თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2017, 08:49
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3651,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ახალი ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე უნდა დავიმატოთ"
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
"მანჩესტერ სიტისთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

მატჩის შესახებ

"ჩვენ უკვე ვეთამაშეთ MLS -ის გუნდებს, "სიტი" მათგან განსხვავდება, ისინი უკეთესები არიან. ამიტომ ჩვენ უფრო მეტი ყურადღებით, კონცენტრირებით, ყურადღებით ვითამაშეთ. საერთო ჯამში ეს იყო კარგი სავარჯიშო მატჩი."

რომელუ ლუკაკუ

"ხალხი მხოლოდ ლუკაკუს გოლებს აქცევს ყურადღებას, მე კი მხოლოდ ეს არ მაინტერესებს. ის კარგად ფლობს ბურთს, ათავისუფლებს სივრცეებს, მუშაობს გუნდზე, ერთვება შეტევებში. მისი მოსვლით ამაზე მეტად ბედნიერი ვერ ვიქნები. ის ჩვენ ადრე შემოგვიერთდა რაც ძალიან კარგია, ეს ვუდვორდის დამსახურებაა"

ტრანსფერებზე

"არ ვიცი რა ხდება. ლინდელოფის და ლუკაკუს მოყვანისთვის ვუდვორდს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგანაც ჩვენ ისინი ძალზედ კარგ დროს შევიძინეთ და ამასთან ისინი ჩვენ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება. შენ უყურებ შენს კონკურენტებს და ხედავ თუ როგორ ძლიერდებიან ისინი, "სიტიმ" არაჩვეულებრივი ფეხბურთელები მოიყვანა, "ჩელსიმ" სამი ძალზედ კარგი და გამოცდილი მოთამაშე დაიმატა, "ლივერპული", "არსენალი" ყველა ძლიერდება. "ვესტ ჰემმა" ჩიჩარიტო, ჯო ჰარტი და არნაუტოვიჩი დაიმატა, ამიტომ მე უფრო მეტს ველოდები."

მესამე შენაძენი

მოურინიოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ როდის გაიფორმებდა "იუნაიტედი" მესამე ფეხბურთელს: "არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს."

ტურნეს შესახებ

"როდესაც ლუკაკუს და ლინდელოფს ვუყურებ მინდა რომ აქ მთელი ჩემი შემადგენლობა იყოს, ის ფეხბურთელები რომლებიც ტრავმირებულნი არიან. ამასთან მინდა რომ ერთი ფეხბურთელი მაინც რაც შეიძლება მალე დავიმატოთ. ლინდელოფი და ლუკაკუ გუნდს უკვე შეეჩვივნენ, ისინი უკვე უგებენ დანარჩენ თანაგუნდელებს. რაც შეეხება ზოგადად ტურნეს აქ ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი მაღალ დონეზეა, ფეხბურთის სათამაშოდ არაჩვეულებრივი გარემოა. ფეხბურთელები აქ თავს კარგად გრძნობენ. 10 დღის შემდეგ ჩვენ ევროპაში დავბრუნდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩატარებული მატჩები, გუნდის შინაგანი ცხოვრება, ფეხბურთელების ერთმანეთთან ურთიერთობები, ყველაფერი ყველაფერი ძალზედ კარგადაა და მე ეს მახარებს."
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: rene harrison_
21 ივლისი 2017 09:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ტრანსფერებზე კრისტალი იბაზრა. ჩელსიმ და სიტი რა კაი ფეხბურთელები იყიდეს და ჩვენც არ უნდა შევჩერდეთ
0
№2
ავტორი: Chaxrux
21 ივლისი 2017 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Neymaris psg shi gadasvlos gjerat vinmes? Eg tu realuria esenic ro daechalichon araa?
0
№3
ავტორი: gache1991
21 ივლისი 2017 09:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ჩელსიმ სიტიმ და ჩვენ ხო მარა :)))აი ლივერპული რითი გაზლიერდა:))სალაჰის გარდა არავინ,კაი რა ფრობერსონი უნამუსო ვიყო თუ მიჩელი დღესვე არ ჯობდეს:))ან არსენალმა რა ლაკაზეტი აი ვერაფერს ვერ გაააკეთებს დარწმუნებული ვარ,არსენა მაგრა შეცდა ჟირუს რო არ იყენებს,გადავა ეგე ევერტონშI და სახეს აიხევს..აიი ევერტონი გაძლიერდა თუ გაძლიერდა..რაც სეეხება ვესტჰემს ჩიჩა მაგრა გამოადგებათ და ჰარტიც იასნად არნაუტოვიჩიც თუ ხასიათზე იქნება:Dმარა ზაბალეტა 700 წლის რა გაძლიერებაა რავი:))მიდი ვუდვორდ დაიერი გააძრე მიეცი 60 და დაისვენებენ ეგენიც და ჩვენც..
1
№4
ავტორი: ikeoni
21 ივლისი 2017 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mgonia Ro ert igroks dzalian male viyidit ise awuwunda))❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2017 10:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მინიმუმ ერთი ფეხბურთელი უნდა მოოყვანონ კიდე, მინიმუმ
0
№6
ავტორი: rene harrison_
21 ივლისი 2017 11:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ციტატა: gache1991
ჩელსიმ სიტიმ და ჩვენ ხო მარა :)))აი ლივერპული რითი გაზლიერდა:))სალაჰის გარდა არავინ,კაი რა ფრობერსონი უნამუსო ვიყო თუ მიჩელი დღესვე არ ჯობდეს:))ან არსენალმა რა ლაკაზეტი აი ვერაფერს ვერ გაააკეთებს დარწმუნებული ვარ,არსენა მაგრა შეცდა ჟირუს რო არ იყენებს,გადავა ეგე ევერტონშI და სახეს აიხევს..აიი ევერტონი გაძლიერდა თუ გაძლიერდა..რაც სეეხება ვესტჰემს ჩიჩა მაგრა გამოადგებათ და ჰარტიც იასნად არნაუტოვიჩიც თუ ხასიათზე იქნება:Dმარა ზაბალეტა 700 წლის რა გაძლიერებაა რავი:))მიდი ვუდვორდ დაიერი გააძრე მიეცი 60 და დაისვენებენ ეგენიც და ჩვენც..


მე სწორედ მხოლოდ სიტი და ჩელსი ავღნიშნე. ძაან მაგარი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ და არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვეზე უკეთესი პოლიტიკა აქვთ და არ უნდა შევჩერდეთ. ჩვენც გვინდა გაძლიერება თან და ჩამშლელია საყიდი და დაიერი არა, მარა ფაბინიოს ყიდვა შეიძლება. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება
0
№7
ავტორი: nugo-nugo
21 ივლისი 2017 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ჩამშლელი და მარცხენა მცველი გვინდა ბლინდის და შოუს იმედად ვერ იქნება კაცი და ბლინდი ვაბშე გასაშვებია.ორიესაც თუ მოიყვანენ მაშინ დარმიანიც უნდა წავიდეს,რად გვინდა 1 პოზიციაზე ამდენი ხალხი.
0
№8
ავტორი: gache1991
21 ივლისი 2017 12:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მაგას ვამბობ მეც.სიტიმ კაი იგტოკრბი კი მოიყვანა მარა მაინც გაუაზრრბლად ნაყიდი მგონია.რას ვგულისხმობ ანუ.ბერნარდო სილვა ვოლკერი ედერსონი კაი ხალხია მარა ეგ რგოლრბი არ იყო გვარდიოლას ყველაზე დიდი პრობლემა,პრობლემა მთლიანად გუნდიაბრორმლიც ვერ ერგება ამის ტაქტიკას.აი ჩელსიმ უზუსტესი ტრანსფერები გააკეთა,გუნდი გაახალგაზრდავა და ბაკაიოკო კანტე ყველა ვხვდებით რა ძნელი გასავლელი იწნება.ნუ რუდიგერს რაც პერიშიჩმა უქნა მე იმის მერე პატივს არ ვცემ:)) აი მორატა რო მაგარი ტრანსფერია რათ უნდა თქმა.მითუმეტეს კონტეს დატოვებულ იუვეს როგორ შეეწყო კი გვახსოვს.ჩვენ ცენტრალური მცველი გვინდოდა ვიყიდეთ,იბრა დაიმტვრა ფორვარდი გვინდოდა და ტოპფორვარდი ვიყიდეთ,აი კერიკის შემცვლელი გვინდა და 1ვინგერი ტიპიური და არა ამას იქ შეუძლია იმას იქ.მიკვირს გაშვებით რო არ უშვებს არავის..

ვიღაცას რო უშვებ ეგ მერე პირდაპირ კავშირშია ვიღაცის მოუვანასთან და უკეთესთან თავისთავად..ალექსისი და დაიერი და ეპლ ჩვენია..
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
21 ივლისი 2017 17:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: hazard10
ჩემპიონობისთვის ბრძოლა მარტო 3 გუნდს შორის იქნება რეალურად. ჩელსი, სიტი და მანჩესტერი. წყალია არ გაუვა აქედან რომელიმე გახდება ჩემპიონი. ამ მომენტისთვის ვფიქრომ ყველაზე კაი შემადგენლობა მაინც ჩელსის ყავს. ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები ყავთ და სუსტი რგოლიც არ აქვთ. ჯოზეს 1 ჩამშლელი მაინც ჭირდება თუ უნდა რამეზე ფიქრი

ჩელსს წელს შანსი არ აქვს.არც შარშან ექნებოდა ევრო ტურნირებზე რო ყოფილიყო

მიუხედავად კარგი შემადგენლობისა და ახალი ტრანსფერებისა ჩელსი ვერ გაწვდება ყველა ტურნირს აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მეც
0
№10
ავტორი: stepno
21 ივლისი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პერისიჩი მინდა მაგრად რა არ მესმის აქ ცხალხის რო არ მოსწონთ პერისიჩიი ერთი რატოო არ მოსწოონთ მიზეზები მითხრან რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top