თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2017, 22:41
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2157,
კომენტარები: 11
პოლ პოგბა: "სიტის" დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა"
პოლ პოგბა დღევანდელ მატჩზე.
პოლ პოგბა:
პოლ პოგბა მიმდინარე წინასასეზონო ტურნეზე არაჩვეულებრივ თამაშს აჩვენებს. დღევანდელ შეხვედრაში მან ლუკაკუს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამასთან უნდა აღინიშნოს რომ დღეს ფრანგი მთლიანად აკონტროლებდა ნახევარდაცვას. მატჩის დასრულების შემდეგ კი ის კლუბის ტელეარხის ჟურნალისტებს გაესაუბრა. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.

რას ფიქრობ ამ გამარჯვებაზე და ზოგადად გუნდის თამაშზე ?

"მართალია ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს დერბია და ჩვენ ყოველთვის გვსიამოვნებს "სიტის" დამარცხება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ მზად ვართ ამისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ მესამე თამაშია, ასე უნდა გავაგრძელოთ."

როგორ გრძნობდით ფეხბურთელები დღეს მოედანზე თავს ?

"უკეთესად. როგორც აღვნიშნე ეს უკვე მესამე მატჩია და თავს კარგად ვგრძნობთ. ფეხები ამუშავდა, სათამაშო დროც იმატებს. უკვე ვფიქრობთ და ველოდებით სუპერ თასის შეხვედრას. ამ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ."

რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს თავდამსხმელებს ტურნეზე გოლები რეგულარულად გააქვთ ?

"გასულ სეზონში ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. როდესაც გოლის გატანის შანსი გაქვს ის უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა 1:0 ანგარიში და 3 ქულაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ბევრი გოლის გატანა გვჭირდება და ჯერჯერობით ამას კარგად ვასრულებთ."

ფერნანდინიოსთან შენი "ცეკვით" ყველა ნასიამოვნები დარჩა...

"ეს ბოლოსკენ იყო, ბურთის შენარჩუნება მინდოდა. ირგვლივ არავინ არ მყავდა და გადავწყვიტე მასზე მე თვითონ მეზრუნა. მთავარია ბურთი არ დამეკარგა, ეს გამომივიდა და შემდეგ საჯარიმოშიც ჩავაწოდე."

ალბათ იმედოვნებ რომ ახალ სეზონში შენი დარტყმული კარის ხარიხას აღარ მოხვდება...

"იმედი მაქვს იღბალი ჩემს მხარეს იქნება, მაგრამ თუ მე ვერ გავიტან და გუნდი მოიგებს მე მაინც ძალზედ ბედნიერი ვიქნები"

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: rene harrison_
21 ივლისი 2017 22:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
პოლ შოშიაშვილი
0
№2
ავტორი: kobinio
21 ივლისი 2017 22:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ნამდვილი მანჩესტერელი manutd
0
№3
ავტორი: Manstark_United
21 ივლისი 2017 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჩამშლელის მოყვანა ზუსტად იმიტო გვინდა,რომ პოგბა წინ თავისულფად წავიდეს და თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. მერე მაინც დადუმდება ხალხი...
1
№4
ავტორი: lefty
21 ივლისი 2017 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
სიტის დამარცხება სასიამოვნო კიარა ორგაზმია bigboss2
0
№5
ავტორი: Dato Sirabidze
21 ივლისი 2017 23:02
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: lefty
სიტის დამარცხება სასიამოვნო კიარა ორგაზმია bigboss2

ორგაზმი მაინც სქაუზერების დამარცხებაა wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№6
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2017 23:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძელებს და ხარიხარს არ ურტყას მთავარია
0
№7
ავტორი: bziki
22 ივლისი 2017 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დიდი დრო არაა იქამდე სანამ პოგბა კაპიტნის სამკლაურს მოირგებს,ადრეც ვთქვი
ერერას კაპიტნობს იასნია მირჩევნია და ზოგადად ლოგიკურადაც ეკუთვნის პოგბას
,
მაგ ლოგიკურობას თუ ვერ ხედავს ბევრი შემიძლია ავუხსნა
0
№8
ავტორი: giorgi_mg
22 ივლისი 2017 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამის გამო მომავალს იმედის თვალით ვუყურებ
0
№9
ავტორი: makaveli
22 ივლისი 2017 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: bziki
დიდი დრო არაა იქამდე სანამ პოგბა კაპიტნის სამკლაურს მოირგებს,ადრეც ვთქვი
ერერას კაპიტნობს იასნია მირჩევნია და ზოგადად ლოგიკურადაც ეკუთვნის პოგბას
,
მაგ ლოგიკურობას თუ ვერ ხედავს ბევრი შემიძლია ავუხსნა

აქ ვის კაპიტნობასაც მივეჩვიე : როიკინი, ნევილი, ვიდიჩი, ფერდინანდიც იყო და აქვს ლიდერის თვისებები მერე რუნი აი ამათ ყველას ქონდა ლიდერის თვისება თAვისებური ქარიზმა რასაც პოგბაში ნამდვილად ვერ ვხედავ ძაან თანამედროვე ტინგიცას შტაბეჭდილებას ტოვებს და მიტყდება რო აღარ გვყავს ეგეთი ბიჭები გუნდში თუნდაც ძველებს რო არ შევეხოთ როგორიც იბრაა მუდამ საჭიროა და რავი მე არ მინდა პოგბას კაპიტნობა რა
0
№10
ავტორი: ikeoni
22 ივლისი 2017 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaze Magari gvyavs❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top