თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2017, 15:39
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4550,
კომენტარები: 18
"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სეზონის პირველი ამხანაგური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლოს-ანჯელეს გალაქსი"


სტადიონი: "სტაბჰაბ ცენტრი" (კარსონი,კალიფორნიის შტატი)
თარიღი: კვირა,16 ივლისი,2017 წელი
მატჩის დასაწყისი: 06:00 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Матч ТВ

"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ლოს-ანჯელეს გალაქსი"

"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კლუბი 1995 წელს დაარსდა. "გალაქსი" იმ 10 გუნდიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის, MLS -ის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი გუნდი ამერიკაში, რომელსაც დაარსების მომენტიდან სახელი არ შეუცვლია. გუნდი 5-ჯერ გახდა MLS -ის თასის გამარჯვებული 2002, 2005, 2011, 2012 და 2014 წლებში. 2000 წელს ისინი კონკაქაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ. გასულ სეზონში გუდნმა დასავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავა, საერთო გათამაშებაში კი მე-6. გააღწია კონფერენციის 1/2 ფინალში.

გუნდი 8 წლიანი (2008-2016) ხელმძღვანელობის შემდეგ ბრიუს არენამ დატოვა, დღეს "გალაქსის" მწვრთნელი კურტ ონალფო გახლავთ. გასული სეზონის ბოლო მატჩში "გალაქსი" 6:2 დამარცხდა "რეალ სოლტ ლეიქთან", გუნდთან რომელთანაც "იუნაიტედი" ამხანაგურ შეხვედრას 17 ივლისს ჩაატარებს. ჩემპიონატის ამჟამინდელ გათამაშებაში "გალაქსი" ამჟამად მე-8 ადგილს იკავებს. 18 მატჩში მათ 22 ქულის დაგროვება მოახერხეს.

"გალაქსის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის რამდენიმე ნაცნობი სახეა. ესენი არიან ეშლი კოული, რომელიც "ჩელსიში" თამაშობდა და ჯოვანი დოს სანტოსი, რომელიც "ტოტენჰემში" ასპარეზობდა. გუნდმა ბოლოს ჰოლანდიური "ვილემ II" -დან პელე ვან ანხოლტი დაიმატა.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდი ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი გუნდს პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

MUTV -სთან მიცემულ მოკლე ინტერვიუში ჟოზემ აღნიშნა, რომ "გალაქსისთან" კარებში დავიდ დე ხეა და ჯოელ პერეირა იქნებიან. ისინი 45-45 წუთს ითამაშებენ. რომერო გუნდს შემდეგ ამხანაგურ მატჩში დაეხმარება. არაოფიციალური დებიუტი ექნებათ ამ მატჩში ვიქტორ ლინდელოფსა და რომელუ ლუკაკუს. მარკოს როხო,ლუკ შოუ და ეშლი იანგი კი ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლოს-ანჯელეს გალაქსი" 7-0
გოლები: დენი უელბექი 13, უეინ რუნი 42, 45+1, რის ჯეიმს 62, 84, ეშლი იანგი 88, 90.
მატჩის წინ
18 კომენტარი
№11
ავტორი: Dato Sirabidze
15 ივლისი 2017 16:05
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: dybbuk
1 რაც არ მომწონს ამ ამერიკის ტურნეზე ისაა რო ცუდ დროსაა თამაშები, დილის 6ზე მაგრად ტეხავს

შემდეგი თამაშები აღარაა ძაან გვიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№12
ავტორი: Phil Jones
15 ივლისი 2017 16:06
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წარმოიდგინეთ კაცს რო დილის 6 საათზე არ გეცლება საყვარელი გუნდის თამაშს რომ უყურო ((((
0
№13
ავტორი: shotkin
15 ივლისი 2017 16:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს ისეთი არაფერი აი სიტისთან რეალან და ბარსასსთან იქნება კაი რამე
0
№14
ავტორი: fergia
15 ივლისი 2017 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ახალწვეულების და ახალგაზრდების თამაში მაინტერესებს თუ როგორ გამოიჩენენ თავს..

ახალგაზრდებიდან პერეირას დიდი იმედი მაქვს კიდე ფოსუ მენსასი და ტუანზებესი დანარჩენები ვნახოთ თუ როგორ წარმოაჩენენ თავს..
0
№15
ავტორი: Iunaitedi
15 ივლისი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Kaia me mawyobs 6 saatze wink
0
№16
ავტორი: gache1991
15 ივლისი 2017 19:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
წარადგინა ჩელსიმ ბაკაიოკო..წავა ეხლა ერთი ამბავი მატიჩი იმას უკავშირდება მატიჩი ამას უკავშირდება:))მზით გაცვითოს იუვემაც მილანმაც და არსენალმაც..ოღონდ ეგ არ მოიყვანონ..მითუმეტეს 40 მილიონად..მოვიდეს დაიერი და რა ახალგაზრდული კამანდა გვეყოლებააა
0
№17
ავტორი: The Special One
15 ივლისი 2017 19:50
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რა უბედურებაა ეს დილის 6 საათი ;დ არც იმათ არ უნდა აწყობდეთ ღამის 10 საათზე რავი ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№18
ავტორი: dzia_David
16 ივლისი 2017 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რა მაგარი სპორტული ბაზაა :( ;(( მანდ წამიყვანონ და მეც ავთამაშდები :D :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top