თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2017, 08:33
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4495,
კომენტარები: 22
მოურინიო: "პერიშიჩი ? წარმოდგენა არ მაქვს"
მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
"რეალ სოლტ ლეიქთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს შეხვდა.

ანტონიო ვალენსიას გაძევების მომენტი

"დაჯარიმების შემდეგ მსაჯმა მთხოვა, რომ ვალენსია მოედნიდან გამეყვანა და მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი შემომეყვანა, მაგრამ ვთვლიდი რომ ეს არ იყო საწითლე ჯარიმა და მის შეცვლაზე უარი განვაცხადე. სწორედ ამის შემდეგ უჩვენა მას მსაჯმა წითელი ბარათი, მაგრამ არაუშავს. ეს ამხანაგური მატჩია და კარგიცაა რომ ათი კაცით მოგვიწია მატჩის დასრულება"

ტრავმები

"მეორე ტაიმში მათ ("რეალ სოლტ ლეიქის" ფეხბურთელებმა) რამდენიმე ეპიზოდში იუხეშეს. ამან გამოიწვია მატას დაზიანება. მას კოჭის ტრავმა აქვს, ვფიქრობ რომ მის მორჩენას 1 კვირა დასჭირდება, რაც შეეხება დარმიანს არამგონია მას რაიმე სერიოზული სჭირდეს"

ლუკაკუს სადებიუტო გოლის მნიშვნელობა

"ეს გოლი ჩემთვის არ იყო მნიშნელოვანი. წინა მატჩის შემდეგაც ვთქვი, რომ მე მომწონდა მისი თამაში. ის კარგად არიგებს პასებს, ერთვება შეტევებსა თუ კონტრ-შეტევებში, კარგად იჭერს ბურთს, ირჩევს პოზიციას, მე მომწონს მისი თამაში. ეს გოლი პირადად მისთვის იქნება კარგი, მაგრამ ვიმეორებ, მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ."

გეგმა შემდეგ მატჩებზე

"შემდეგ მატჩებში ვაპირებ რომ ფეხბურთელებს უკვე 60 და 30 წუთიანი სათამაშო დრო მივსცე. ჩვენ უკეთესი მეტოქეები გვეყოლება. რა თქმა უნდა "სიტი" ჩვენი პირდაპირი მოწინააღმდეგეა, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, მაგრამ ამ მატჩებში შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. "სიტი", "რეალი" და "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის გუნდები არიან და მათთან თამაშით ჩვენ კარგ პრაქტიკას მივიღებთ"

ივან პერიშიჩი

"წარმოდგენა არ მაქვს მეგობარო (ჟურნალისტს)"
პრესკონფერენცია
22 კომენტარი
№21
ავტორი: gache1991
18 ივლისი 2017 15:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს არ ვიცი მარა შეილება ბევრი არ დამეთანხმოს მარა მე რაღაც ვერ ავღფრთოვანდი ლინდელოფის თამაშით,იყო რამდენიმე მომენტი როცა აშკარად შეცდა,ეგ არც ფორვარდია და არც 10იანი რო შეთამაშება უნდოდეს,მცველია და 1-1 ზე პოზიციურად და სწორად უნდა ეთამაშოს ამერიკის ჭ კლასის ჰ კლასის ფეხბურთელს..ზედმეტად ბევრი გადავიხადეთ და იმედია ვცდები.ბაილის თითოეულ მომენტში ეტყობოდა მოსვლის დღიდან რო ტიპი სახეს იხევდა,ამაზე რაღაც ვერ დამრჩა ეგრე..რაც შეეხება პერიშიჩს ამას მილიონჯერ აქ ნათვამი რო სვა გუნდის იგროკებზე არ მინდა ლაპარაკიო და ეგ ამბავია ზუსტად..ინტერი უკვე კეიტა ბალდეს ყიდულობს ასე რომ რამდენიმე დღე დარჩა დარწმუნეული ვარ მაგის გაოფიციალურებამდე..მე ერთი საინტერესო აზრი მაქ:))ბევრი არც ამაში დამეთანხმება მარა რავი:))მივცეთ არსენალს მარსიალი და დავამატოტ 20-25 ლიმონი და მოგვცენ სანჩესი..ყველა კმაყოფილი იქნება,მომწონს და ვაფასებ მარსიალს და მადლობელი ვარ გაალის გუნდში ნათელი წერტილი იყო მარა მგონია რო მაგის წვალებას ვინგერად,სადაც ან დააყენებს ან არა პერიშიჩი თ მოვიყვანეთ..აი დაიერი სანჩესით რავი ერთ ნაბიჯში ვიქნებით ეპლთან..არსენა კიდე მარსიალს გამოიყენებს მაგრა ფრანგებთან და ახალგაზრდებთან მაგას არ ეშლება..

დარწმუნებული ვარ ტუანზებე რო გაუშვა ეხლა ბენფიკაში იჯარით და ერთი სეზონი ათამაშო არანკლებისტატისტიკა ექნება თუ უკეტესი არა..პაკოშ ფერერიას დაბეჩავებული ბოავიშტას და მარიტიმოს იგროკებთან მე რო მკითხო ბევრად უკეტესი სტატისტიკა უნდა გქონდეს და მომენტები რო ამხელა გუნდში მოხვდე ამხელა ფასად.დიდი იმედი მაქ ვცდები და ბაილიზე არანაკლებ გამართლებული აღმოჩნდება,რა სისულელეა მე ჟოზეს კომპეტენტურობაში ეჭვი არ შემაქ :))
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
18 ივლისი 2017 20:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bziki
რამდენიმე ფაქტს შევეხები, რაც არ უნდა ნიჭიერები იყვნენ ახალგახრდები ფაქტია არ არიან მზად,არ არიან ჩამოყალიბებული,შემდგარი ფეხბურთელები რაც სეზონის შუაში უფრო იჩენს თავს,იმიტო ებრძვის პერისიჩს,მატიჩს რო შეილება დაეყრდნო ერთსაც და მეორესაც. კერიკი პოგბას გარეშე ცენტრში ქაოსია,იმიტო რო არაა გუნდში სხვა ვინმე ვისაც შეუძლია ბურთის,ტემპის კონტროლი.
პერეირაზე ტყუილა კარგავენ დროს დაჟე იანუზაი ჯობდა მილიონჯერ,რა წინ აწევა რა ვინგერობა ან ათიანობა ტიპს მუხლები უკანკალებს,ძაან შორსაა

მხითარიანი დადებს ძალიან მაგარ სეზონს,ეტყობა რო ბევრს მუშაობს თავის თავზე,ადაპტაციის პრობლემა სრულად მოხსნილი აქ
გამოცდილი,შემდგარი კადრები გვჭირდება პერისიჩი აუცილებელია ბევრის მოცემა შეუძლია,და პირადად მე მატიჩიც მაგრა გამისწორდება

როგორც ყოველთვის 100%
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top