თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2017, 12:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2366,
კომენტარები: 11
ქერიქი: "ლუკაკუ მზად უნდა იყოს"
მაიკლ ქერიქი ლუკაკუს შესახებ საუბრობს.
ქერიქი:
მაიკლ ქერიქი ლუკაკუს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბელგიელს წინ დიდი გამოცდა ელოდება და ის ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.

"იუნაიტედში" გადასვლა უდიდესი ნახტომია. ეს მე მაშინ განვიცადე როდესაც აქ "ტოტენჰემიდან" გადმოვედი. მერწმუნეთ "იუნაიტედში" თამაში რთულია, ამას ვერავის დააჯერებ მანამ სანამ ისინი თვითონვე არ აღმოჩნდებიან ამ სიტუაციაში. ეს ყველაფერი ლუკაკუსაც ელოდება, მაგრამ მას აქვს ბონუსი - პრემიერ ლიგის გამოცდილება. მან კარგად იცის თუ რა მოეთხოვება მას კვირიდან კვირამდე, მთავარია მან წნეხს გაუძლოს."

ქერიქი ამბობს რომ ლუკაკუს იბრაჰიმოვიჩის შეცვლა მოუწევს, ისევე როგორც მას მოუწია თავის დროზე როი კინის შეცვლა, თუმცა აცხადებს რომ შედარებები არასწორია და უბრალოდ ზედმეტი წნეხია.

"იბრა ჩვენთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ რომელულუს თავისი პიროვნება აქვს. როი კინი სხვა იყო, მე მაიქლ ქერიქად დავრჩი, საერთოდ არ მიფიქრია რომ შევცვლილიყავი. ლუკაკუმაც იგივე უნდა გააკეთოს. მას როგორც ყველა სხვა დანარჩენს სეზონის მიმდინარეობისას განსჯიან და ის ამისთვის მზად უნდა იყოს. ლუკაკუ ახლა სულ სხვა დონის გუნდში იმყოფება და მჯერავს რომ ის თავს ყველაფერს კარგად გაართმევს."

"ჩვენ ყველამ ვიცით რა შეუძლია მას, რას მოგვიტანს ის. მან არ უნდა შეცვალოს მისი თამაში, უბრალოდ უნდა განაგრძოს იყოს ის ვინც იყო აქამდე და გააკეთოს ის რასაც აკეთებდა აქამდე. ჩვენ მან გოლები უნდა მოგვიტანოს, ამაში მეც ვარ დარწმუნებული, თანაგუნდელებიც და სამწვრთნელო შტაბიც."


წყარო:Telegraph.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
17 ივლისი 2017 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
აცალეთ ჩვენ მძიმე არტილერიას და ის დაამტკიცებს რომ გოლების მანქანაა,ჩვენი ტანკი და ზარბაზანია წინ არ ვიცი რომელი მცველი იგრძნობს თავს კარგათ როცა ერთი ტანკი და მეორე რაკეტა(ლუკაკუ-რეშფორდი) გიტევს თან მითუმეტეს რომ ტანკი სწრაფია! ვფიქრობ გუნდურათ პრემიერლიგაში 80 გოლი უნდა გავიტანოთ,მოდით ვთქვათ შარშანდელ სეზონში მომენტები იქმნებოდა? კი იქმნებოდა! რეალიზაციაზე გვქონდა დიდი პრობლემა,პოგბას შტანგები რეშფორდის ბევრი გაცუდებული მომენტი და ყველასი საერთოდ,ეს გამოსწორდეს რეალიზაციას მოვუმატოთ და შედეგი აუცილებლად მოვა.

რაც შეეხება ტრანსფერებს 3-5-2 ის შემთხვევაში პერისიჩს მივესალმები კაი დოღის ცხენია ესეც,კონკრეტიულ თამაშებში კი ადვილათ გადაეწყობა გუნდი როგორც 4-4-2 ზე ისე 4-2-3-1 ზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top