თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2017, 13:29
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4758,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი ტურის შეხვედრის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი"


სტადიონი: "NRG სტედიუმი" (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი)

თარიღი: პარასკევი,21 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 05:30 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: : Матч ТВ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტისთვის" ეს პირველი ამხანაგური მატჩი იქნება ახალ სეზონში. საერთო ჯამში ისინი სულ 4 შეხვედრას ჩაატარებენ რის შემდეგაც გუნდი მანჩესტერში დაბრუნდება და პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის მოემზადება. გუნდს ამერიკაში თან გაჰყვებიან ახალწვეულები, მეკარე ედერსონი და მარჯვენა განაპირა მცველი კაილ უოლკერი. ბერნარდუ სილვა გუნდს მოგვიანებით შეუერთდება, კონფედერაციის თასის გამო ის კვლავ არდადეგებზე იმყოფება.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

კარებში ამ შეხვედრაში დე ხეა - რომეროს წყვილს ვიხილავთ. ამასთანავე ვიცით ისიც, რომ ფეხბურთელებს უკვე 60+30 წუთის ინტერვალებით მიეცემათ სათამაშო დრო.

რაც შეეხება ტრავმებს, ხვალ თამაში უნდა შეძლოს მატეო დარმიანმა. ხუან მატას ტრავმა თუმცა კი სერიოზული არ არის, მაგრამ ის გუნდს სავარაუდოდ 1 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა:
დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


ეს იქნება პირველი მანჩესტერული დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდება. ეს გუნდები ერთმანეთს გასულ წელს ჩინეთშიც უნდა შეხვედროდენ, მაგრამ მაშინ ეს შეხვედრა ჩაიშალა.

დერბი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფორმატში გაიმართება, ეს ის შეჯიბრებაა რომელშიც "იუნაიტედმა" 2014 წელს გაიმარჯვა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით. გუნდები მოედანზე გამოვლენ ფორმით, რომელზედაც ფუტკარი იქნება გამოსახული. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ფუტკარი მანჩესტერის სიმბოლოა და ამით გუნდები კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს მანჩესტერში დაღუპულთა ხსოვნას.

საერთო ჯამში ყველა ტურნირზე გუნდებს შორის 173 შეხვედრა გაიმართა. "სიტის" ანგარიშზე 50 გამარჯვებაა, "იუნაიტედის" ანგარიშზე კი 71, 52 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0:0

27 აპრილი, 2017 წელი.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი.
მატჩის წინ
17 კომენტარი
№11
ავტორი: Luka888
21 ივლისი 2017 05:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
Ra gadzinebt xalxo sascauli tamashia mgoni cels visiamovnebt manchesteris tamashit
0
№12
ავტორი: Spens
21 ივლისი 2017 05:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ციტატა: Luka888
Ra gadzinebt xalxo sascauli tamashia mgoni cels visiamovnebt manchesteris tamashit



სასწაულის რა გითხრა მარა წინას ბევრად სჯობს :)
0
№13
ავტორი: Luka888
21 ივლისი 2017 06:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
Cina mtel sezons jobs ragacas gavs gundi ar dadian mainc da cota siscrape etkobat
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
21 ივლისი 2017 07:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რაო გვარდიოლა რაო გიტარებს მასტერ კლასს მოუ?რა ვქნა შემედაოს ვისაც უნდა მაგრამ მოუ ძაან სწორად მიყვება და კაპიტალურად აშენებს გუნდს სწორად და ეტაპობრივად მე 2სეზონიან გუნდს ეს მირჩევნია.მოკლედ მარჯვენა ვინგერი მემგონი იკვეთება ნელნელა რეში.სირბილიც შეუძლია და უკან ჩამოყოლა არ ეზარება.აი მარცხნივ ეგ მარსიალი რამდენად წავა არ ვიცი.სანჩესი მაქეთ და გუნდი არაა ჩვენი გამჩერებელი.სანჩესი და ვერატი.აი მერე დადგნენ მწყობრში და გამოექანონ რაზგონით ყველა
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2017 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერია :))
0
№16
ავტორი: KeithkiP
20 ოქტომბერი 2017 08:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Хочу с вами поделиться одной замечательной хостинговой компанией под названием ProHoster, которая предллагает профессиональный интернет хостинг с бесплатным конструктором сайтов, SSL сертификатом, доменным именем и еще много других полезных и бесплатных фишек. Так-же у данной компании можно заказать VPS, аренду выделенного сервера, продажа SSL сертификатов различных типов. Я уже несколько лет работаю с ProHoster и очень этому рад. Вот реф. ссыылка на регистрацию.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/hosting-php-mysql-luchshee-reshenie-ot-prohoster/
№17
ავტორი: Lillianketle
20 ნოემბერი 2017 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
<a href=https://prohoster.info/kompaniya/blog/kakim-dolzhen-byt-pravilnyj-hosting-l
uchshij-otvet-ot-prohoster>Nikogda ne bej lezhachego, ved' on mozhet vstat'. EHmblema Serp i Molot. Kosi i Zabivaj! Iz reklamy shampunya:Ran'she moi volosy byli suhimi i bezzhiznennymi,a teper' oni syrye i shevelyatsya. Kartina: “Ivan Groznyj delaet kontrol'nyj vystrel”.</a>|
<a href=https://prohoster.info/kompaniya/blog/page/11>Podskaite, gde kupit' novyj iPhone? Nikak ne mogu najti v Moskve…</a>|
<a href=https://vk.com/wall-135336688_69>Elki-palki, unikal'naya zametka</a>|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/nadezhnyj-i-deshevyj-vps-servis-v-prohoster/

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top