თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2017, 12:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 11
ქერიქი: "ლუკაკუ მზად უნდა იყოს"
მაიკლ ქერიქი ლუკაკუს შესახებ საუბრობს.
ქერიქი:
მაიკლ ქერიქი ლუკაკუს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბელგიელს წინ დიდი გამოცდა ელოდება და ის ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.

"იუნაიტედში" გადასვლა უდიდესი ნახტომია. ეს მე მაშინ განვიცადე როდესაც აქ "ტოტენჰემიდან" გადმოვედი. მერწმუნეთ "იუნაიტედში" თამაში რთულია, ამას ვერავის დააჯერებ მანამ სანამ ისინი თვითონვე არ აღმოჩნდებიან ამ სიტუაციაში. ეს ყველაფერი ლუკაკუსაც ელოდება, მაგრამ მას აქვს ბონუსი - პრემიერ ლიგის გამოცდილება. მან კარგად იცის თუ რა მოეთხოვება მას კვირიდან კვირამდე, მთავარია მან წნეხს გაუძლოს."

ქერიქი ამბობს რომ ლუკაკუს იბრაჰიმოვიჩის შეცვლა მოუწევს, ისევე როგორც მას მოუწია თავის დროზე როი კინის შეცვლა, თუმცა აცხადებს რომ შედარებები არასწორია და უბრალოდ ზედმეტი წნეხია.

"იბრა ჩვენთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ რომელულუს თავისი პიროვნება აქვს. როი კინი სხვა იყო, მე მაიქლ ქერიქად დავრჩი, საერთოდ არ მიფიქრია რომ შევცვლილიყავი. ლუკაკუმაც იგივე უნდა გააკეთოს. მას როგორც ყველა სხვა დანარჩენს სეზონის მიმდინარეობისას განსჯიან და ის ამისთვის მზად უნდა იყოს. ლუკაკუ ახლა სულ სხვა დონის გუნდში იმყოფება და მჯერავს რომ ის თავს ყველაფერს კარგად გაართმევს."

"ჩვენ ყველამ ვიცით რა შეუძლია მას, რას მოგვიტანს ის. მან არ უნდა შეცვალოს მისი თამაში, უბრალოდ უნდა განაგრძოს იყოს ის ვინც იყო აქამდე და გააკეთოს ის რასაც აკეთებდა აქამდე. ჩვენ მან გოლები უნდა მოგვიტანოს, ამაში მეც ვარ დარწმუნებული, თანაგუნდელებიც და სამწვრთნელო შტაბიც."


წყარო:Telegraph.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
17 ივლისი 2017 12:49
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ბომბარდირი უნდა გახდეს წელს!!!
0
№2
ავტორი: PaLoMo
17 ივლისი 2017 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
2წელია ცდილობს კეინს აჯობოს.ახლა კი მაგარი შანსი მიეცა და უნდა გამოიყენოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: mufc1878
17 ივლისი 2017 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: O Neil
2წელია ცდილობს კეინს აჯობოს.ახლა კი მაგარი შანსი მიეცა და უნდა გამოიყენოა



რაში აჯობოს

ისედაც ჯობია მაგაზე მეტი რომც არ გაიტანოს
0
№4
ავტორი: ROI
17 ივლისი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Realtan stper tasis tamashi iqnebian axali shenadzenebi ??
0
№5
ავტორი: Dato Sirabidze
17 ივლისი 2017 13:31
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: ROI
Realtan stper tasis tamashi iqnebian axali shenadzenebi ??

კი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№6
ავტორი: Manstark_United
17 ივლისი 2017 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ორი ტრანსფერი კიდევ გველოდება და ვნახოთ ვინები იქნებიან.ერთი ალბათ პერისიჩია... no
0
№7
ავტორი: ikeoni
17 ივლისი 2017 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Darwmunebuli var did wamatebas miaxwevs❤️
0
№8
ავტორი: ROI
17 ივლისი 2017 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: ROI
Realtan stper tasis tamashi iqnebian axali shenadzenebi ??

კი

Hoda magari boi iqneba
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
17 ივლისი 2017 15:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ადაპტაციას მალე გაივლის
0
№10
ავტორი: Iunaitedi
17 ივლისი 2017 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Raiyo esda runi ras ashineben amas. Depaida dimaria roiyvnen aravis araferi utwvavsmgonida amas rasashineben. Rtukia kii manchestershi tamashi da ataptacia mara zemdetia es yvekaferi rasac keriki ambobs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top