თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2017, 17:55
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2910,
კომენტარები: 14
უეინ რუნი: "გადაწყვეტილება თვითონ მივიღე"
უეინ რუნი "მანჩესტერიდან" წასვლას იხსენებს.
უეინ რუნი:
გუშინ უეინ რუნის პრეკონფერენცია გაიმართა, სადაც ის "ევერტონის" ფეხბურთელად წარადგინეს. პრესკონფერენცია მან ისაუბრა თუ როგორ დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი".

"განშორების დრო მოვიდა - აცხადებს რუნი. "ყველაზე რთული ჩემთვის ორი ტიტულის აღმართვა იყო, რადგანაც ვგრძნობდი რომ მათ მოგებაში ნაკლები წვლილი მიმიძღვოდა და სიმართლე გითხრათ რა თქმა უნდა ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ მე ამ ტიტულების მოგებისგან თავს ბედნიერად ვეღარ ვგრძნობდი."

"სადღაც ნოემბრისაკენ უკვე ვიცოდი რომ გუნდს დავტოვებდი. ჟოზეს იანვარში დაველაპარაკე წასვლასთან დაკავშირებით და მან მითხრა რომ უნდოდა დავრჩენილიყავი და გუნდს სეზონის ბოლოსკენ დავხმარებოდი. როდესაც მოედანზე გამოვდიოდი ვცდილობდი გუნდს ყველაფრით დავხმარებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ მაინც უნდა წავსულიყავი. უნდა წავსულიყავი რომ გადამერჩინა ჩემი კარიერა. ეს ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო, რადგანაც გუნდში 13 წელი გავატარე."

"სეზონი ნორმალურად დავიწყე, მაგრამ შემდეგ "უოტფორდთან" ცუდად ვითამაშე, ეს ნამდვილად ასე იყო. შემდეგ ჟოზემ ტაქტიკა შეცვალა, ის ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე გამოდიოდნენ კარგად იჩენდნენ თავს, ამიტომაც ჟოზემ გააგრძელა იმ შემადგენლობით თამაში. მე მას ვაფასებ როგორც მწვრთნელს, როგორც ადამიანს, მესმის რომ მან როგორც მწვრთნელმა ყოველთვის უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. მე მასზე არ ვარ განაწყენებული, მაგრამ დრო იყო მეც მიმეღო გადაწყვეტილება და ჩემი კარიერა "გადამეტვირთა."

"შემეძლო მენახა ისეთი გუნდი, რომელშიც მექნებოდა იმაზე მეტი ანაზღაურება ვიდრე "იუნაიტედში", მაგრამ მე ფეხბურთის თამაში მინდოდა და ამიტომაც ვარჩიე "ევერტონი". ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, ბევრი ფიქრობს რომ მე აქ კარიერის დასრულებისთვის გადმოვედი. ეს ასე არ არის, მე მაქვს ამბიციები და მჯერავს, რომ "ევერტონში" შეგვიძლია ტიტულების მოგება."

წყარო:MANUTD.RU
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
11 ივლისი 2017 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ციტატა: makaveli
ციტატა: ikeoni
სულით მაინც ევერტონელია რაა:((( წარმატებები რუნი მაგრამ ტიტულის მოგების რა გითხრა

რას ატყობ ამას ევერტონელისას? ჯერ წითელია და მერე შეილება მერსისაიდელიც

ლივერპულშია დაბადებული და ევერტონის სკოლის აღსდილი რას ვატყობ და შუბლზე აწერია რას უნდ ავატყობდე
0
№12
ავტორი: shotkin
11 ივლისი 2017 21:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მადლობა ავტორს უბრალოდ გაითვალისწინე მჯერავს არა მჯერა
0
№13
ავტორი: levionok
11 ივლისი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგი გადაწყვეტილება მიიღო და მანჩესტერმაც პატივი სცა რომ ფასი არ დაადო და არ გაყიდა სადმე სხვაგან არამედ მადლობის ნიშნად უფასოდ გაუშვა იქ სადაც თვითონ ძალიან უნდოდა,გამიხარდა იმაზე მეტად ძვირფასია ეს გადაწყვეტილება ვიდრე 10 და 20 მილიონი(მანჩესტერისთვის)წარმატებები შრეკ აწი მარტო პიჟამო კი არა ფორმაც გეცმევა ევერტონის ;)
0
№14
ავტორი: gatika
12 ივლისი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ციტატა: levionok
კარგი გადაწყვეტილება მიიღო და მანჩესტერმაც პატივი სცა რომ ფასი არ დაადო და არ გაყიდა სადმე სხვაგან არამედ მადლობის ნიშნად უფასოდ გაუშვა იქ სადაც თვითონ ძალიან უნდოდა,გამიხარდა იმაზე მეტად ძვირფასია ეს გადაწყვეტილება ვიდრე 10 და 20 მილიონი(მანჩესტერისთვის)წარმატებები შრეკ აწი მარტო პიჟამო კი არა ფორმაც გეცმევა ევერტონის ;)




amden kacshi marto shenmixvdi ufasot gadasvlis swor mizezs sagol ❤

Dheufasebelia dzmao eskaci chvenigundistvis da I'm pativiscemis nishnadvro tviton moindoma wasvla runia da sadacunda wavides iasnia ❤
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top