligas tu dadeb idealuri iqneba tu arada me2 adgili da romelime tasic wava. ai gaisas ukve seriozulad unda moekido da premier ligabminimum unda sado!

აი მომწონს ეგეთი მოლოდინი wink პირდაპირ წელს რო ავალებენ პრემიერ ლიგის მოგებას, ნუ კი სურვილია, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე, მომავალ წელს უნდა მოიგოს და მოიგებს კიდეც დარწმუნებული ვარ, წელს კიდე უნდა გავიზარდოთ როგორც გუნდი, მაგრამ წელსაც გაჩარხავს რაღაცას wink



რაღა დროს გაზრდააა.აუცილებლათ უნდა მოვიგოთ პრემიერლიგა
0
№14
ავტორი: ana maniu
26 ივლისი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
ki ase tu vichochialet satranspero bazarze wavalt win vinc sayideli iyo iyides chelsim da sitim da chven dagvcha bebiachvenis asea es
0
№15
ავტორი: Temo_Ibra
26 ივლისი 2017 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ციტატა: ana maniu
ki ase tu vichochialet satranspero bazarze wavalt win vinc sayideli iyo iyides chelsim da sitim da chven dagvcha bebiachvenis asea es

ახლა მითხარი ვინ იყიდა ისეთი სიტიმ ან ჩელსიმ რომ იუნაიტედს მოერგოს მითხარი. მორატა (კაი ვჩალიჩობდით მარა მოვიდა ლუკაკუ. რა ვერ ჯობია ან ეპლ-ში გამოცდილება არ აქვს თუ რა. აი სიტიზე მითხარი იყიდა მეკარე ხო. მეკარე არ გვყავს თუ რა თუ რომეროთი უკმაყოფილოხარ. იყიდა ბერნარდო სილვა და ჩვენ რა, ზუსტად ეგეთი მოთამაშე ჩვენ გვყავს მატა, ისიც კიდევ ვერ ხვდება სასტავში ხშირად და ბერნარდო რომ მოეყვანათ მოუწევდა სკამი. ვოლკერი. რატო უნდა მოვიყვანოთ ეს მაინც მითხარი როდესაც გუნდში გვყავს ანტონიო ვალენსია პლიუს დარმიანი რომელიც ხან მარცხნივაა ხან მარჯვნივდა ასევე ფოსუ-მენსა. მოკლედ მე კიდევ ყველა ტრანსფერი არ მითქვამს და ეს უბრალოდ ჩემი აზრი იყო, არ გეგონოს რომ გეკამათები. იცის მოუმ ვინცაა საჭირო და თუ კიდე ვინმეს ყიდვა უნდა მოიყვანს გუნდში და აი ვნახავთ ერთი რომელი ტრანსფერი ივარგებს ამ სეზონში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top