თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2017, 17:55
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2905,
კომენტარები: 14
უეინ რუნი: "გადაწყვეტილება თვითონ მივიღე"
უეინ რუნი "მანჩესტერიდან" წასვლას იხსენებს.
უეინ რუნი:
გუშინ უეინ რუნის პრეკონფერენცია გაიმართა, სადაც ის "ევერტონის" ფეხბურთელად წარადგინეს. პრესკონფერენცია მან ისაუბრა თუ როგორ დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი".

"განშორების დრო მოვიდა - აცხადებს რუნი. "ყველაზე რთული ჩემთვის ორი ტიტულის აღმართვა იყო, რადგანაც ვგრძნობდი რომ მათ მოგებაში ნაკლები წვლილი მიმიძღვოდა და სიმართლე გითხრათ რა თქმა უნდა ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ მე ამ ტიტულების მოგებისგან თავს ბედნიერად ვეღარ ვგრძნობდი."

"სადღაც ნოემბრისაკენ უკვე ვიცოდი რომ გუნდს დავტოვებდი. ჟოზეს იანვარში დაველაპარაკე წასვლასთან დაკავშირებით და მან მითხრა რომ უნდოდა დავრჩენილიყავი და გუნდს სეზონის ბოლოსკენ დავხმარებოდი. როდესაც მოედანზე გამოვდიოდი ვცდილობდი გუნდს ყველაფრით დავხმარებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ მაინც უნდა წავსულიყავი. უნდა წავსულიყავი რომ გადამერჩინა ჩემი კარიერა. ეს ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო, რადგანაც გუნდში 13 წელი გავატარე."

"სეზონი ნორმალურად დავიწყე, მაგრამ შემდეგ "უოტფორდთან" ცუდად ვითამაშე, ეს ნამდვილად ასე იყო. შემდეგ ჟოზემ ტაქტიკა შეცვალა, ის ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე გამოდიოდნენ კარგად იჩენდნენ თავს, ამიტომაც ჟოზემ გააგრძელა იმ შემადგენლობით თამაში. მე მას ვაფასებ როგორც მწვრთნელს, როგორც ადამიანს, მესმის რომ მან როგორც მწვრთნელმა ყოველთვის უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. მე მასზე არ ვარ განაწყენებული, მაგრამ დრო იყო მეც მიმეღო გადაწყვეტილება და ჩემი კარიერა "გადამეტვირთა."

"შემეძლო მენახა ისეთი გუნდი, რომელშიც მექნებოდა იმაზე მეტი ანაზღაურება ვიდრე "იუნაიტედში", მაგრამ მე ფეხბურთის თამაში მინდოდა და ამიტომაც ვარჩიე "ევერტონი". ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, ბევრი ფიქრობს რომ მე აქ კარიერის დასრულებისთვის გადმოვედი. ეს ასე არ არის, მე მაქვს ამბიციები და მჯერავს, რომ "ევერტონში" შეგვიძლია ტიტულების მოგება."

წყარო:MANUTD.RU
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 ივლისი 2017 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სულით მაინც ევერტონელია რაა:((( წარმატებები რუნი მაგრამ ტიტულის მოგების რა გითხრა
0
№2
ავტორი: RAMKA MANIU
11 ივლისი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Runi magra gamityda sheni wasvla mara shenic mesmis
0
№3
ავტორი: koksonn
11 ივლისი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
მეორე ადგილზე გასვლას გისურვებ :D
0
№4
ავტორი: RAMKA MANIU
11 ივლისი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Ra mainteresebs da vinmem tu icit zustad mitxarit. Radioshi movusmine ro lukakushi 75 milioni gadaixades plus15 bonusebis saxit. Eg uechveli xo magram kide plus runi gaushviat ufasot mgoni da simartlea eg? Mashin lukaku gamodis yvelaze dzviradgirebuli mara runis gashvebac ase uarafrot ravi. Itokshi mitxarit tu icit ra
0
№5
ავტორი: Lalana
11 ივლისი 2017 18:55
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: RAMKA MANIU
RAMKA MANIU

არა მგონია ლუკაკუს ტრანსფერში ყოფილიყო რუნი ჩართული,უბრალოდ ჩვდნი ათი ნომერი უფასოდ გაუშვეს.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2017 19:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოურინიო, რა თქმა უნდა, პირადირ არ ეტყოდა წადიო მარა იგრძნო რუნიმ რო ჟოზეს დიდათ აღარ სჭირდებოდა, და ვერც გაამტყუნებ რუნის ფორმიდან გამომდინარე
0
№7
ავტორი: makaveli
11 ივლისი 2017 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: ikeoni
სულით მაინც ევერტონელია რაა:((( წარმატებები რუნი მაგრამ ტიტულის მოგების რა გითხრა

რას ატყობ ამას ევერტონელისას? ჯერ წითელია და მერე შეილება მერსისაიდელიც
0
№8
ავტორი: Gauchinho
11 ივლისი 2017 19:22
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
ეხ რუნი რუნი , ვინ იფიქრებდა კერიკზე ადრე დაასრულებდი მანჩესტერის კარიერას winked მადლობა ყველაფრისთვის შრეკ request შენ გამო დავიწყე მანჩესტერის ქომაგობა derphappycry
0
№9
ავტორი: gaga1987
11 ივლისი 2017 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
წარმატებები კაპიტანო
0
№10
ავტორი: gache1991
11 ივლისი 2017 19:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Kide agient exla mourinios gaushva..sworad gang ixilia yvelaperi.ro tavis gadawyevtileab iyo.da wasvla jobda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top