თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2017, 13:29
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4741,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი ტურის შეხვედრის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი"


სტადიონი: "NRG სტედიუმი" (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი)

თარიღი: პარასკევი,21 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 05:30 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: : Матч ТВ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტისთვის" ეს პირველი ამხანაგური მატჩი იქნება ახალ სეზონში. საერთო ჯამში ისინი სულ 4 შეხვედრას ჩაატარებენ რის შემდეგაც გუნდი მანჩესტერში დაბრუნდება და პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის მოემზადება. გუნდს ამერიკაში თან გაჰყვებიან ახალწვეულები, მეკარე ედერსონი და მარჯვენა განაპირა მცველი კაილ უოლკერი. ბერნარდუ სილვა გუნდს მოგვიანებით შეუერთდება, კონფედერაციის თასის გამო ის კვლავ არდადეგებზე იმყოფება.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

კარებში ამ შეხვედრაში დე ხეა - რომეროს წყვილს ვიხილავთ. ამასთანავე ვიცით ისიც, რომ ფეხბურთელებს უკვე 60+30 წუთის ინტერვალებით მიეცემათ სათამაშო დრო.

რაც შეეხება ტრავმებს, ხვალ თამაში უნდა შეძლოს მატეო დარმიანმა. ხუან მატას ტრავმა თუმცა კი სერიოზული არ არის, მაგრამ ის გუნდს სავარაუდოდ 1 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა:
დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


ეს იქნება პირველი მანჩესტერული დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდება. ეს გუნდები ერთმანეთს გასულ წელს ჩინეთშიც უნდა შეხვედროდენ, მაგრამ მაშინ ეს შეხვედრა ჩაიშალა.

დერბი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფორმატში გაიმართება, ეს ის შეჯიბრებაა რომელშიც "იუნაიტედმა" 2014 წელს გაიმარჯვა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით. გუნდები მოედანზე გამოვლენ ფორმით, რომელზედაც ფუტკარი იქნება გამოსახული. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ფუტკარი მანჩესტერის სიმბოლოა და ამით გუნდები კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს მანჩესტერში დაღუპულთა ხსოვნას.

საერთო ჯამში ყველა ტურნირზე გუნდებს შორის 173 შეხვედრა გაიმართა. "სიტის" ანგარიშზე 50 გამარჯვებაა, "იუნაიტედის" ანგარიშზე კი 71, 52 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0:0

27 აპრილი, 2017 წელი.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი.
მატჩის წინ
17 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
20 ივლისი 2017 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დააადუღე რაააააა :))))))))))))
0
№2
ავტორი: giorgi_mg
20 ივლისი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმედი მაქ პერეირას ფლანგზე მიცემს შანს, ცუდად არც ცენტრში თამაშობს მაგრამ პრემიერ ლიგაში ეგ თამაში არ არის საკმარისი წარმატებისთვის.
ლინგარდისგან უფრო მეტს ველი, თითქოს უკეთესიც არის, მგრამ მგონი სტრან დავალებებს აძლევს მოუ
წარმატებები ბიჭებს...
0
№3
ავტორი: gache1991
20 ივლისი 2017 14:39
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აუცილებლად საყურებელი ტამაშია მიუხედავად იმის რო ცუდ დროს არი..დარწმუნებული ვარ მეტი დაზბულობა სერიოზულობა იქნება მოედანზე ვიდრე როგორც წესი ამხანაგურებშია ხოლმე..ვნახოთ როგორ შეეწყობა ვოლკერი გუნდს..თითქმის დარწმუნებულივარ მხთარიანი გაიტანს:))და ზოგადად მაგარი სეზო ექნება,არც პირველს დაეწუნებოდა არაფერი და ზოგადად მიკვის აქ ძირითადად ლანძღავენ ხოლმე არადა ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა,ადაპტაციის პერიოდი დამთავრდა და მინიმუმ ორმაგი დუბლი ექნება წელს:)))) 10 გოლი 10 პასი:))მოხსნებზე რა მოგახსენოთ:)
2
№4
ავტორი: ikeoni
20 ივლისი 2017 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ragac darwmunebuli var ro saxes gavazrobt
0
№5
ავტორი: manubro
20 ივლისი 2017 15:02
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
სიტის გემი უნდა ჩაიძიროს დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№6
ავტორი: GeorgeBest
20 ივლისი 2017 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისევ ვერ ვუყურებ no ძაან ცუდ დროს არის თამაშები, არადა კაი საყურებელი იქნება

მოუ აქაც არ დათმობს არაფერს, აქ მაინც მოუგოს areyoukiddingme
0
№7
ავტორი: pogba.
20 ივლისი 2017 17:39
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
6ის ნახევარზეა და დროები წინაზეც 15 საათზე გეწერათ წინა თამაში და 6ზე იყო დილის მიაქციეთ ყურადღება
0
№8
ავტორი: Manstark_United
20 ივლისი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მარსიალი ლუკაკუ და რაშფორდი მაინტერესებს ერთად. love
0
№9
ავტორი: kobinio
20 ივლისი 2017 21:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Kai iqneba tu moigeben mara shedegs didi mnishvneloba araaq.
0
№10
ავტორი: giorgisamnidze99
21 ივლისი 2017 03:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დიდი დაკვირვებით უნდა უყურო მანჩესტერის ხარისხს ჯოზეს პროგრესი აშკარააა რაც მოვიდა აქ მარა მაინც დასაკვირვებელია თუ აშენებს სამომავლო გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top