თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2017, 15:39
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4551,
კომენტარები: 18
"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სეზონის პირველი ამხანაგური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლოს-ანჯელეს გალაქსი"


სტადიონი: "სტაბჰაბ ცენტრი" (კარსონი,კალიფორნიის შტატი)
თარიღი: კვირა,16 ივლისი,2017 წელი
მატჩის დასაწყისი: 06:00 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Матч ТВ

"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ლოს-ანჯელეს გალაქსი"

"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კლუბი 1995 წელს დაარსდა. "გალაქსი" იმ 10 გუნდიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის, MLS -ის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი გუნდი ამერიკაში, რომელსაც დაარსების მომენტიდან სახელი არ შეუცვლია. გუნდი 5-ჯერ გახდა MLS -ის თასის გამარჯვებული 2002, 2005, 2011, 2012 და 2014 წლებში. 2000 წელს ისინი კონკაქაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ. გასულ სეზონში გუდნმა დასავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავა, საერთო გათამაშებაში კი მე-6. გააღწია კონფერენციის 1/2 ფინალში.

გუნდი 8 წლიანი (2008-2016) ხელმძღვანელობის შემდეგ ბრიუს არენამ დატოვა, დღეს "გალაქსის" მწვრთნელი კურტ ონალფო გახლავთ. გასული სეზონის ბოლო მატჩში "გალაქსი" 6:2 დამარცხდა "რეალ სოლტ ლეიქთან", გუნდთან რომელთანაც "იუნაიტედი" ამხანაგურ შეხვედრას 17 ივლისს ჩაატარებს. ჩემპიონატის ამჟამინდელ გათამაშებაში "გალაქსი" ამჟამად მე-8 ადგილს იკავებს. 18 მატჩში მათ 22 ქულის დაგროვება მოახერხეს.

"გალაქსის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის რამდენიმე ნაცნობი სახეა. ესენი არიან ეშლი კოული, რომელიც "ჩელსიში" თამაშობდა და ჯოვანი დოს სანტოსი, რომელიც "ტოტენჰემში" ასპარეზობდა. გუნდმა ბოლოს ჰოლანდიური "ვილემ II" -დან პელე ვან ანხოლტი დაიმატა.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდი ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი გუნდს პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

MUTV -სთან მიცემულ მოკლე ინტერვიუში ჟოზემ აღნიშნა, რომ "გალაქსისთან" კარებში დავიდ დე ხეა და ჯოელ პერეირა იქნებიან. ისინი 45-45 წუთს ითამაშებენ. რომერო გუნდს შემდეგ ამხანაგურ მატჩში დაეხმარება. არაოფიციალური დებიუტი ექნებათ ამ მატჩში ვიქტორ ლინდელოფსა და რომელუ ლუკაკუს. მარკოს როხო,ლუკ შოუ და ეშლი იანგი კი ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლოს-ანჯელეს გალაქსი" 7-0
გოლები: დენი უელბექი 13, უეინ რუნი 42, 45+1, რის ჯეიმს 62, 84, ეშლი იანგი 88, 90.
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2017 15:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარსიალი-ლუკაკუ-რეშფორდის სამეულს ველი სასტავში
0
№2
ავტორი: Dato Sirabidze
15 ივლისი 2017 15:42
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
სულ რაღაც 13 საათი am მოვიდა დრო როგორც იქნა wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№3
ავტორი: gache1991
15 ივლისი 2017 15:43
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ბექსის გუნდია ელ ეი:)უეჭველი იქნება თამაშზე.მსვენიერი მოედანია და იმედია კაი თამასი იქნება.მაინტერესებს ლინდელოფი პერეირა ტუანზებე მენსა ლუკაკუ როგორ ითამაშებენ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2017 15:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა როგორი განლაგება იქნება
0
№5
ავტორი: kashmara
15 ივლისი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
დგესა დზმებო გამე??
1
№6
ავტორი: Dato Sirabidze
15 ივლისი 2017 15:52
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: kashmara
დგესა დზმებო გამე??

გამთენიისას, 6ზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: kashmara
15 ივლისი 2017 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
სპასიბა დავიტ
0
№8
ავტორი: ikeoni
15 ივლისი 2017 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება love
0
№9
ავტორი: dybbuk
15 ივლისი 2017 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
1 რაც არ მომწონს ამ ამერიკის ტურნეზე ისაა რო ცუდ დროსაა თამაშები, დილის 6ზე მაგრად ტეხავს
0
№10
ავტორი: Lady in red
15 ივლისი 2017 16:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
როგორც იქნა მოვიდა ეს დღეც, ინტერესით ველი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top