თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2017, 08:33
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4503,
კომენტარები: 22
მოურინიო: "პერიშიჩი ? წარმოდგენა არ მაქვს"
მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
"რეალ სოლტ ლეიქთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს შეხვდა.

ანტონიო ვალენსიას გაძევების მომენტი

"დაჯარიმების შემდეგ მსაჯმა მთხოვა, რომ ვალენსია მოედნიდან გამეყვანა და მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი შემომეყვანა, მაგრამ ვთვლიდი რომ ეს არ იყო საწითლე ჯარიმა და მის შეცვლაზე უარი განვაცხადე. სწორედ ამის შემდეგ უჩვენა მას მსაჯმა წითელი ბარათი, მაგრამ არაუშავს. ეს ამხანაგური მატჩია და კარგიცაა რომ ათი კაცით მოგვიწია მატჩის დასრულება"

ტრავმები

"მეორე ტაიმში მათ ("რეალ სოლტ ლეიქის" ფეხბურთელებმა) რამდენიმე ეპიზოდში იუხეშეს. ამან გამოიწვია მატას დაზიანება. მას კოჭის ტრავმა აქვს, ვფიქრობ რომ მის მორჩენას 1 კვირა დასჭირდება, რაც შეეხება დარმიანს არამგონია მას რაიმე სერიოზული სჭირდეს"

ლუკაკუს სადებიუტო გოლის მნიშვნელობა

"ეს გოლი ჩემთვის არ იყო მნიშნელოვანი. წინა მატჩის შემდეგაც ვთქვი, რომ მე მომწონდა მისი თამაში. ის კარგად არიგებს პასებს, ერთვება შეტევებსა თუ კონტრ-შეტევებში, კარგად იჭერს ბურთს, ირჩევს პოზიციას, მე მომწონს მისი თამაში. ეს გოლი პირადად მისთვის იქნება კარგი, მაგრამ ვიმეორებ, მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ."

გეგმა შემდეგ მატჩებზე

"შემდეგ მატჩებში ვაპირებ რომ ფეხბურთელებს უკვე 60 და 30 წუთიანი სათამაშო დრო მივსცე. ჩვენ უკეთესი მეტოქეები გვეყოლება. რა თქმა უნდა "სიტი" ჩვენი პირდაპირი მოწინააღმდეგეა, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, მაგრამ ამ მატჩებში შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. "სიტი", "რეალი" და "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის გუნდები არიან და მათთან თამაშით ჩვენ კარგ პრაქტიკას მივიღებთ"

ივან პერიშიჩი

"წარმოდგენა არ მაქვს მეგობარო (ჟურნალისტს)"
პრესკონფერენცია
22 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივლისი 2017 08:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოჰ ბოლოს როგორ გაიკვირვა :D
1
№2
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2017 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Vitom araferiii perishichze))))
0
№3
ავტორი: rooney pogba
18 ივლისი 2017 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Aba vis yidulobs ra gaatraka saqme
0
№4
ავტორი: PaLoMo
18 ივლისი 2017 09:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
vaax vin iqneba shemdegi neta?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: giorgiginturi
18 ივლისი 2017 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
8 აგვისტოსთვის ფარდა აეხდება იმ იდუმალ ტრანსფერს და სასტავშიც აუცილებლად დააყენებს თან, ეს მოთელვები და ამხანაგური მატჩები არავისთვის არაფერს ნიშნავს ეს უბრალოდ ჩვეეენ.... გვინდა რომ მოიგონ და ბევრი გოლი ვიხილოთ თორე ჟოზეს ყველა კარგად ვიცნობთ ტიპია თავად ისეთი რომ თუნდაც აქ მესი რონალდო ერთად ყავდეს კიდია ასეთი შეხვედრები და ფიქრობშ მხოლოდ თასზე ტიტულზე და მხოლოდ და მხოლოდ შედეგიიიიიიი............... wink
ძალიან მაგრად მჯერავს რომ არც რეალ მადრიდის დამარცხება გაუჭირდება კარგი მონდომების ხარჯზე..
,,სუპერთასს,, ვგულისხმობ!
0
№6
ავტორი: rene harrison_
18 ივლისი 2017 09:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რა პერიშიჩი, ჩვენც პირველად გავიგეთ მოუ
0
№7
ავტორი: kashmara
18 ივლისი 2017 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
დემბელე ნეიმარი... ვინგერებად წინ რეშორდი ლუკაკუ.. ცენტრში ერერა პოგბა.. დაცვა ბაილი ლინდელოფი მარჯვნივ ფრსუ მენა მარცნივ შოუ.. როოგორი გუნდია ბრაცი?? კი ფანტასტიკა მაგრამიმდენი ფული გვაქ შეგვდზლია რო ვიყიდოთ დემბელე ნეიმარი და მერე ნახონ
0
№8
ავტორი: giorgiginturi
18 ივლისი 2017 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: kashmara
დემბელე ნეიმარი... ვინგერებად წინ რეშორდი ლუკაკუ.. ცენტრში ერერა პოგბა.. დაცვა ბაილი ლინდელოფი მარჯვნივ ფრსუ მენა მარცნივ შოუ.. როოგორი გუნდია ბრაცი?? კი ფანტასტიკა მაგრამიმდენი ფული გვაქ შეგვდზლია რო ვიყიდოთ დემბელე ნეიმარი და მერე ნახონ

რომელი დემბელე ძმა wink გლდანელი?
რავიცი იმდენია რო მგონი აქაც ცხოვრობს
0
№9
ავტორი: kashmara
18 ივლისი 2017 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
საგოლ გიო ბრატ გლდანელი ხო ტბასთან მეშვიდეში ცხვრობს :D ოსმან დემბელე დორტმუნდის ყველაზე ნიჩიერია დემბელებში აშკარად.. მარა კარამონკო დემბელეს დზან დიდი მომავალი აქ თუ ეგრე განაგდზო ცვეტში უნდერკინდია
0
№10
ავტორი: Manstark_United
18 ივლისი 2017 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
იმედია თამაშის მასეთ ხარისხს არ ვიხილავთ მთელი სეზონის განმავლობაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top