თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2017, 15:46
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 12
"მანჩესტერი" ნაინგოლანს მიუბრუნდა
"იუნაიტედი" ბელგიელს ვერ ივიწყებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "რომას" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ინგლისური გრანდის პრიორიტეტად ერიკ დაიერი რჩება.

"რომას" ბელგიელი ნახევარმცველის შეძენით გასულ ზაფხულს აქტიურად იყო დაინტერესებული ლონდონის "ჩელსი", მაგრამ საბოლოოდ რაჯა დედაქალაქურ გუნდში დარჩა. როგორც მოგეხსენებათ "ჩელსი" ძალიან ახლოსაა "მონაკოს" ნახევარმცველის ტიმუ ბაკაიოკოს ყიდვასთან. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაშიც, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ კონტე მაინც მოისურვებს ბელგიელის გაფორმებას და არაა გამორიცხული, რომ "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთხელ შეებრძოლონ ერთმანეთს.

მიუხდავად იმისა, რომ "რომას" ახლმა სპორტულმა დირექტორმა მონჩემ საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ კლუბი არ აპირებს რაჯას გაშვებას, ფეხბურთელის მიერ პოსტზე დატოვებული კომენტარი დიდ ეჭვს ბადებს. მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ "ჩელსიმ" "რომადან" ანტონიო რუდიგერი დაიმატა. იტალიური გუნდის ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა სოციალური ქსელის მეშვეობით რუდიგერს დაემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ გერმანელის წასვლა რომაული კლუბიდან უკანასკნელი იქნებოდა. რაჯამ კი აღნიშნულ პოსტს შემდეგ ნაირი კომენტარი გაუკეთა."არ ვიცი, ვნახოთ". რაც რა საკვირველია დიდ ეჭვს ბადებს.

გარდა "წითელი ეშმაკებისა", 29 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს "ინეტირიც" გამოხატავს, თუმცა თუ საქმე ნაინგლოანის გაშვებაზე მიდგა "რომა" ყველანიარად ეცდება ბელგიელის იტალიის ფარგლებ გარეთ გაშვებას, რათა არ მოხდეს მათი ერთ-ერთი კონკურენტის გაძლიერება. "იუნაიტედი" მის სანაცვლოდ მზადაა 40 მილიონზე მეტიც გადაიხადოს. ნაინგლოანის გარდა "იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდება ნემანია მატიჩის და ერიკ დაიერის შეძენით. ახლად გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო "ანდერლეხტის" 22 წლის ნახევარმცველს ლეანდერ დენდონკერსაც აკვირდება.

წყარო:Dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Morata9
13 ივლისი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ეს არ გადმოვა ჭორია :(
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივლისი 2017 16:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხან რა იწერება ხან რა, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება მანამდე ასე იქნება იმათზე ვისაც გაზეთები უკავშირებენ მამჩესტერს, მოურინიოს სიაში არი თუ არა :D
0
№3
ავტორი: dybbuk
13 ივლისი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
აი საერთოდ არ მგონია რომ ამის ყიდვა რაიმე პრობლემა იყოს, უბრალოდ შესთავაზონ ეგ 40 თუ 45 მილიონი და გადმოსულია
0
№4
ავტორი: Lalana
13 ივლისი 2017 16:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: dybbuk
აი საერთოდ არ მგონია რომ ამის ყიდვა რაიმე პრობლემა იყოს, უბრალოდ შესთავაზონ ეგ 40 თუ 45 მილიონი და გადმოსულია

ადრე რომ ქაჯებივით იხდიდნენ საშუალო დონის ფეხბურთელებში 45-50 მილიონებს ახლა უნდათ კარგ თანხაში მოაგვარონ ტრანსფერები თორემ არც 50ის გადახდა გაუჭირდებოდათ ამაში.
0
№5
ავტორი: stepno
13 ივლისი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნეტაა გადმოვიდეეს
0
№6
ავტორი: ROI
13 ივლისი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აუუ რაჯა მინიმუმ 3 სეზონი იქნება პრობლემა ნახევარზე მოხსნილი:*
0
№7
ავტორი: PaLoMo
13 ივლისი 2017 17:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
ციტატა: Lalana
ციტატა: dybbuk
აი საერთოდ არ მგონია რომ ამის ყიდვა რაიმე პრობლემა იყოს, უბრალოდ შესთავაზონ ეგ 40 თუ 45 მილიონი და გადმოსულია

ადრე რომ ქაჯებივით იხდიდნენ საშუალო დონის ფეხბურთელებში 45-50 მილიონებს ახლა უნდათ კარგ თანხაში მოაგვარონ ტრანსფერები თორემ არც 50ის გადახდა გაუჭირდებოდათ ამაში.

xoo ar undat dzan zedmeti yaron fexburtelebshi chven tu kapikebad vishvebt sxvam ro iafad gaushvas daiqceva qveyana? agar vart vangaalis gundi rasac dagvifasebdnen,rom vadzlevdit.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: dybbuk
13 ივლისი 2017 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: Lalana
ციტატა: dybbuk
აი საერთოდ არ მგონია რომ ამის ყიდვა რაიმე პრობლემა იყოს, უბრალოდ შესთავაზონ ეგ 40 თუ 45 მილიონი და გადმოსულია

ადრე რომ ქაჯებივით იხდიდნენ საშუალო დონის ფეხბურთელებში 45-50 მილიონებს ახლა უნდათ კარგ თანხაში მოაგვარონ ტრანსფერები თორემ არც 50ის გადახდა გაუჭირდებოდათ ამაში.

მეტი უბრალოდ ვერც ეღირება მიუხედავად იმისა რო დღეს ასტრონომიულ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში, ასაკშია და 40მლნ თან ფუნტი კარგი ოფერია ჩემი აზრით
0
№9
ავტორი: ikeoni
13 ივლისი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
რა მაგრად მინდა ამის ყიდვა
0
№10
ავტორი: Lalana
13 ივლისი 2017 19:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: dybbuk
მეტი უბრალოდ ვერც ეღირება მიუხედავად იმისა რო დღეს ასტრონომიულ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში, ასაკშია და 40მლნ თან ფუნტი კარგი ოფერია ჩემი აზრით

კი ზოგადად მასე უნდა იყოს,მაგრამ პერისიჩში 50 მილიონსაც რომ არ იღებენ და არ გვატანენ არც ამას გამოუშვებენ მაგ ფასად.თან საჭირო კაცია რომაელთათვის და მარტივად არ გამოუშვებენ,დიდი თანხის სანაცვლოდ კი დაფიქრდებიან
ციტატა: O Neil
xoo ar undat dzan zedmeti yaron fexburtelebshi chven tu kapikebad vishvebt sxvam ro iafad gaushvas daiqceva qveyana? agar vart vangaalis gundi rasac dagvifasebdnen,rom vadzlevdit.

აი მაგას ვერ ვიტანდი,მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის ყიდულობდნენ ყველას ორმაგ ფასს აძლევდნენ და არ იყო კარგი,თითქოს გვაგოიმებდნენ და ახლა თითქოს შევაჭრებაზეც მიდიან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top