თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2017, 01:06
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3127,
კომენტარები: 12
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
სტატია, რომელიც მოგვითხრობს თუ რამდენადაა საშიში კლუბისთვის არსებული დავალიანებები.
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
ვიქტორ სმიტი მოგვითხრობს თუ რამდენადაა საშიში "იუნაიტედისთვის" დღევანდელი დავალიანებები.

9 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაქვეყნა 2016/17 წლების სეზონის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემები. ამ მონაცემებით დასტურდებოდა, რომ კლუბის სუფთა დავალიანებამ 410 მილიონ ფუნტს მიაღწია, ანუ ის ძველ დავალიანებასთან შედარებით 27% -ით, 87 მილიონი ფუნტით გაიზარდა. დავალიანების ამ გაზრდაზე დიდი გავლენია იქონია ფუნტ-სტერლინგის კურსის დაცემამ, ამ უკანასკნელზე თავის მხრივ გავლენა იქონია ბრიტანეთის სურვილმა დაეტოვებინა ევროკავშირი. 2015 წელს უეფამ გამოაქვეყნა ანგარიში. მაშინ ისინი ირწმუნებოდნენ, რომ "იუნაიტედს" ევროპულ კლუბებს შორის ყველაზე დიდი დავალიანება ჰქონდა და ეს მაჩვენებელი 451 მილიონ ფუნტს შეადგენდა. კლუბის საერთო ვალდებულება ერთ მილიარდს ფუნტს უახლოვდებოდა.

საიდან გაუჩნდა გუნდს დავალიანება ?

სიახლე არავისთვისაა რომ კლუბები ყოველთვის ღებულობენ კრედიტს. ისინი ამას ბიუჯეტის შესავსებად აკეთებენ, ან შესაძლოა რომ ეს თანხები აქტივებში იქნას ჩადებული, როგორც არამატერიალურ (ფეხბურთელის ყიდვა), ისე მატერიალურ (მოედნის და ბაზის მშენებლობა). "იუნაიტედს" დავალიანება სხვა მიზეზების გამო აქვს.

2003 წელს "იუნაიტედის" შეძენით ამერიკელი მალკოლმ გლეიზერი დაინტერესდა. 2 წლის შემდეგ 2005 წელს მან მთლიანად შეიძინა კლუბი და ის საჯაროდან კერძო კომპანიაში გადაიყვანა/გადაარეგისტრირა. აქციების შესაძენად მას 800 მილიონი ფუნტი ესაჭირეობოდა, რომელიც გლეიზერს მაშინ თან არ ჰქონდა. ამიტომ აღებულ იქნა კრედიტები რომელიც შემდგომში კლუბს დააწვა.

საწყის ეტაპზე აღებულ იქნა კრედიტი 560 მილიონი ფუნტის ოდენობით. კრედიტს მაღალი პროცენტული გადასახადები ჰქონდა, რის გამოც კლუბის დავალიანებამ 2007 წელს 670 მილიონ ფუნტამდე მიაღწია. მაშინ გუნდს ძალზედ გაუჭირდა ამ დავალიანების გასტუმრება, რადგანაც გუნდის მოგება მხოლოდ და მხოლოდ 200-250 მილიონ ფუნტებს შორის მერყეობდა. გლეიზერს ამ დავალიანების რეფინანსირება დასჭირდა. მას მოუწია ახალი კრედიტების უფრო მაღალ პროცენტში აღება. ამის მაგალითია PIK (Pay in kind) კრედიტის აღება. კლუბმა ასე 138 მილიონი ფუნტის კრედიტი აიღო 4 წლით, თუმცა პროცენტებზე მათ 111 მილიონის გადახდა მოუწიათ.

ამან გამოიწვია ის, რომ კლუბის საერთო დავალიანება 773 მილიონ ფუნტს მიუახლოვდა, ხოლო სუფთა დავალიანება 610 მილიონს. თან ეს მაშინ როცა გუნდს 286 მილიონის მოგება ჰქონდა. სიტუაცია ძალზედ სახიფათო იყო და ამან რა თქმა უნდა იქონია გავლენა კრიშტიანუ რონალდუს "რეალში" გაყიდვაზეც. 2009 წელს მხოლოდ პროცენტებზე გუნდს 67 მილიონის გადახდა მოუწია, ხოლო 2009, 2010 წლებში საერთო ხარჯები 100 მილიონ ფუნტზე გადიოდა. ეს მაშინ როცა EBITDA (მოგება ტრანსფერებამდე და პროცენტების გადახდამდე) 90-100 მილიონს შეადგენდა.

2011 წელს გლეიზერმა PIK კრედიტის 249 მილიონი ფუნტი თავად გადაიხადა. კლუბის საერთო დავალიანება 450 მილიონ ფუნტამდე, ხოლო სუფთა დავალიანება 310 მილიონ ფუნტამდე დაეცა. სერიოზულ პრობლემებს გუნდი გაექცა, მაგრამ ტრანსფერებზე მათ დიდი ფულის დახარჯვა არ შეეძლოთ.

2012 წელს კლუბი ბირჟაზე 437 მილიონი ფუნტის დავალიანებით წარსდგა. IPO -ს შემდეგ დავალიანება 342 მილიონ ფუნტამდე დაეცა. "იუნაიტედი" სიტუაციიდან დამაჯერებლად გამოვიდა.

"იუნაიტედის" დავალიანებები მილიონ ფუნტებში.

დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?

(სუფთა დავალიანება, საერთო დავალიანება, შემოსავალი)


ფინანსური დავალიანება IPO-ს შემდეგ

2014 წელს კლუბმა დავალიანების გაზრდა დაიწყო კურსის სხვაობის გამო.

გაიზარდა არამხოლოდ დავალიანება, არამედ შემოსავლებიც. ამიტომ საერთო 490 მილიონი ფუნტიდან სუფთა დავალიანება მხოლოდ 261 მიონს შეადგენდა, ხოლო შემოსავალი უკვე 520 მილიონს. რომ შევადაროთ: 2 წლის წინ სუფთა დავალიანება ორჯერ იყო მეტი შემოსავალზე, ახლა კი ორჯერ ნაკლები.

მედია და გულშემატკივრები ფოკუსირებენ მხოლოდ და მხოლოდ კლუბის დავალიანებაზა, მაგრამ სინამდვილეში კლუბისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი დავალიანება 500 მილიონი იქნება თუ 600. მისთვის მთავარია თუ რამდენს ხარჯავს ის მოგებებიდან პროცენტების გადახდაზე. სწორედ ამასთანაა პირდაპირ დაკავშირებული გუნდის დივიდენტები და ინვესტიციები.

"იუნაიტედის" დავალიანება მილიონ ფუნტებში
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
EBITDA(მოგება) და ხარჯები

2016 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფინანსური ხარჯები მოგების 10% -მდე შეამცირა. გასულ სეზონში კლუბმა 201 მილიონი ფუნტის მოგებაზე, რომელიც მან ოპერაციული საქმიანობებიდან მიიღო. ამასთან ნაწილობრივ დავალიანების გადახდა აღარ იყო ხარჯი, მას უკვე დივიდენდები ფარავდა, რომელიც 20 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

ასეთ კარდინალურ გაუმჯობესებას "იუნაიტედმა" დავალიანების რეფინანსირებით მიაღწია. უკეთ გასაგებად ჩვენ ახლა გამოვიყენებთ დოლარს, რადგანაც ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილ კრედიტებს კლუბი დოლარში იღებდა. მოკლედ, 2015 წელს კლუბმა ბანკისგან BOFA აიღო 316 მილიონი დოლარის კრედიტი 2019 წლამდე და 270 მილიონი დოლარის ობლიგაციები 2017 წლამდე. კრედიტი 2.5% -ში იყო აღებული, ხოლო ობლიგაციები 8.38%-ში. დახურა რა ეს დავალიანება "იუნაიტედმა" ახალი კრედიტი აიღო, 225 მილიონი დოლარი 2025 წლამდე და 425 მილიონი დოლარის ობლიგაციები 2027 წლამდე. საერთო დავალიანება 585 მილიონი დოლარიდან 650 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ ძლიერ დაეცა პროცენტები: 3.79% ობლიგაციებისა და 1.5-2% კრედიტისა. მოკლედ გუნდმა წელიწადში 7 მილიონი ფუნტი დაზოგა.

ამ დავალიენებების გაზრდა ან მოკლება დოლარებში დიდ განსხვავებას არ გვაძლევს. როგორც 650 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა კლუბს 2015 წელს, ამდენივე უნდა გადაიხადოს მან დღესაც. ის ჯერ მხოლოდ პროცენტებს იხდის, ხოლო ეს დავალიანებები 2025, 2027 წლებში უნდა იქნას გასტუმრებული, ან ამ წლებამდე უნდა მოხდეს მათი რეფინანსირება. ამასთანავე "იუნაიტედს" შვილობილი კომპანია Aldelrey -ის ვალი აქვს 4-5 მილიონი ფუნტი. ეს არის მოედნის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია რომელსაც კლუბი იყენებს. მისი გასტუმრება კვარტალურად ხდება და საბოლოოდ მას კლუბი 2018 წელს გაისტუმრებს, თუმცა ეს საერთო სურათზე დიდ ცვლილებებს არ გვაძლევს.

"იუნაიტედის" ფინანსური დავალიანება
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?
დავალიანება ფუნტებში და დავალიანება დოლარებში

გამოდის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვალის გაზრდა 2015 წლიდან დღემდე გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ ფუნტ-სტერლინგისადმი. თავიდან გეჩვენებათ, რომ ეს ცუდია, მაგრამ გასულ სეზონში კლუბმა სპონსორებისგან 183 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რატომ არ შიშობს UEFA ?

მართალია კლუბის შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ისინი ვერ ახერხებენ სერიოზული ტიტულების მოგებას, ამასთან კლუბი ბევრს ხარჯავს ახალ ფეხბურთელებზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია "იუნაიტედის" სატრანსფერო დავალიანებებიც.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სუფთა სატრანსფერო დავალიანება
დავალიანებები: საშიშია თუ არა ეს კლუბისთვის ?

ფერგიუსონის ბოლო სეზონში კლუბის სატრანსფერო დავალიანება 26 მილიონ ფუნტს შეადგენდა, 2016 წლის ბოლოსკენ კი ეს ციფრი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა და მან 109 მილიონს მიაღწია. ეს რა თქმა უნდა არ კარგი, იგივე "სიტის" სატრანსფერო დავალიანება გასულ სეზონში 84 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

ერთის მხრივ ეს ციფრები ძალზედ სახიფათოა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა კლუბის შემოსავლები. მაგალითად 2015/16 წლებში "იუნაიტედმა" ყველაზე მეტი გამოიმუშავა საფეხბურთო კლუბებს შორის, 515 მილიონი ფუნტი, 50 მილიონი ფუნტით მეტი ვიდრე "ბარსელონამ". ასევე გუნდმა გაზარდა მოგებები, გასულ სეზონში მაგალითად პროცენტების გადახდის შემდეგაც კი "იუნაიტედის" მოგება 186 მილიონს შეადგენდა. ეს ძალზედ დიდი ციფრია და კლუბს შეუძლია ის ინვესტიციებში, თუნდაც იგივე ფეხბურთელის შეძენაში გამოიყენოს. "იუნაიტედს" ბანკის ანგარიშებზე 230 მილიონი ფუნტი იყო, ეს უდიდესი გარანტიაა და კლუბს უდიდეს საფრთხეს არიდებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "იუნატედს" უეფას სტანდარდებით ძალზედ დიდი დავალიანება აქვს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ რომ ამ მაჩვენებლით ის პირველია ევროპაში.

UEFA რა თქმა უნდა არ აწესებს ამ დავალიანების ზღვარს, მაგრამ ის მას მიიჩნევს სარისკოდ, თუ კლუბის მოგებები სერიოზულად ჩამორჩება არსებულ დავალიანებებს. ამ მხრივ "იუნაიტედის" მდგომარეობა სტაბილურია, მაგალითად განსხვავებით "ინტერისგან", რომლის დავალიანებაც ორჯერ უფრო ნაკლებია, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი შემოსავლები.

"იუნაიტედი" არ არღვევს ფინანსურ "ფეირ ფლეის", განსხვავებით სხვა გუნდებისგან.

სუფთა დავალიანება 2016 წლის შედეგებით უნდა შემცირდეს ზემოთ აღნიშნული მოგებების გამო. ამასთან უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დავალიანების მოგებასთან მიმართება 1-დან 0.6 დაიკლებას UEFA-ს დავალიანებისა და მოგებების მიმართების შეფასების სისტემაში, რაც იმის გარანტიაა რომ UEFA-ს შეფასებით "იუნაიტედი" სტაბილური კლუბია და მას ფინანსური "ფეირ ფლეის" დარღვევა არ ემუქრება.

საბოლოოდ, "იუნაიტედის" ეს დავალიანება ბევრი გულშემატკივრისთვის სახიფათოა, მაგრამ სინამდვილეში ეს დავალიანება ძალზედ მისაღებიაა და ის რისკს არ წარმოადგენს. "იუნაიტედი" სტაბილურად იხდის პროცენტებს და ასევე სტაბილურად იღებს დივიდენდებს.

ეს პროცესები სრულიად მისაღებია ბიზნესისთვის, მაგრამ უნდა იყოს კი ფეხბურთი ბიზნესი ?

თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:MANUTD.RU
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
4 აგვისტო 2017 11:11
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
პრობლემა იმ შემთხვევაში იქნება თუ მსოფლიოში უცებ ხალხი გადაწყვეტს რომ აღარ უყუროს პრემიერლიგას :)) რაც წარმოუდგენელია და დანარჩენ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ამბები ამხელა "კომპანიისთვის". ასეთი ვალები ყველა დიდ კორპორაციებს და კომპანიებს აქვთ, სახელმწიფოებსაც მათ შორის, ეს არ არის ისეთი ვალი როგორიც ჩვენ გვაქვს ვივუსს ვგულისხმობ )) და რომელიც თვის ბოლოსაა დასაფარი.
0
№12
ავტორი: Cedinewal
30 აგვისტო 2017 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
jual cialis 20mg jakarta
<a href="http://hqcialismog.com/cialis.without.prescription/">cialis prescription</a>
flomax vs cialis for bph
cialis generic
cialis and testicle pain
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top