თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2017, 12:45
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3208,
კომენტარები: 18
ჟოზე მოურინიო: "მზად ვარ 3 ფეხბურთელის შეძენითაც დავკმაყოფილდე"
ჟოზე მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფერენცია "მანჩესტერ სიტითან" გასამართი მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

დაპირისპირება "სიტისთან"

"ჩემთვის ეს იქნება ვარჯიში, რა თქმა უნდა უფრო მაღალი მოტივაციით, რადგან შევეცდებით გავიმარჯვოთ, მაგრამ ამ მატჩში მთავარი არ არის შედეგი. ჩვენ 2 მატჩი ჩავატარეთ MLS-სის გუნდებთან, ახლა კი მომზადება უფრო სერიოზულ ფაზაში გადადის, რადგანაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდებს შევხდებით უახლოეს დღეებში. მე არ ვიცი როგორ ხვდებიან ისინი ამ შეხვედრას, სურთ თუ არა მათ ამ ტურნირის ან ამ დერბის მოგება, მე მხოლოდ ვიცი ის, რომ ჩემს ფეხბურთელებს სათამაშო დრო უნდა მივსცე. რა თქმა უნდა დერბი მოიცავს დაპირისპირების ელემენტებს, დამატებით ინგრედიენტებს, თუმცა მე არ ვაპირებ გატანილი გოლის შემდეგ სიხარულისგან ხტომას ან გაშვებული გოლის მერე ტირილს, ეს მოსამზადებელი მატჩია."

გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა

"ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის არ არის სიურპრიზი. შეიძლება ეს თქვენთვისაა სიურპრიზი, თქვენთვის ვინც ჩვენს "დაპირისპირებას" იგონებდა. ჩვენ "ბარსელონაში" სამი წელი გავატარეთ, ერთ გასახდელს ვიყოფდით, მოგებას ერთად აღვნიშნავდით, მარცხს კი ერთად ვიზიარებდით. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალზედ კარგი ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ ის გახდა "ბარსელონას" მწვრთნელი, მე კი "რეალის". ერთი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, მეორე კი გიგანტური პრობლემების წინაშე იდგა. ამ გუნდების დაპირისპირება ძალზედ დიდია და მათი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეები ჩვენც გავხდით. ინგლისში კი დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთი შემთხვევა არ იქნებოდა და ეს ასეც არის. ბოდიშს გიხდით რომ თქვენ იმედგაცრუებულნი დარჩით."

შესაძლო ტრანსფერები

"პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვყავს 4 ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ არ შეუძლია თამაში. თუ მათ ჩავთვლით მაშინ ჩვენ გვყავს დიდი შემადგენლობა. მათი რეაბილიტაცია დიდ დროსთანაა დაკავშირებული ამიტომ ფეხბურთელების გაშვებაზე არ ვფიქრობთ. მაგალითად მარკოს როხოს შესახებ ვიცით, რომ ის დეკემბრამდე ვერანაირად შეძლებს თამაშს. მე 4 ფეხბურთელის შეძენა დავავალე ხელმძღვანელებს, მაგრამ მზად ვარ 3 ფეხბურთელის მოყვანითაც დავკმაყოფილდე, რადგანაც სასურველი ფეხბურთელის მოყვანა ძალზედ რთულია. გუნდებს სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ, ჩვენ არ ვართ ის გუნდი რომელიც მზადაა ნებისმიერი თანხის გადასახდელად. ამიტომ დავკმაყოფილდები 3 ფეხბურთელს, ისინი ბალანს მოგვცემენ, რითაც შეგვეძლება უფრო მეტად კონკურენტუნარებიანი გავხდეთ."

თანამედროვე სატრანსფერო ბაზარი

"მე არ მაკვირვებს ფეხბურთელებზე დახარჯული თანხები. ხშირად მითქვამს, რომ დღეს უკვე ბევრ გუნდს შეუძლია გითხრას შენ "არა" ან "გადაიხადე იმდენი რამდენიც მე მინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ჩემთან დარჩება". ამ შემთხვევაში შენ ორი გზა გრჩება, უკან გამობრუნდე ან გადაიხადო იმდენი რამდენსაც გთხოვენ. სატრანსფერო ბაზარი მომავალში ზუსტად ასეთი იქნება. გასაკვირი ჩემთვის ისაა თუ რამდენის გადახდა უწევს გუნდს კარგი ფეხბურთელის შეძენისთვის. ადრე შენ დიდი ფულის გადახდით შესანიშნავ ფეხბურთელს იძენდი, ახლა კი კარგ ფეხბურთელს იძენ. განსხვავება შესანიშნავ და კარგ ფეხბურთელს შორის დიდია. დღეს კარგ ფეხბურთელზე მართლაც არანორმალური ფასებია დაწესებული."

მორატას შესაძლო გადასვლა "ჩელსიში"

"რას აკეთებს "ჩელსი" ეს არ არის ჩემი საქმე. ჩვენ გვჭირდებოდა ზლატანი თავის საუკეთესო კონდიციებში და ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლიდა. მხოლოდ ზლატანი და მარკუსი არ იყო საკმარისი. ზლატანის ტრავმის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ დიდი ფეხბურთელი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ ტოპ ფეხბურთელი შევიძინეთ და ახლა ყველაფერი მასზეა, მან უნდა აჩვენოს ყველას რაც შეუძლია. რაც შეეხება "ჩელსის", ადრე განვითარებული მოვლენების გამო (იგულისხმება დიეგო კოშტას სიტუაცია) ნათელი იყო, რომ მათ სჭირდებოდათ თავდამსხმელი."

რაშფორდის პოზიცია

"ჩემი აზრით მარკუსი არ არის "ათიანის" მოთამაშე. ის თავდასხმის მოთამაშეა, ერთადერთი ფორვარდი ან ორ ფორვარდიან ფორმაციაში ფორვარდის მეწყვილე. მან უკვე ითამაშა ზლატანთან და ახლა ის ითამაშებს ლუკაკუსთან ერთად."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
18 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
20 ივლისი 2017 14:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს ყველაფერი გასაგებია მარა რატო არ ეკითხებიან ეს გონება შეზღუდული ჟურნალისტები რო ვინაა სურპრიზი?ლუკაკუ?რომელიც მართალია ყველას ჩელსიში გადასული გვეგონა და ფაქტიურად გაზეთებიც არ გვიკავშირებდნენ მაგრამ მე მაინც სხვა მგონია..ხო არ ფიქრობს ეს თუნდაც სნეიდერის მოყვანას რომელთან ერთადაც ყველაფერი მოიგო და არც ისე ბებერი 32 წლის არი.რომლის არც ყიდვა გაგვიჭირდება ეხლა და არაფერი..რატო არ ახსენებს მარსიალს ფორვარდად?დავიჯერო ვერ ხედავს რო ეგ ბიჭი ვინგერად მხოლოდ და მხოლოდ წვალობს?გავიგეთ რო ლუკაკუ იქნება 9იანი და სწორია,იბრას სტილია მიეჩვია გუნდი ამ ტაქტიკას და სტილს მარა დავიჯერო 2 ფორვარდით არ უნდა ითამაშოს თუნდაც ბარნლისთან და ეგეთებთან სადაც მთელი გუნდი კარის ხაზს იცავს?გუნდშI ოფიციალურად ვინგერი არ გვყავს,არც აქეთ კრაიზე და არც იქით,იმას იქ შეულია ეგ სხვა რამეა,მასე ერერას ისეთი სეივები აქ ვარჯიშზე გაკეტებული კარებში ჩავაყენოთ?სანჩესი გვინდა ულაპარაკოდ რომელიც გაცვლის ხოლმე ფლანგებს ..დაჟე ჩამშლელზე არ გვიჭირს ეგრე..ეს ჩვენ გვინდა ერერას ვინმე კანტესნაირი შევუწყვილოთ რომელიც პოგბას თავისუფლების საშვალებას მიცემს და წინ აწევის მარა,თუ ვერ ვიყიდეთ ვერავინ მანდ მაინც დადგება ხან კერიკი ხან პოგბა და ხან ფელაინი რომელიც მართალია არ გვევასება მარა ფაქტია სარგებლის მოტანა შეუძლია მომენტებშI.აღარაფერს ვამბობ მენსაზე და ტუანზებეზე რომელიც მე პირადად მენსაზე მეტს მიაღწევს მგონია,ყველა პირობა აქ განვიტარებისთვის,სიმაღლე,სისწრაფე,ფიზიკურობა,კერიკის ერერას და პოგბას გვერდზე დგას და მათგან კაცმა არ იცის რამდენს სწავლობს ასე რომ სანჩესი დახატავს ამ გუნდს და თუ სხვას ვერავის მოვიყვანთ მაინც იდეალური ფანჯარა გამოგვივა.აი გაშვებაზე ნაღდად არ მომეწონა ამის ლაპარაკი,იანგი და ზოგზოგიერთები რაღათ გვინდა პროსტა სანამ 10 ლიმონს მაინც ავიღებთ წავიდნენ რა ჩვენც დავისვენებთ და ისინიც..
0
№12
ავტორი: kobinio
20 ივლისი 2017 16:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: giorgi_mg
ვინგერები ასეთუისე გვყავს, ყველაზე პრობლემატურია ჩამშლელია, ერთი 100მ გამოყონ და ვიყიდოთ კარგი პერსპექტიული ფეხბურთელი, მე პირადად დაიერში 70-80ს გადავიხდიდი თან ტოტეს დავასუსტებდი და თან პერსპექტიულ კარგ ჩამშლელსაც ვიყიდიდი, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ეს ტოტენჰემი რა გახდა

ზუსტი გასროლა და ორი კურდღელი ლაწაან :)))
0
№13
ავტორი: Manstark_United
20 ივლისი 2017 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ფლანგის გაძლიერებაზე მეტად ჩამშლელის მოყვანაა საჭირო.ფლანგებზე ასე თუ ისე გვყავს ხალხი. ნომინალური ჩამშლელი არავინ გვყავს კერიკის გარდა lol
0
№14
ავტორი: gache1991
20 ივლისი 2017 20:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Manstark_United
ფლანგის გაძლიერებაზე მეტად ჩამშლელის მოყვანაა საჭირო.ფლანგებზე ასე თუ ისე გვყავს ხალხი. ნომინალური ჩამშლელი არავინ გვყავს კერიკის გარდა lol

მაგ კერიკით მაგ ერერათი მაგ პოგბათი და ფელაინით ვითამაშეთ ბოლო სეზონი რო მინიმალური ზარალი გვქონდა მაგ ზონიდან.აიი ფლანგებიდან გუნდს ფაქტიურად შეტევა ვერ ვითარდებოდა და ყველაზე მეტად მანდ წავაგეთ..მითუმეტეს ისეთ გუნდებთან რომლის დაცვაც ისე ზის უკან წინ საერთოდ არ იყურება და საერთოდ ტიპიური ჩამშლელის ყოლა მოედანზე აGარც კი იყო საჭირო.აი ვინგერები რომლებმაც ფლანგზე კაცი უნდა მოატყუონ,ეს ჩამჯდარი დაცვა გაწელონ და სივრცეები გააჩინონ ეგ გვქონდა 0..პერიშიჩი რომელიც მოუს უნდა 2 ჯერ მეტი ეგეთი დრიბლინგი და კროსი ქონდა ვიდრე ლინგარდს მარსიალს და მხითარიანს ერთად..ძაან მარტივია..
0
№15
ავტორი: JoseM
21 ივლისი 2017 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: Dato Sirabidze
გუშინ ჩაიწერა ეს პრესკონფერენცია... ამიტომ მორატა შესაძლო ტრანსფერი არაა, უკვე ჩელსის ფეხბურთელია... რაც შეეხება ამ 4 ფეხბურთელს ვის გულისხმობს ჟოზე არ ვიცი... აპრილში მისცა სია ვუდვორდს... ამბობს 4 ფეხბურთელის სია მივეციო... იმ სიაში გრიზმანი არ იყო დავიჯერო ? თუ არ იყო მაშინ ჟოზეს არ სურდა გრიზმანის მოყვანა, თუ იყო ფაქტია რომ ვუდვორდის ბრალი არაა გრიზმანის ვერ მოყვანა, და ის მეოთხე ფეხბურთელი ვინაა, ჩამშლელი თუ ვინგერი ეგ გასარკვევია...შემოეჩვია უკვე სიტყვები ჟოზეს რომ არ ვარ მოხარული მიმდინარე სატრანსფერო საქმიანობით და არ მომწონს ეს, წარუმატებლობის შემთხვევაში არ მინდა გამოვიდეს და თქვას მე 4 ფეხბურთელი მინდოდა და 3 მომიყვანესო


4 ფეხბურთელის სია არ მიუცია მოურინიოს. 4 პოზიციის მიხედვით ფეხბურთელების სია მისცა ვუდვორდს სადაც მინიმუმ 8-9 კაცი იყო მითითებული აქედან შეძლებისდაგვარად 4 კაცი უნდა მოეყვანათ. რაც შეეხება გრიზმანს ეგ ნომერ პირველი სამიზნე იყო უბრალოდ ატლოტიკოს ბანის გამო არ გაიჩარხა ეგ ტრანსფერი თორე უეჭველი ჩვენი იყო ლაკაზეტე ლამის გადასული იყო და ანაცვლებდა გრიზის. ისე მაგაში ზუსტად გეთანხმები წარუმატებელი სეზონის შემთხვევაში უეჭველი მე-4 ფეხბურთელის არ მოყვანის ფაქტს დააბრალებს ჟოზე wink wink
0
№16
ავტორი: Giorgi MU
21 ივლისი 2017 02:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ვფიქრობ სამიო იმიტომ ხომ არ თქვა რომ ორის თანხა გააერთიანა ერთი ვერატისთვის. :დ
0
№17
ავტორი: giorgisamnidze99
21 ივლისი 2017 03:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მე პირადათ მჯერა რო წელს კარგ ფორმაში შევხდებით ლიგასაც და ეპლსაც მინიმუმ ნახევარ ფინალში გავალთ ლიგაზე და ეპლში მინიმუმ 3 ადგილი ჩვენია აი ნახავთ ამასაც რაც შეეხება ტრანსფერებს ლუკაკუ და ლინდელოფი ხო ვიყიდეთ ნახევარ მცველს იყიდის Joao Marioos და შემტევს Icardi

de gea > valensia > lindelof > rojo > blind > pogba > herrera > mata > mkhitarian >lukaku > icardi და ზამენები რომერო სმოლინგი ჯონსი ფელაინი მარსიალი რაშფორდი კერიკი მშვენიერი კამანდააა ლიგის და ეპლის მოსაგებათ ლუკაკუ და იკარდი იფრენენ წინ
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2017 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top