თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2017, 08:49
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3654,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ახალი ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე უნდა დავიმატოთ"
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
"მანჩესტერ სიტისთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

მატჩის შესახებ

"ჩვენ უკვე ვეთამაშეთ MLS -ის გუნდებს, "სიტი" მათგან განსხვავდება, ისინი უკეთესები არიან. ამიტომ ჩვენ უფრო მეტი ყურადღებით, კონცენტრირებით, ყურადღებით ვითამაშეთ. საერთო ჯამში ეს იყო კარგი სავარჯიშო მატჩი."

რომელუ ლუკაკუ

"ხალხი მხოლოდ ლუკაკუს გოლებს აქცევს ყურადღებას, მე კი მხოლოდ ეს არ მაინტერესებს. ის კარგად ფლობს ბურთს, ათავისუფლებს სივრცეებს, მუშაობს გუნდზე, ერთვება შეტევებში. მისი მოსვლით ამაზე მეტად ბედნიერი ვერ ვიქნები. ის ჩვენ ადრე შემოგვიერთდა რაც ძალიან კარგია, ეს ვუდვორდის დამსახურებაა"

ტრანსფერებზე

"არ ვიცი რა ხდება. ლინდელოფის და ლუკაკუს მოყვანისთვის ვუდვორდს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგანაც ჩვენ ისინი ძალზედ კარგ დროს შევიძინეთ და ამასთან ისინი ჩვენ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება. შენ უყურებ შენს კონკურენტებს და ხედავ თუ როგორ ძლიერდებიან ისინი, "სიტიმ" არაჩვეულებრივი ფეხბურთელები მოიყვანა, "ჩელსიმ" სამი ძალზედ კარგი და გამოცდილი მოთამაშე დაიმატა, "ლივერპული", "არსენალი" ყველა ძლიერდება. "ვესტ ჰემმა" ჩიჩარიტო, ჯო ჰარტი და არნაუტოვიჩი დაიმატა, ამიტომ მე უფრო მეტს ველოდები."

მესამე შენაძენი

მოურინიოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ როდის გაიფორმებდა "იუნაიტედი" მესამე ფეხბურთელს: "არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს."

ტურნეს შესახებ

"როდესაც ლუკაკუს და ლინდელოფს ვუყურებ მინდა რომ აქ მთელი ჩემი შემადგენლობა იყოს, ის ფეხბურთელები რომლებიც ტრავმირებულნი არიან. ამასთან მინდა რომ ერთი ფეხბურთელი მაინც რაც შეიძლება მალე დავიმატოთ. ლინდელოფი და ლუკაკუ გუნდს უკვე შეეჩვივნენ, ისინი უკვე უგებენ დანარჩენ თანაგუნდელებს. რაც შეეხება ზოგადად ტურნეს აქ ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი მაღალ დონეზეა, ფეხბურთის სათამაშოდ არაჩვეულებრივი გარემოა. ფეხბურთელები აქ თავს კარგად გრძნობენ. 10 დღის შემდეგ ჩვენ ევროპაში დავბრუნდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩატარებული მატჩები, გუნდის შინაგანი ცხოვრება, ფეხბურთელების ერთმანეთთან ურთიერთობები, ყველაფერი ყველაფერი ძალზედ კარგადაა და მე ეს მახარებს."
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
21 ივლისი 2017 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: stepno
პერისიჩი მინდა მაგრად რა არ მესმის აქ ცხალხის რო არ მოსწონთ პერისიჩიი ერთი რატოო არ მოსწოონთ მიზეზები მითხრან რა

ვერც მე ვხვდები.მარცხენა ფლანგის ვალენსიაა ფაქტობრივად.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top