თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2017, 21:10
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3312,
კომენტარები: 14
რომელუ ლუკაკუ: "გულშემატკივრებისთვის ყველაფერს გავაკეთებ"
რომელუ ლუკაკუს ვრცელი ინტერვიუ.
რომელუ ლუკაკუ:
რომელუ ლუკაკუმ კლუბის ტელეარხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

გილოცავთ რომელუ ლუკაკუ. როგორი ემოციებია ?

"მოხარული,აღტაცებული ვარ. მოუთმენლად ველოდები დაწყებას. შეხვედრას თანაგუნდელებთან, მწვრთნელთა. მოუთმენლად ველოდები ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას."

რატომ აირჩიე "მანჩესტერ იუნაიტედი" ?

"გუნდის ისტორიის, ფეხბურთელების გამო. იმის გამო რომ ამ გუნდს ყოველთვის სურს ტიტულების მოგება. ეს სწორედ ისაა რაც მე ამდენი ხნის განმვალობაში მინდოდა, მეთამაშა გუნდში რომელსაც სურს იყოს საუკეთესო. ეს ჩემთვის უდიდესი შანსი იყო. როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" შენი თავი სურს, შეუძლებელია მათ უარი უთხრა."

რამდენად სასიამოვნოა ის ფაქტი რომ გუნდს უკვე წინასასეზონო ტურნეზე შუეერთდები ?


"რა თქმა უნდა ეს იყო ჩემი სურვილი მეთამაშა ამ გუნდში. მინდოდა ყველაფერი წინასასეზონო ტურნემდე დასრულებულიყო, რადგანაც მსურდა შევჩვეოდი ჩემს ახალ თანაგუნდელებს, შევჩვეოდი მათ სათამაშო სტილს. მოურინიოსთან ადრეც მიმუშავია მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი მაინტერესებს და ამიტომაც ველოდები მოუთმენლად თუ როდის შევუდგები გუნდთან ერთად ვარჯიშს."

მოუთმენლად ელოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას ლოს-ანჯელესში ?

"რა თქმა უნდა მოუთმენლად ველოდები. მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გავდივარ. მინდა რომ თანაგუნდელებს დავეხმარო და მათთან ერთად ყველა ის ტიტული მოვიგო, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ."

პოგბა შენი კარგი მეგობარია, რამდენად დიდი როლი ითამაშა მან შენს აქ გადმოსვლაში ?

"პოგბამ დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ყველაფერ ამასთან ის ჩემი მეზობელიცაა. ამის გამო მე მასთან თითქმის მთელი დღის განმავლობაში მაქვს ურთიერთობა და ბუნებრივია ის მიყვებოდა თუ რა ხდებოდა გუნდში. გასულ წელს როდესაც მან "მანჩესტერთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი მივხვდი რომ თუ ასეთი შანსი მეც მომეცემოდა მას არანაირად აღარ გავუშვებდი. შენ ხვდები თუ რამდენად დიდი გუნდია "იუნაიტედი" და როგორ ძლიერ სურთ მათ გამარჯვება. კარიერის ბოლოს მექნება საშუალება ვთქვა, რომ ასეთ დიდ გუნდში ვთამაშობდი. ეს ჩემთვის ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია და ამას აუცილებლად გამოვიყენებ."

მარუანს იცნობ, უკვე ელაპარაკე მას "იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე ?

"ორი დღის წინ მელაპარაკა და მითხრა რომ ახლა მივხვდებოდი თუ რამდენად დიდი გუნდი იყო "იუნაიტედი". ვუთხარი, რომ ამას უკვე ვხდებოდი. მერწმუნეთ დიდებულია როცა გვერდში გყავს ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც შენ ეროვნულ ნაკრებში თამაშობ და ფეხბურთელი, რომელიც შენი საუკეთესო მეგობარია."

ჟოზესთან მუშაობას მოუთმენლად ელოდები ?

"კი, ეს ასეა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კარგი ურთიერთობა. მისი ხელმძღვანელობით თამაშზე ჯერ კიდევ 10 წლიდან ვოცნებობდი. მოხარული ვარ რომ 24 წლის ასაკში მასთან მუშაობის საშუალება მომეცა და მისი გეგმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ვარ. ჟოზე ის მწვრთნელია რომელიც ჩვენ ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება და მასთან მუშაობას ამიტომაც ველოდები მოუთმენლად."

რადგანაც მწვრთნელებზე ვსაუბრობთ გავიხსენოთ,რომ სერ ალექსის ბოლო მატჩში შენ "იუნაიტედს" ჰეთ-თრიკი შეუსრულე. გახსოვს ეს დღე ?

"ყველაფერი მახსოვს. პირველ ტაიმში მათი დომინირება უბრალოდ სასწაული იყო. ის დიდებული გუნდი იყო, მაშინ სქოულზი,გიგზი,ფერდინანდი თამაშობდნენ და ყველაფერს ამას ერთვოდა ის, რომ ეს სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო შეხვედრა იყო. მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და მე დღეს ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. უბრალოდ მინდა რომ "იუნაიტედს" წარმატების მიღწევაში დავეხმარო."

"ოლდ ტრაფორდზე" ბევრჯერ გითამაშია. როგორ ფიქრობ, რა გრძნობა დაგეუფლება როცა 75000 გულშემატკივრის წინ წითელ მაისურში გამოხვალ ?

"მე მანჩესტერში ვცხოვრობ. ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მე ყოველთვის მიწევდა "ოლდ ტრაფორდის" გავლა. ერთ დღეს დედას ვუთხარი რომ აქ მომავალში სიამოვნებით ვითამაშებდი. ასე ვფიქრობდი, ასეთი გრძნობა მქონდა. ჩავუვლი ხოლმე მაგრამ დიდი ხნით ვუყურებ. ყოველთვის როდესაც "იუნაიტედის" წინააღმდეგ ვთამაშობდი თავს ბავშვად მივიჩნევდი. მერწმუნეთ აქ საოცარი ატმოსფეროა,საოცარი გულშემატკივრები. "ოლდ ტრაფორდზე" გამოსვლას მოუთმენლად ველოდები."

რის მიღწევას იმედოვნებ "იუნაიტედში", როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურად ?

"ინდივიდუალურად მინდა ვიმუშავო უფრო მეტი ვიდრე ეს აქამდე გამიკეთებია და გავიტანო რაც შეიძლება ბევრი გოლი. მე ეს ყოველთვის მინდა, მინდა რომ ვხდებოდი უკეთესი, ძლიერი. როდესაც შენ დიდი გუნდისთვის თამაშობ, შენ უნდა ითამაშო როგორც დიდმა ფეხბურთელმა და ეს შენ ყოველ კვირას უნდა გააკეთო, ყოველ თამაშში. ეს ის გამოწვევაა რომელიც მე დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. იმ ასაკში ვარ სადაც შემდეგი ნაბიჯის გაკეთება მჭირდება. ამ გუნდს მოგებისთვის ყველაფერი აქვს, გუნდური მოთამაშე ვარ და მინდა გუნდს დავეხმარო. ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებაა, იმდენი ტიტულის მოგება რამდენიც შესაძლებელია."

გუნდმა ჟოზეს პირველ სეზონში 3 ტიტული მოიგო. როგორ ფიქრობ რა წარმატება ექნება გუნდს შენი აქ ყოფნის პერიოდში ?

"არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და არც მსურს ბევრი ვილაპარაკო. უმჯობესია ბევრი ვიმუშავო და ყველაფერი მოედანზე დავამტკიცო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ყველა ტიტულის მოსაგებად."

ჩვენ დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაზე. ელოდები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ?

"როგორც იქნა (იცინის). სადღაც 8 წელია რაც ფეხბურთში ვარ და მე არასდროს მითამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზეც კი. ჩემპიონთა ლიგას რაღაც განსაკუთრებული აქვს და მინდა გავიგო რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს. ახლა მე ამის შესაძლებლობაც მაქვს და იმისაც, რომ ლიგის მოგებისთვისაც ვიბრძოლო და ეს შესანიშნავია. ჩვენ ყველანი მზად ვართ მუშაობისთვის, რომ ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხდეთ და ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ."

და ბოლოს, რა შეტყობინებას დაუტოვებ "მანჩესტერ იუნაიტედის" მილიონობით გულშემატკივარს ?

"მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო, გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და მოვიგო რაც შეიძლება ბევრი ტიტული. მათ მოედანზე სანახაობა სურთ და მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ."

თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
10 ივლისი 2017 21:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს ინტერვიუ წავიკითხე ცოტა ხნის წინ ოფიციალურ გვერდზე და ცოტა მოვიწყინე (ზლატანის მერე) ზედმეტად სწორად საუბროსბს, არადა ეს კარგია, უბრალოდ ზლატანმა შეგვაჩვია 1 წელიწადში სხვანაირ ამბიციურ საუბრებს.
0
№2
ავტორი: kantona-7
10 ივლისი 2017 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მიდი აბა ცხოველო გაგვაკვირვე წელს ყველა შენი კარგად თამაშით და ზლატანმა რაც გაიტანა წელს ორმაგი უნდა გაიტანო

მიდი აბა ცხოველო გაგვაკვირვე წელს ყველა შენი კარგად თამაშით და ზლატანმა რაც გაიტანა წელს ორმაგი უნდა გაიტანო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2017 21:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, კეინი უფრო მევასება დღემდე მარა მგონი პერსის მერე ესეთი საჭირო კაცი არ დაგვიმატებია, აი ზუსტად ისაა ვინც გუნდს სჭირდება და ყველაფერი აქვს რაც გვაკლდა. იბრას ყველაზე მაგარი შემცვლელია

იმედია არ ცენზურაავს ესეც sad
0
№4
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
იმენა ცხოველიაა მიდი რომელუ საოცარი შეტევის ხაზი უნდა შექმნათ შენ და მარკუსმა love
0
№5
ავტორი: dybbuk
10 ივლისი 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: Phil Jones
ეს ინტერვიუ წავიკითხე ცოტა ხნის წინ ოფიციალურ გვერდზე და ცოტა მოვიწყინე (ზლატანის მერე) ზედმეტად სწორად საუბროსბს, არადა ეს კარგია, უბრალოდ ზლატანმა შეგვაჩვია 1 წელიწადში სხვანაირ ამბიციურ საუბრებს.

მე იმას ვისურვებ რო თუნდაც იანვრიდან სეზონის ბოლომდე ლუკაკუ და იბრა გაიჩითოს ერთად, რაღაც ჭორები დაიწერა შეიძლება ზამთარში მოაწოროს და დარჩესო, ვნახოთ, ისე საინტერესო სანახაობა რო იქნებოდა ეგ ფაქტია :)
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივლისი 2017 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა უცნაურია თითქმის ყველა ამბობს აქ თამაშზე ვოცნებობდიო, ლუკაკუს პირდაპირ არ უთქვამს ამ ინტერვიუში მარა ირიბათ კი გამოიუვიდა wink არადა ცოტა ხნის წინ ჩელსი იყო მისთვის რაც იყო რო გეკითხა

მოკლედ, ეს არაფერი მთავრია ახლა აქ არის და იმედია გაამართლებს იმედებს winked
0
№7
ავტორი: men1me
10 ივლისი 2017 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ციტატა: SANDROGRIGA
ცოტა უცნაურია თითქმის ყველა ამბობს აქ თამაშზე ვოცნებობდიო, ლუკაკუს პირდაპირ არ უთქვამს ამ ინტერვიუში მარა ირიბათ კი გამოიუვიდა wink არადა ცოტა ხნის წინ ჩელსი იყო მისთვის რაც იყო რო გეკითხა

მოკლედ, ეს არაფერი მთავრია ახლა აქ არის და გაამართლებს იმ იმედებს winked

ეგ ეგრეა ყოველთვის,აგერ რუნი გამოვიდა და მთელი 13 წელი ევერტონის პიჟამოებით დავდიოდიო
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
10 ივლისი 2017 22:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მე ამ კაცის ინტერვიუ მომეწონა.ძაან სწორად ბაზრობს და სწორ აქცენტებს აკეთებს.მიყვარს ასეთი დადინჯებული ცენტრი.მაგრამ ამასთან ერთად მიყვარს ერთი გიჟიც გუნდში მოედნის ცენტრში და ასეთი ახლა ნაინგოლანია.მაგრამ მაინც ბაკაიოკო მირჩევნია გუნდისთვის

ისე პოგბას სამეზობლოს სრული სია არ გვაწყენდა:)))ასე უფრო ჩამოვაყალიბებთ გუნდს.პოგბა კარიერას რო დაამთავრებს რაიოლა მიმიქარავს ისეთი აგენტი გახდება:)))
0
№9
ავტორი: Scholes123
10 ივლისი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: Dato kutaisi
მე ამ კაცის ინტერვიუ მომეწონა.ძაან სწორად ბაზრობს და სწორ აქცენტებს აკეთებს.მიყვარს ასეთი დადინჯებული ცენტრი.მაგრამ ამასთან ერთად მიყვარს ერთი გიჟიც გუნდში მოედნის ცენტრში და ასეთი ახლა ნაინგოლანია.მაგრამ მაინც ბაკაიოკო მირჩევნია გუნდისთვის

ისე პოგბას სამეზობლოს სრული სია არ გვაწყენდა:)))ასე უფრო ჩამოვაყალიბებთ გუნდს.პოგბა კარიერას რო დაამთავრებს რაიოლა მიმიქარავს ისეთი აგენტი გახდება:)))

სკაიმ დაწერა რომ ბაკაიოკო უკვე გადავიდა ჩელსიში მუხლის ტრამვა ქონდა და სამედიცინოს ვერ გადიოდა და ჩელსის რაღაცეებიც დაალაქეა გუშინ წინ... ასე რომ ბაკაიოკო დავივიწყოთ , ხოლო ნაინგოლანი ოფიციალურად რჩება სკაიმაც დაადასტურა
0
№10
ავტორი: stepno
10 ივლისი 2017 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წარმატებები ლიკაკუუ მჯერაა შენიი ძაან მაგრაად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top