თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2017, 15:46
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 12
"მანჩესტერი" ნაინგოლანს მიუბრუნდა
"იუნაიტედი" ბელგიელს ვერ ივიწყებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "რომას" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ინგლისური გრანდის პრიორიტეტად ერიკ დაიერი რჩება.

"რომას" ბელგიელი ნახევარმცველის შეძენით გასულ ზაფხულს აქტიურად იყო დაინტერესებული ლონდონის "ჩელსი", მაგრამ საბოლოოდ რაჯა დედაქალაქურ გუნდში დარჩა. როგორც მოგეხსენებათ "ჩელსი" ძალიან ახლოსაა "მონაკოს" ნახევარმცველის ტიმუ ბაკაიოკოს ყიდვასთან. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაშიც, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ კონტე მაინც მოისურვებს ბელგიელის გაფორმებას და არაა გამორიცხული, რომ "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთხელ შეებრძოლონ ერთმანეთს.

მიუხდავად იმისა, რომ "რომას" ახლმა სპორტულმა დირექტორმა მონჩემ საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ კლუბი არ აპირებს რაჯას გაშვებას, ფეხბურთელის მიერ პოსტზე დატოვებული კომენტარი დიდ ეჭვს ბადებს. მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ "ჩელსიმ" "რომადან" ანტონიო რუდიგერი დაიმატა. იტალიური გუნდის ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა სოციალური ქსელის მეშვეობით რუდიგერს დაემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ გერმანელის წასვლა რომაული კლუბიდან უკანასკნელი იქნებოდა. რაჯამ კი აღნიშნულ პოსტს შემდეგ ნაირი კომენტარი გაუკეთა."არ ვიცი, ვნახოთ". რაც რა საკვირველია დიდ ეჭვს ბადებს.

გარდა "წითელი ეშმაკებისა", 29 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს "ინეტირიც" გამოხატავს, თუმცა თუ საქმე ნაინგლოანის გაშვებაზე მიდგა "რომა" ყველანიარად ეცდება ბელგიელის იტალიის ფარგლებ გარეთ გაშვებას, რათა არ მოხდეს მათი ერთ-ერთი კონკურენტის გაძლიერება. "იუნაიტედი" მის სანაცვლოდ მზადაა 40 მილიონზე მეტიც გადაიხადოს. ნაინგლოანის გარდა "იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდება ნემანია მატიჩის და ერიკ დაიერის შეძენით. ახლად გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო "ანდერლეხტის" 22 წლის ნახევარმცველს ლეანდერ დენდონკერსაც აკვირდება.

წყარო:Dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
13 ივლისი 2017 19:58
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მიდიი მიდი ვუდვორდ.მეტი რა უნდა რომას 29 წლის ჩამშლელში არავინ გადაუხდის მეტს,აგერ კანტეს სასწაული სეზონი ქონდა ლესტერში ჯერ ახალგაზრდაა და 35ად იყიდა ჩელსიმ..ეგ არი რო დეროსი დაბერდა და სტროტმანი ფაიფურის არი..ამის იმედი აქ ყველას ტოტის და დე როსის მერე ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქ გუნდში უკვე...ამასაც რა უნდა მეტი გუნდში ორი ბელგიელი დახვდება ლუკაკუ ფელაინი,მიიინიმუმ აი სუ მინიმუმ გაორმაგებული ხელფასი და ჩემპიონატს მოიგებს ლიგაზე წინ გავა,რომაში რა პერსპექტივა აქ,ცარიელი ტრიბუნები მუდამ მე-2 მე-3 ადგილი,ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენა და ასე შემდეგ..
0
№12
ავტორი: Giorgi MU
14 ივლისი 2017 02:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
მიდით მიდით რაჯა დონეა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top