თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2017, 12:45
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3199,
კომენტარები: 18
ჟოზე მოურინიო: "მზად ვარ 3 ფეხბურთელის შეძენითაც დავკმაყოფილდე"
ჟოზე მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფერენცია "მანჩესტერ სიტითან" გასამართი მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

დაპირისპირება "სიტისთან"

"ჩემთვის ეს იქნება ვარჯიში, რა თქმა უნდა უფრო მაღალი მოტივაციით, რადგან შევეცდებით გავიმარჯვოთ, მაგრამ ამ მატჩში მთავარი არ არის შედეგი. ჩვენ 2 მატჩი ჩავატარეთ MLS-სის გუნდებთან, ახლა კი მომზადება უფრო სერიოზულ ფაზაში გადადის, რადგანაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდებს შევხდებით უახლოეს დღეებში. მე არ ვიცი როგორ ხვდებიან ისინი ამ შეხვედრას, სურთ თუ არა მათ ამ ტურნირის ან ამ დერბის მოგება, მე მხოლოდ ვიცი ის, რომ ჩემს ფეხბურთელებს სათამაშო დრო უნდა მივსცე. რა თქმა უნდა დერბი მოიცავს დაპირისპირების ელემენტებს, დამატებით ინგრედიენტებს, თუმცა მე არ ვაპირებ გატანილი გოლის შემდეგ სიხარულისგან ხტომას ან გაშვებული გოლის მერე ტირილს, ეს მოსამზადებელი მატჩია."

გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა

"ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის არ არის სიურპრიზი. შეიძლება ეს თქვენთვისაა სიურპრიზი, თქვენთვის ვინც ჩვენს "დაპირისპირებას" იგონებდა. ჩვენ "ბარსელონაში" სამი წელი გავატარეთ, ერთ გასახდელს ვიყოფდით, მოგებას ერთად აღვნიშნავდით, მარცხს კი ერთად ვიზიარებდით. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალზედ კარგი ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ ის გახდა "ბარსელონას" მწვრთნელი, მე კი "რეალის". ერთი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, მეორე კი გიგანტური პრობლემების წინაშე იდგა. ამ გუნდების დაპირისპირება ძალზედ დიდია და მათი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეები ჩვენც გავხდით. ინგლისში კი დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთი შემთხვევა არ იქნებოდა და ეს ასეც არის. ბოდიშს გიხდით რომ თქვენ იმედგაცრუებულნი დარჩით."

შესაძლო ტრანსფერები

"პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვყავს 4 ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ არ შეუძლია თამაში. თუ მათ ჩავთვლით მაშინ ჩვენ გვყავს დიდი შემადგენლობა. მათი რეაბილიტაცია დიდ დროსთანაა დაკავშირებული ამიტომ ფეხბურთელების გაშვებაზე არ ვფიქრობთ. მაგალითად მარკოს როხოს შესახებ ვიცით, რომ ის დეკემბრამდე ვერანაირად შეძლებს თამაშს. მე 4 ფეხბურთელის შეძენა დავავალე ხელმძღვანელებს, მაგრამ მზად ვარ 3 ფეხბურთელის მოყვანითაც დავკმაყოფილდე, რადგანაც სასურველი ფეხბურთელის მოყვანა ძალზედ რთულია. გუნდებს სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ, ჩვენ არ ვართ ის გუნდი რომელიც მზადაა ნებისმიერი თანხის გადასახდელად. ამიტომ დავკმაყოფილდები 3 ფეხბურთელს, ისინი ბალანს მოგვცემენ, რითაც შეგვეძლება უფრო მეტად კონკურენტუნარებიანი გავხდეთ."

თანამედროვე სატრანსფერო ბაზარი

"მე არ მაკვირვებს ფეხბურთელებზე დახარჯული თანხები. ხშირად მითქვამს, რომ დღეს უკვე ბევრ გუნდს შეუძლია გითხრას შენ "არა" ან "გადაიხადე იმდენი რამდენიც მე მინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ჩემთან დარჩება". ამ შემთხვევაში შენ ორი გზა გრჩება, უკან გამობრუნდე ან გადაიხადო იმდენი რამდენსაც გთხოვენ. სატრანსფერო ბაზარი მომავალში ზუსტად ასეთი იქნება. გასაკვირი ჩემთვის ისაა თუ რამდენის გადახდა უწევს გუნდს კარგი ფეხბურთელის შეძენისთვის. ადრე შენ დიდი ფულის გადახდით შესანიშნავ ფეხბურთელს იძენდი, ახლა კი კარგ ფეხბურთელს იძენ. განსხვავება შესანიშნავ და კარგ ფეხბურთელს შორის დიდია. დღეს კარგ ფეხბურთელზე მართლაც არანორმალური ფასებია დაწესებული."

მორატას შესაძლო გადასვლა "ჩელსიში"

"რას აკეთებს "ჩელსი" ეს არ არის ჩემი საქმე. ჩვენ გვჭირდებოდა ზლატანი თავის საუკეთესო კონდიციებში და ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლიდა. მხოლოდ ზლატანი და მარკუსი არ იყო საკმარისი. ზლატანის ტრავმის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ დიდი ფეხბურთელი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ ტოპ ფეხბურთელი შევიძინეთ და ახლა ყველაფერი მასზეა, მან უნდა აჩვენოს ყველას რაც შეუძლია. რაც შეეხება "ჩელსის", ადრე განვითარებული მოვლენების გამო (იგულისხმება დიეგო კოშტას სიტუაცია) ნათელი იყო, რომ მათ სჭირდებოდათ თავდამსხმელი."

რაშფორდის პოზიცია

"ჩემი აზრით მარკუსი არ არის "ათიანის" მოთამაშე. ის თავდასხმის მოთამაშეა, ერთადერთი ფორვარდი ან ორ ფორვარდიან ფორმაციაში ფორვარდის მეწყვილე. მან უკვე ითამაშა ზლატანთან და ახლა ის ითამაშებს ლუკაკუსთან ერთად."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
18 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
20 ივლისი 2017 12:51
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
გუშინ ჩაიწერა ეს პრესკონფერენცია... ამიტომ მორატა შესაძლო ტრანსფერი არაა, უკვე ჩელსის ფეხბურთელია... რაც შეეხება ამ 4 ფეხბურთელს ვის გულისხმობს ჟოზე არ ვიცი... აპრილში მისცა სია ვუდვორდს... ამბობს 4 ფეხბურთელის სია მივეციო... იმ სიაში გრიზმანი არ იყო დავიჯერო ? თუ არ იყო მაშინ ჟოზეს არ სურდა გრიზმანის მოყვანა, თუ იყო ფაქტია რომ ვუდვორდის ბრალი არაა გრიზმანის ვერ მოყვანა, და ის მეოთხე ფეხბურთელი ვინაა, ჩამშლელი თუ ვინგერი ეგ გასარკვევია...შემოეჩვია უკვე სიტყვები ჟოზეს რომ არ ვარ მოხარული მიმდინარე სატრანსფერო საქმიანობით და არ მომწონს ეს, წარუმატებლობის შემთხვევაში არ მინდა გამოვიდეს და თქვას მე 4 ფეხბურთელი მინდოდა და 3 მომიყვანესო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: dybbuk
20 ივლისი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato Sirabidze
გუშინ ჩაიწერა ეს პრესკონფერენცია... ამიტომ მორატა შესაძლო ტრანსფერი არაა, უკვე ჩელსის ფეხბურთელია... რაც შეეხება ამ 4 ფეხბურთელს ვის გულისხმობს ჟოზე არ ვიცი... აპრილში მისცა სია ვუდვორდს... ამბობს 4 ფეხბურთელის სია მივეციო... იმ სიაში გრიზმანი არ იყო დავიჯერო ? თუ არ იყო მაშინ ჟოზეს არ სურდა გრიზმანის მოყვანა, თუ იყო ფაქტია რომ ვუდვორდის ბრალი არაა გრიზმანის ვერ მოყვანა, და ის მეოთხე ფეხბურთელი ვინაა, ჩამშლელი თუ ვინგერი ეგ გასარკვევია...შემოეჩვია უკვე სიტყვები ჟოზეს რომ არ ვარ მოხარული მიმდინარე სატრანსფერო საქმიანობით და არ მომწონს ეს, წარუმატებლობის შემთხვევაში არ მინდა გამოვიდეს და თქვას მე 4 ფეხბურთელი მინდოდა და 3 მომიყვანესო

გრიზმანის მოყვანის შემთხვევაში არამგონია ლუკაკუ ეყიდათ, ასე რომ ფაქტიურად კიდე 2 ფეხბურთელია ვისაც გულისხმობს ჟოზე, მაგრამ აი ერთი დარწმუნებული ვარ რო ჩამშლელს ითხოვს დაჟინებით და მართალიცაა მიუხედავად იმისა რო უყვარს პორტუალიელს დაცვითი სტილი, ამ ფაქტის გარეშეც ძაან ესაჭიროება მაგ პოზიციაზე გაძლიერება გუნდს, კერიკის გარდა არავინაა და წინ დიდი და რთული სეზონი გველოდება, ყველა ტურნირზე ვართ და შენი თქმის არ იყოს მეც არ მინდა მერე იწუწუნოს ეს და ის მინდოდა და ვერ ვიყიდეთო, იმიტომ რომ მართალი იქნება. ეს უკანასკნელი კიდე ის პოზიციაა სადაც თანხები არ უნდა დაზოგონ, უმნიშვნელოვანესი რგოლია თუ გვინდა რო წარმატებას მივაღწიოთ
0
№3
ავტორი: bigana
20 ივლისი 2017 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Lukaku da lindelefi..es 2 fexburteli moagebinebs premierligas? Imdeni jozes deda me.. tavs izgvevs aqedanve ver viyideto vinc me mindodao ro tqvas mere. Karoche erts vityvi mag kaci arasodes ar atamashebs manius lamaz fexburts da amitom unda wavides. Aq zogi afanatebs jozeze mara me rac uefas finals vuyure shemecoda maniu 17 wlis bavshvebs ro burts dautmob da manchesteri gqvia maseti manchesteris dedac.
0
№4
ავტორი: Dato Sirabidze
20 ივლისი 2017 13:36
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
მოურინიომ იცოდა რომ იბრა ტრავმირებული იყო და არამგონია გრიზმანი სუფთა ცხრიანად დაენახა, არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა რომ გრიზმანს ხედავს ზუსტად ათიანის პოზიციაზე ანუ რუნის შემცვლელად, მაგიტომაც არ მოიყვანა ხამესი, ლოგიკურია რომ იმ 4 კაცში იყო ალბათ გრიზმანი... მერეც მე გრიზმანი ცხრიანზე არც წარმომედგინა, მომავალში ლუკაკუს უკან იქნება გრიზმანი დიდი ალბათობით, ყველაფერი ამისკენ მიდის...ჩამშლელი გვინდა რა უფრო ვიდრე ვინგერი მაინც
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: giorgi_mg
20 ივლისი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვინგერები ასეთუისე გვყავს, ყველაზე პრობლემატურია ჩამშლელია, ერთი 100მ გამოყონ და ვიყიდოთ კარგი პერსპექტიული ფეხბურთელი, მე პირადად დაიერში 70-80ს გადავიხდიდი თან ტოტეს დავასუსტებდი და თან პერსპექტიულ კარგ ჩამშლელსაც ვიყიდიდი, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ეს ტოტენჰემი რა გახდა
0
№6
ავტორი: gaga1987
20 ივლისი 2017 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ანუ 3.5.2ს მიაწვება
0
№7
ავტორი: dybbuk
20 ივლისი 2017 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato Sirabidze
მოურინიომ იცოდა რომ იბრა ტრავმირებული იყო და არამგონია გრიზმანი სუფთა ცხრიანად დაენახა, არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა რომ გრიზმანს ხედავს ზუსტად ათიანის პოზიციაზე ანუ რუნის შემცვლელად, მაგიტომაც არ მოიყვანა ხამესი, ლოგიკურია რომ იმ 4 კაცში იყო ალბათ გრიზმანი... მერეც მე გრიზმანი ცხრიანზე არც წარმომედგინა, მომავალში ლუკაკუს უკან იქნება გრიზმანი დიდი ალბათობით, ყველაფერი ამისკენ მიდის...ჩამშლელი გვინდა რა უფრო ვიდრე ვინგერი მაინც

მაგას გავიძახი დაჟე სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნებოდა რო ჩემშლელია საყიდელი სასწრაფოდთქო, რაღაც პატარა იმედი გამიჩნდა იმის მერე რაც რაიოლა გახდა ვერატის აგენტი, შანსები მეტად მცირეა, მაგრამ ვინც უნდოდათ ამათ ან გაიყიდა ან დაბლოკეს, დარჩა მხოლოდ ფაბინიო და მაგაზეც არაფერი იწერება ბოლო დღეებია. იბრას რაც შეეხება მემგონი მართლა დაბრუნდება საახალწლოდ და მაგიტო იძახის ჟოზე რო 3ც მეყოფაო, კრაიზე ასე თუ ისე მარსიალს,რეშფორდს და მხითარიანს ათამაშებს, წინ კიდე ლუკაკუ რეშფორდი და იბრა დაემატება ალბათ რაც სავსებით საკმარისია ჩემი აზრით, მარსიალიც უფრო მაგ პოზიციის კაცია ვიდრე ფლანგის, ვნახოთ მოკლედ, იმედია კერეკის ღირსეულ შემცვლელს იპოვიან თუ არადა ძაან გაგვიჭირდება ეგრე ფონს გასვლა
0
№8
ავტორი: bziki
20 ივლისი 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იასნია ჩელსი და ტოტე ბლოკავენ პირდაპირ ტრანსფერს მანჩესტერში,რჩება ფაბინიო და ეგეც მესამე ვარიანტია რა, მატიჩი მალე გაიასნდება წავა სადმე უახლოეს დგეებში, დაიერი კიდე თვითონ თუ არ მოითხოვა გაშვება და ბუნტი არ მოაწყო პრაქტიკულად აბსურდია 70 მილიონზე ნაკლებად გაუშვას ტოტემ,მაგხელა თანხას კიდე არ გადავიხდითო
აგვისტომდე ტრანსფერი არა მგონია,პრესეზონისთვის ვერ ასწრებენ,და ეპლისთვის აქვთ დრო
ისე ვერატიმ რაიოლა აიყვანა აგენტად wink wink wink პატარა სურვილი თუ ექნება ვერატის ეპლის რაიოლა იზრუნებს დანარჩენზე wink

ვერატი პოგბა ოცნებაა
0
№9
ავტორი: Malboro463
20 ივლისი 2017 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რამე არ ეშველება გუნდს სანამ არგაყრის უმაქნისებს
+ ასეთი**** სარანსფეროპოლიტიკით და მწვრთნელის ხელში

წელს მოგვიწევს სვარკის ყურება.
0
№10
ავტორი: ikeoni
20 ივლისი 2017 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
midi joze sheni imedi gvaq
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top