თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2017, 01:06
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1361,
კომენტარები: 12
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
სტატია, რომელიც მოგვითხრობს თუ რამდენადაა საშიში კლუბისთვის არსებული დავალიანებები.
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
ვიქტორ სმიტი მოგვითხრობს თუ რამდენადაა საშიში "იუნაიტედისთვის" დღევანდელი დავალიანებები.

9 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაქვეყნა 2016/17 წლების სეზონის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემები. ამ მონაცემებით დასტურდებოდა, რომ კლუბის სუფთა დავალიანებამ 410 მილიონ ფუნტს მიაღწია, ანუ ის ძველ დავალიანებასთან შედარებით 27% -ით, 87 მილიონი ფუნტით გაიზარდა. დავალიანების ამ გაზრდაზე დიდი გავლენია იქონია ფუნტ-სტერლინგის კურსის დაცემამ, ამ უკანასკნელზე თავის მხრივ გავლენა იქონია ბრიტანეთის სურვილმა დაეტოვებინა ევროკავშირი. 2015 წელს უეფამ გამოაქვეყნა ანგარიში. მაშინ ისინი ირწმუნებოდნენ, რომ "იუნაიტედს" ევროპულ კლუბებს შორის ყველაზე დიდი დავალიანება ჰქონდა და ეს მაჩვენებელი 451 მილიონ ფუნტს შეადგენდა. კლუბის საერთო ვალდებულება ერთ მილიარდს ფუნტს უახლოვდებოდა.

საიდან გაუჩნდა გუნდს დავალიანება ?

სიახლე არავისთვისაა რომ კლუბები ყოველთვის ღებულობენ კრედიტს. ისინი ამას ბიუჯეტის შესავსებად აკეთებენ, ან შესაძლოა რომ ეს თანხები აქტივებში იქნას ჩადებული, როგორც არამატერიალურ (ფეხბურთელის ყიდვა), ისე მატერიალურ (მოედნის და ბაზის მშენებლობა). "იუნაიტედს" დავალიანება სხვა მიზეზების გამო აქვს.

2003 წელს "იუნაიტედის" შეძენით ამერიკელი მალკოლმ გლეიზერი დაინტერესდა. 2 წლის შემდეგ 2005 წელს მან მთლიანად შეიძინა კლუბი და ის საჯაროდან კერძო კომპანიაში გადაიყვანა/გადაარეგისტრირა. აქციების შესაძენად მას 800 მილიონი ფუნტი ესაჭირეობოდა, რომელიც გლეიზერს მაშინ თან არ ჰქონდა. ამიტომ აღებულ იქნა კრედიტები რომელიც შემდგომში კლუბს დააწვა.

საწყის ეტაპზე აღებულ იქნა კრედიტი 560 მილიონი ფუნტის ოდენობით. კრედიტს მაღალი პროცენტული გადასახადები ჰქონდა, რის გამოც კლუბის დავალიანებამ 2007 წელს 670 მილიონ ფუნტამდე მიაღწია. მაშინ გუნდს ძალზედ გაუჭირდა ამ დავალიანების გასტუმრება, რადგანაც გუნდის მოგება მხოლოდ და მხოლოდ 200-250 მილიონ ფუნტებს შორის მერყეობდა. გლეიზერს ამ დავალიანების რეფინანსირება დასჭირდა. მას მოუწია ახალი კრედიტების უფრო მაღალ პროცენტში აღება. ამის მაგალითია PIK (Pay in kind) კრედიტის აღება. კლუბმა ასე 138 მილიონი ფუნტის კრედიტი აიღო 4 წლით, თუმცა პროცენტებზე მათ 111 მილიონის გადახდა მოუწიათ.

ამან გამოიწვია ის, რომ კლუბის საერთო დავალიანება 773 მილიონ ფუნტს მიუახლოვდა, ხოლო სუფთა დავალიანება 610 მილიონს. თან ეს მაშინ როცა გუნდს 286 მილიონის მოგება ჰქონდა. სიტუაცია ძალზედ სახიფათო იყო და ამან რა თქმა უნდა იქონია გავლენა კრიშტიანუ რონალდუს "რეალში" გაყიდვაზეც. 2009 წელს მხოლოდ პროცენტებზე გუნდს 67 მილიონის გადახდა მოუწია, ხოლო 2009, 2010 წლებში საერთო ხარჯები 100 მილიონ ფუნტზე გადიოდა. ეს მაშინ როცა EBITDA (მოგება ტრანსფერებამდე და პროცენტების გადახდამდე) 90-100 მილიონს შეადგენდა.

2011 წელს გლეიზერმა PIK კრედიტის 249 მილიონი ფუნტი თავად გადაიხადა. კლუბის საერთო დავალიანება 450 მილიონ ფუნტამდე, ხოლო სუფთა დავალიანება 310 მილიონ ფუნტამდე დაეცა. სერიოზულ პრობლემებს გუნდი გაექცა, მაგრამ ტრანსფერებზე მათ დიდი ფულის დახარჯვა არ შეეძლოთ.

2012 წელს კლუბი ბირჟაზე 437 მილიონი ფუნტის დავალიანებით წარსდგა. IPO -ს შემდეგ დავალიანება 342 მილიონ ფუნტამდე დაეცა. "იუნაიტედი" სიტუაციიდან დამაჯერებლად გამოვიდა.

"იუნაიტედის" დავალიანებები მილიონ ფუნტებში.

დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?

(სუფთა დავალიანება, საერთო დავალიანება, შემოსავალი)


ფინანსური დავალიანება IPO-ს შემდეგ

2014 წელს კლუბმა დავალიანების გაზრდა დაიწყო კურსის სხვაობის გამო.

გაიზარდა არამხოლოდ დავალიანება, არამედ შემოსავლებიც. ამიტომ საერთო 490 მილიონი ფუნტიდან სუფთა დავალიანება მხოლოდ 261 მიონს შეადგენდა, ხოლო შემოსავალი უკვე 520 მილიონს. რომ შევადაროთ: 2 წლის წინ სუფთა დავალიანება ორჯერ იყო მეტი შემოსავალზე, ახლა კი ორჯერ ნაკლები.

მედია და გულშემატკივრები ფოკუსირებენ მხოლოდ და მხოლოდ კლუბის დავალიანებაზა, მაგრამ სინამდვილეში კლუბისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი დავალიანება 500 მილიონი იქნება თუ 600. მისთვის მთავარია თუ რამდენს ხარჯავს ის მოგებებიდან პროცენტების გადახდაზე. სწორედ ამასთანაა პირდაპირ დაკავშირებული გუნდის დივიდენტები და ინვესტიციები.

"იუნაიტედის" დავალიანება მილიონ ფუნტებში
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
EBITDA(მოგება) და ხარჯები

2016 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფინანსური ხარჯები მოგების 10% -მდე შეამცირა. გასულ სეზონში კლუბმა 201 მილიონი ფუნტის მოგებაზე, რომელიც მან ოპერაციული საქმიანობებიდან მიიღო. ამასთან ნაწილობრივ დავალიანების გადახდა აღარ იყო ხარჯი, მას უკვე დივიდენდები ფარავდა, რომელიც 20 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

ასეთ კარდინალურ გაუმჯობესებას "იუნაიტედმა" დავალიანების რეფინანსირებით მიაღწია. უკეთ გასაგებად ჩვენ ახლა გამოვიყენებთ დოლარს, რადგანაც ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილ კრედიტებს კლუბი დოლარში იღებდა. მოკლედ, 2015 წელს კლუბმა ბანკისგან BOFA აიღო 316 მილიონი დოლარის კრედიტი 2019 წლამდე და 270 მილიონი დოლარის ობლიგაციები 2017 წლამდე. კრედიტი 2.5% -ში იყო აღებული, ხოლო ობლიგაციები 8.38%-ში. დახურა რა ეს დავალიანება "იუნაიტედმა" ახალი კრედიტი აიღო, 225 მილიონი დოლარი 2025 წლამდე და 425 მილიონი დოლარის ობლიგაციები 2027 წლამდე. საერთო დავალიანება 585 მილიონი დოლარიდან 650 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ ძლიერ დაეცა პროცენტები: 3.79% ობლიგაციებისა და 1.5-2% კრედიტისა. მოკლედ გუნდმა წელიწადში 7 მილიონი ფუნტი დაზოგა.

ამ დავალიენებების გაზრდა ან მოკლება დოლარებში დიდ განსხვავებას არ გვაძლევს. როგორც 650 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა კლუბს 2015 წელს, ამდენივე უნდა გადაიხადოს მან დღესაც. ის ჯერ მხოლოდ პროცენტებს იხდის, ხოლო ეს დავალიანებები 2025, 2027 წლებში უნდა იქნას გასტუმრებული, ან ამ წლებამდე უნდა მოხდეს მათი რეფინანსირება. ამასთანავე "იუნაიტედს" შვილობილი კომპანია Aldelrey -ის ვალი აქვს 4-5 მილიონი ფუნტი. ეს არის მოედნის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია რომელსაც კლუბი იყენებს. მისი გასტუმრება კვარტალურად ხდება და საბოლოოდ მას კლუბი 2018 წელს გაისტუმრებს, თუმცა ეს საერთო სურათზე დიდ ცვლილებებს არ გვაძლევს.

"იუნაიტედის" ფინანსური დავალიანება
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
დავალიანება ფუნტებში და დავალიანება დოლარებში

გამოდის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვალის გაზრდა 2015 წლიდან დღემდე გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ ფუნტ-სტერლინგისადმი. თავიდან გეჩვენებათ, რომ ეს ცუდია, მაგრამ გასულ სეზონში კლუბმა სპონსორებისგან 183 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რატომ არ შიშობს UEFA ?

მართალია კლუბის შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ისინი ვერ ახერხებენ სერიოზული ტიტულების მოგებას, ამასთან კლუბი ბევრს ხარჯავს ახალ ფეხბურთელებზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია "იუნაიტედის" სატრანსფერო დავალიანებებიც.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სუფთა სატრანსფერო დავალიანება
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?

ფერგიუსონის ბოლო სეზონში კლუბის სატრანსფერო დავალიანება 26 მილიონ ფუნტს შეადგენდა, 2016 წლის ბოლოსკენ კი ეს ციფრი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა და მან 109 მილიონს მიაღწია. ეს რა თქმა უნდა არ კარგი, იგივე "სიტის" სატრანსფერო დავალიანება გასულ სეზონში 84 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

ერთის მხრივ ეს ციფრები ძალზედ სახიფათოა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა კლუბის შემოსავლები. მაგალითად 2015/16 წლებში "იუნაიტედმა" ყველაზე მეტი გამოიმუშავა საფეხბურთო კლუბებს შორის, 515 მილიონი ფუნტი, 50 მილიონი ფუნტით მეტი ვიდრე "ბარსელონამ". ასევე გუნდმა გაზარდა მოგებები, გასულ სეზონში მაგალითად პროცენტების გადახდის შემდეგაც კი "იუნაიტედის" მოგება 186 მილიონს შეადგენდა. ეს ძალზედ დიდი ციფრია და კლუბს შეუძლია ის ინვესტიციებში, თუნდაც იგივე ფეხბურთელის შეძენაში გამოიყენოს. "იუნაიტედს" ბანკის ანგარიშებზე 230 მილიონი ფუნტი იყო, ეს უდიდესი გარანტიაა და კლუბს უდიდეს საფრთხეს არიდებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "იუნატედს" უეფას სტანდარდებით ძალზედ დიდი დავალიანება აქვს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ რომ ამ მაჩვენებლით ის პირველია ევროპაში.

UEFA რა თქმა უნდა არ აწესებს ამ დავალიანების ზღვარს, მაგრამ ის მას მიიჩნევს სარისკოდ, თუ კლუბის მოგებები სერიოზულად ჩამორჩება არსებულ დავალიანებებს. ამ მხრივ "იუნაიტედის" მდგომარეობა სტაბილურია, მაგალითად განსხვავებით "ინტერისგან", რომლის დავალიანებაც ორჯერ უფრო ნაკლებია, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი შემოსავლები.

"იუნაიტედი" არ არღვევს ფინანსურ "ფეირ ფლეის", განსხვავებით სხვა გუნდებისგან.

სუფთა დავალიანება 2016 წლის შედეგებით უნდა შემცირდეს ზემოთ აღნიშნული მოგებების გამო. ამასთან უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დავალიანების მოგებასთან მიმართება 1-დან 0.6 დაიკლებას UEFA-ს დავალიანებისა და მოგებების მიმართების შეფასების სისტემაში, რაც იმის გარანტიაა რომ UEFA-ს შეფასებით "იუნაიტედი" სტაბილური კლუბია და მას ფინანსური "ფეირ ფლეის" დარღვევა არ ემუქრება.

საბოლოოდ, "იუნაიტედის" ეს დავალიანება ბევრი გულშემატკივრისთვის სახიფათოა, მაგრამ სინამდვილეში ეს დავალიანება ძალზედ მისაღებიაა და ის რისკს არ წარმოადგენს. "იუნაიტედი" სტაბილურად იხდის პროცენტებს და ასევე სტაბილურად იღებს დივიდენდებს.

ეს პროცესები სრულიად მისაღებია ბიზნესისთვის, მაგრამ უნდა იყოს კი ფეხბურთი ბიზნესი ?

თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:MANUTD.RU
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
23 ივლისი 2017 01:16
  • სიახლეები: 350
  • კომენტარები: 340
არის ფინანსური ტერმინები, ზოგად წარმოსახვას იმედია შეგიქმნით ეს სტატია... ვერ გეტყვით ვერაფერს საერთო და სუფთა ფინანსურ დავალიანებებს შორის რა განსხვავებაა, ვერც იმას გეტყვით თუ რა არის IPO... ვერ ვნახე განმარტება, მაგრამ გეტყვით იმას რომ სახიფათო ჯერჯერობით არაფერია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: pogba.
23 ივლისი 2017 03:18
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 173
იმედია იგივე არ მოგვივა რაც მილანს დაემართა ცოტა ხნის წინ...
0
№3
ავტორი: gigi_ryan
23 ივლისი 2017 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 106
ციტატა: pogba.
იმედია იგივე არ მოგვივა რაც მილანს დაემართა ცოტა ხნის წინ...

სანამ პრემიერლიგაში ხარ ეგ არ გემუქრება, სერია ა-ს დონე დაეცა, დაეცა შესაბამისად შემოსავალი ამ ორგანიზაციიდან, სპონსორებიდან, აღარ ჩაიდო ინვესტიციები და ასე შემდეგ
0
№4
ავტორი: Manstark_United
23 ივლისი 2017 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 439
არამგონია ფინანსური საქმე ცუდად იყოს,თუ ყველაზე მდიდარი კლუბების რეიტინგში პირველები ვართ რანაირად გვექნება ისეთი დავალიანება,რომ ვერ დავფაროთ wink ალბათ მაგარი აცდენილი ლოგიკით ვამბობ wink
0
№5
ავტორი: ikeoni
23 ივლისი 2017 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4135
Araferi ar gvemuqreba es titqmis yvela gundshia magram jer aravin gakotrebula
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ივლისი 2017 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4247
მთავარია ეტაპობრივად დაფაროს ეს დავალიანება კლუბმა, რისი შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით აქვს
0
№7
ავტორი: gache1991
23 ივლისი 2017 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1399
ამ ყველაფერს დამატებული ადიდასთან დადებული ზღაპრული კონტრაქტი:? 750 მილიონზე იყო ლაპარაკი..არანაირი მილანი არ მოხდება არ ინერვიულოთ,წელს მითუმეტეს ლიგაზე ვართ ტრანსლაციები ის ეს..მაგალითად ორი წლის წინ გავარდნილ ასტონ ვილას რომელიც მხოლოდ ეპლს თამაშობდა,ქონდა მეოთხე ადგილზე გასულ სევილიაზე მსტი შემოსავალი მიუხედავად იმისა რო სევილიამ ევროპა ლივაც მოიგო:)) ეპლ უზარმაზარი ფინანსებია და უდიდესი შემოსავლები აქვთ გუნდებს..სანერვიულო რო რამე იყოს პოგბას კი არ მიაფშვნიდნენ იმხელა ფულს:)) აი იბრას მოყვანა მარტო რამხელა პლიუსი იყო გუნდისთვის,17მილიონი ხელფასი მიცეს და ბონუსებით გოლებზე და მოგებებზე ალბათ ავიდოდა 20მდე,როცა პირველ 1თვეში იყო 90მილიონამდე მისი მაიკებით შემოსული თანხა:))

ხალხი პროსტა გიჟდება ამ გუნდზე.რეალი ბარსა რა დღეში არიან სახეს იხევენ ზედიზედ ლიგას იგებენ და მესი რონალდო ყავთ მარა კარგად მახსოვს ვანგაალის გუნდი ამერიკაში რო ეთამაშა რეალს 100 000 კაცი ესწრებოდა თამაშს აი სუ მცირე 80% წითელი იყო მოედანი.მაგაზე მერე ერერამაც გააკეთა კომენტარი დაუვიწყარი იყოო.ისე 3:1 მოვიგეთ მაშინ:)) არ იქნებოდა ცუდი ეხლაც :))
0
№8
ავტორი: Dato Sirabidze
23 ივლისი 2017 11:14
  • სიახლეები: 350
  • კომენტარები: 340
ციტატა: gache1991
ამ ყველაფერს დამატებული ადიდასთან დადებული ზღაპრული კონტრაქტი:? 750 მილიონზე იყო ლაპარაკი..არანაირი მილანი არ მოხდება არ ინერვიულოთ,წელს მითუმეტეს ლიგაზე ვართ ტრანსლაციები ის ეს..მაგალითად ორი წლის წინ გავარდნილ ასტონ ვილას რომელიც მხოლოდ ეპლს თამაშობდა,ქონდა მეოთხე ადგილზე გასულ სევილიაზე მსტი შემოსავალი მიუხედავად იმისა რო სევილიამ ევროპა ლივაც მოიგო:)) ეპლ უზარმაზარი ფინანსებია და უდიდესი შემოსავლები აქვთ გუნდებს..სანერვიულო რო რამე იყოს პოგბას კი არ მიაფშვნიდნენ იმხელა ფულს:)) აი იბრას მოყვანა მარტო რამხელა პლიუსი იყო გუნდისთვის,17მილიონი ხელფასი მიცეს და ბონუსებით გოლებზე და მოგებებზე ალბათ ავიდოდა 20მდე,როცა პირველ 1თვეში იყო 90მილიონამდე მისი მაიკებით შემოსული თანხა:))

ხალხი პროსტა გიჟდება ამ გუნდზე.რეალი ბარსა რა დღეში არიან სახეს იხევენ ზედიზედ ლიგას იგებენ და მესი რონალდო ყავთ მარა კარგად მახსოვს ვანგაალის გუნდი ამერიკაში რო ეთამაშა რეალს 100 000 კაცი ესწრებოდა თამაშს აი სუ მცირე 80% წითელი იყო მოედანი.მაგაზე მერე ერერამაც გააკეთა კომენტარი დაუვიწყარი იყოო.ისე 3:1 მოვიგეთ მაშინ:)) არ იქნებოდა ცუდი ეხლაც :))

მაიკებიდან შემოსული ფული არ მიდის გუნდის "ჯიბეში"... არის ფიქსირებული თანხა რომელსაც მაისურების მწარმოებელი კომპანია წლის ბოლოს გადასცემს გუნდს... ეს ფიქსირებული თანხა არის 75 მილიონი, თავიდან მეც მეგონა რო ეგ ფული გუნდთან მიდიოდა მაგრამ არ ყოფილა ეგრე... ანუ მაისურებით გინდ 1 მილიარდი შემოვიდეს და გინდ 1 ათასი, წლის ბოლოს ჩვენ მაინც 75 მილიონი გვერგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№9
ავტორი: gache1991
23 ივლისი 2017 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1399
Mere 75 milions RAs uwuneb:))ადიდასის 750მილიონიც ზუსტად 75-75-75 მილიონად გვერიცხება 10წლიანი კონტრაქტის მიხედვით არრა:? ელხა 50მილიონიც დაიმატონ ვალი და დაიერი იყიდონ მატიჩში არ გადაიხადონ მაგდენი ტეხავს

აგერ რუნის წასვლით 15 მილიონი დაიზოგება.იბრას არ ყოფნა ეგეც შენი 30:)) ლუკაკუს რამდენი მიცეს კვირაში?
0
№10
ავტორი: Dato Sirabidze
23 ივლისი 2017 11:32
  • სიახლეები: 350
  • კომენტარები: 340
ციტატა: gache1991
Mere 75 milions RAs uwuneb:))ადიდასის 750მილიონიც ზუსტად 75-75-75 მილიონად გვერიცხება 10წლიანი კონტრაქტის მიხედვით არრა:? ელხა 50მილიონიც დაიმატონ ვალი და დაიერი იყიდონ მატიჩში არ გადაიხადონ მაგდენი ტეხავს

აგერ რუნის წასვლით 15 მილიონი დაიზოგება.იბრას არ ყოფნა ეგეც შენი 30:)) ლუკაკუს რამდენი მიცეს კვირაში?

არაფერს არ ვუწუნებ უბრალოდ აღვნიშნე რომ მთლიანად არ მიდის მეთქი :D ლუკაკუს და ზოგადად ტრანსფერები თუ რა დაჯდა და რა ხელფასი აქვთ ფეხბურთელების სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან 2-3 თვეში იდება დადასტურებული მონაცემები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

მომდევნო მატჩები

10 დეკემბერი 2017, 20:30
იუნაიტედი
სიტი
პრემიერ ლიგა
13 დეკემბერი 2017, 00:00
იუნაიტედი
ბორნმუთი
პრემიერ ლიგა
16 დეკემბერი 2017, 19:00
ვესტ ბრომვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
სიტი10 დეკემბერი
ბორნმუთი13 დეკემბერი
ვესტ ბრომვიჩი16 დეკემბერი

წინა მატჩები

5 დეკემბერი 2017, 23:45
იუნაიტედი2
ცსკა1
ჩემპიონთა ლიგა
2 დეკემბერი 2017, 21:30
არსენალი1
იუნაიტედი3
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2017, 23:45
უოტფორდი2
იუნაიტედი4
პრემიერ ლიგა
ცსკა5 დეკემბერი
არსენალი2 დეკემბერი
უოტფორდი28 ნოემბერი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top