თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2017, 11:30
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 16
მოურინიო: "წარუმატებლობის მიზეზი გადატვირთული გრაფიკია"
ჟოზე მოურინიო ინგლისური კლუბების ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესახებ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს ESPN -თან საუბრისას შეკითხვა დაუსვეს თუ რატომ უჭირდათ ინგლისურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა. პორტუგალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ინგლისურ კლუბებს წარმატების მიღწევა გადატვირთული გრაფიკის გამო უჭირთ და ეს ნათელია. პრემიერ ლიგა არის ალბათ ყველაზე რთული ჩემპიონატი, რადგანაც აქ ყველა გუნდს შეუძლია დიდი წინააღმდეგობის გაწევა. ამასთან აქ უამრავი მატჩია, ამას თან ერთვის ლიგის თასი, რომლის ნახევარფინალებიც 2 მატჩისგან შედგება და ფინალი, რომელიც სეზონის ერთ-ერთ მთავარ სტადიაზეა."

"არსებული კალენდარი საერთოდ არ ზრუნავს და საერთოდ არ იცავს ინგლისურ კლუბებს, მას საერთოდ არ ადარდებს მატჩების ასეთი ინტენსივობა. სათასო მატჩები მე-2, მე-3, მე-4 დივიზიონის წარმომადგენლებთანაც კი ნამდვილი ბრძოლაა."

"სხვა ქვეყნებში საზამთრო არდადეგებია. წამყვანი გუნდები ასვენებენ ფეხბურთელებს და შემდეგ ეს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ასეთი შესაძლებლობა აქვს ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის კლუბებს მაგრამ არა ინგლისელებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ინგლისელები ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლებ წარმატებას აღწევენ."


წყარო:Sovsport.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: krekera
23 ივლისი 2017 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ხოდა დაიკიდე ეგ ინგლისის არაფრის მთქმელი თასები რა პრემიერ ლიგა და ლიგას მიაწექი
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ივლისი 2017 12:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სულ ეს აკერია პირზე. ინგლისური გუნდების ჩასვრას ეს ვაბშე არ ამართლებს
0
№3
ავტორი: stepno
23 ივლისი 2017 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მერეე თასები გაიკეთონ უკაან მიაწექი პრემიერ ლიგას და ლიგას დანარჩენ ტურნირებზე ათამასე ბავშვებიი თუ გინდაა
0
№4
ავტორი: dachi_mu
23 ივლისი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: GeorgeBest
სულ ეს აკერია პირზე. ინგლისური გუნდების ჩასვრას ეს ვაბშე არ ამართლებს

marto amas akeria? babuc sul magas idzaxda da idzaxis exla :) gaixsene tvitmfrinavis chamovardna manchesteris ra moxda :/
0
№5
ავტორი: PaLoMo
23 ივლისი 2017 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
fergi axerxebda da yvelafers igebda.ise unda qna shenc
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ikeoni
23 ივლისი 2017 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ise eg tasebi martla smdasakidebelia ra
0
№7
ავტორი: Tyeshela
23 ივლისი 2017 13:32
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ფერგიუსონი დებილი კიარ იყო მესამე აკადემიის გუნდით რო თამაშობდა მასეთ ტურნირებზე.
0
№8
ავტორი: Manstark_United
23 ივლისი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მართლა სისულელეა ორი შიდა თასი რომ გვაქვს,ზედმეტად დიდი დრო მიაქვს. belay
0
№9
ავტორი: JuanMata
23 ივლისი 2017 13:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: O Neil
fergi axerxebda da yvelafers igebda.ise unda qna shenc


ფერგის მერე ძაან განვითარდნენ სუსტი გუნდები, ახლა მართლა ყველა გუნდს უნდა ებრძოლო, ძალებს ვერც ერთ გუნდთან ვერ დაზოგავ.

მაგრამ ყველაზე ცუდი კალენდარია, 3-შაბათს რომ გაქვს თამაში ლიგაზე, ფედერაციას კიდია და კვირას დაგინიშნავს შეხვედრას, ესპანეთში შეღავათს უკეთებენ გუნდებს.

ეს გადამწყვეტი არაა, მაგრამ დიდ გავლენას ახდენს მაინც. რთულია 2 და 3 ფრონტზე ბრძოლა. თან ინგლისი ერთადერთი ტოპ-ჩემპიონატია, სადაც 6 გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს, ახლა ევერტონიც ისე იხოდება, შეიძლება მე-7 დაემატოს.
0
№10
ავტორი: kobinio
23 ივლისი 2017 16:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: GeorgeBest
სულ ეს აკერია პირზე. ინგლისური გუნდების ჩასვრას ეს ვაბშე არ ამართლებს

გეგონება მესამე გუნდი არ ყავთ ან რეზერვები.გამოიყვანე შე დალოცვილო სათასოზე რეზერვი .ბოლო ორი თამაში მშვენივრად ჩაატარეს ბიჭებმა.რავიცი ფერგუნსონი როგორც მახსოცს სულ ამბობდა უპირველესი პრემიერლიგის მოგებაა და შემდეგ ლიგაო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top