თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2017, 22:41
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2162,
კომენტარები: 11
პოლ პოგბა: "სიტის" დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა"
პოლ პოგბა დღევანდელ მატჩზე.
პოლ პოგბა:
პოლ პოგბა მიმდინარე წინასასეზონო ტურნეზე არაჩვეულებრივ თამაშს აჩვენებს. დღევანდელ შეხვედრაში მან ლუკაკუს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამასთან უნდა აღინიშნოს რომ დღეს ფრანგი მთლიანად აკონტროლებდა ნახევარდაცვას. მატჩის დასრულების შემდეგ კი ის კლუბის ტელეარხის ჟურნალისტებს გაესაუბრა. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.

რას ფიქრობ ამ გამარჯვებაზე და ზოგადად გუნდის თამაშზე ?

"მართალია ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს დერბია და ჩვენ ყოველთვის გვსიამოვნებს "სიტის" დამარცხება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ მზად ვართ ამისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ მესამე თამაშია, ასე უნდა გავაგრძელოთ."

როგორ გრძნობდით ფეხბურთელები დღეს მოედანზე თავს ?

"უკეთესად. როგორც აღვნიშნე ეს უკვე მესამე მატჩია და თავს კარგად ვგრძნობთ. ფეხები ამუშავდა, სათამაშო დროც იმატებს. უკვე ვფიქრობთ და ველოდებით სუპერ თასის შეხვედრას. ამ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ."

რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს თავდამსხმელებს ტურნეზე გოლები რეგულარულად გააქვთ ?

"გასულ სეზონში ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. როდესაც გოლის გატანის შანსი გაქვს ის უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა 1:0 ანგარიში და 3 ქულაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ბევრი გოლის გატანა გვჭირდება და ჯერჯერობით ამას კარგად ვასრულებთ."

ფერნანდინიოსთან შენი "ცეკვით" ყველა ნასიამოვნები დარჩა...

"ეს ბოლოსკენ იყო, ბურთის შენარჩუნება მინდოდა. ირგვლივ არავინ არ მყავდა და გადავწყვიტე მასზე მე თვითონ მეზრუნა. მთავარია ბურთი არ დამეკარგა, ეს გამომივიდა და შემდეგ საჯარიმოშიც ჩავაწოდე."

ალბათ იმედოვნებ რომ ახალ სეზონში შენი დარტყმული კარის ხარიხას აღარ მოხვდება...

"იმედი მაქვს იღბალი ჩემს მხარეს იქნება, მაგრამ თუ მე ვერ გავიტან და გუნდი მოიგებს მე მაინც ძალზედ ბედნიერი ვიქნები"

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
22 ივლისი 2017 11:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აბა რა.დიდი იმედი მაქ ეტიჰადზე 1-6 დავუბრუნებთ და ეგ იქნება საოცრება:)) რაც შეეხება ამას ,იბრას წასვლის ბევრი დადებითი მომენტი,თუნდაც ის არი რო ეს ჯარიმებს დაარტყავს და დარწმუნებული ვარ მინიმუმ 2-3 გოლს მაინც გაიტანს და ეგ გოლები კაცმა არ იცის როდის გავა და რა ფასი ექნება,დავიღალე ამ სტენკაზე ბურთის გარტყმის ყურებით..შენ მიაწექი სენ აგენტურ საქმიანობებს და ორიე გააძრე აქ :))ეს ვალენსია ცას ვერ გამოეკერება და თუ რამე იქნება ხანდახან დაუბრუნდება ძველ პოზიციას და ხანდახან შეტევებშიც იშლიგინებს ვინგერი მაინც არ გვყავს:))

დაიერი ნაინგოლანიდან რომელიმესაც თუ მიაკერავდი გზად არ იქნებოდა ცუდი:))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top