თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2017, 21:10
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3512,
კომენტარები: 14
რომელუ ლუკაკუ: "გულშემატკივრებისთვის ყველაფერს გავაკეთებ"
რომელუ ლუკაკუს ვრცელი ინტერვიუ.
რომელუ ლუკაკუ:
რომელუ ლუკაკუმ კლუბის ტელეარხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

გილოცავთ რომელუ ლუკაკუ. როგორი ემოციებია ?

"მოხარული,აღტაცებული ვარ. მოუთმენლად ველოდები დაწყებას. შეხვედრას თანაგუნდელებთან, მწვრთნელთა. მოუთმენლად ველოდები ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას."

რატომ აირჩიე "მანჩესტერ იუნაიტედი" ?

"გუნდის ისტორიის, ფეხბურთელების გამო. იმის გამო რომ ამ გუნდს ყოველთვის სურს ტიტულების მოგება. ეს სწორედ ისაა რაც მე ამდენი ხნის განმვალობაში მინდოდა, მეთამაშა გუნდში რომელსაც სურს იყოს საუკეთესო. ეს ჩემთვის უდიდესი შანსი იყო. როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" შენი თავი სურს, შეუძლებელია მათ უარი უთხრა."

რამდენად სასიამოვნოა ის ფაქტი რომ გუნდს უკვე წინასასეზონო ტურნეზე შუეერთდები ?


"რა თქმა უნდა ეს იყო ჩემი სურვილი მეთამაშა ამ გუნდში. მინდოდა ყველაფერი წინასასეზონო ტურნემდე დასრულებულიყო, რადგანაც მსურდა შევჩვეოდი ჩემს ახალ თანაგუნდელებს, შევჩვეოდი მათ სათამაშო სტილს. მოურინიოსთან ადრეც მიმუშავია მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი მაინტერესებს და ამიტომაც ველოდები მოუთმენლად თუ როდის შევუდგები გუნდთან ერთად ვარჯიშს."

მოუთმენლად ელოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას ლოს-ანჯელესში ?

"რა თქმა უნდა მოუთმენლად ველოდები. მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გავდივარ. მინდა რომ თანაგუნდელებს დავეხმარო და მათთან ერთად ყველა ის ტიტული მოვიგო, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ."

პოგბა შენი კარგი მეგობარია, რამდენად დიდი როლი ითამაშა მან შენს აქ გადმოსვლაში ?

"პოგბამ დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ყველაფერ ამასთან ის ჩემი მეზობელიცაა. ამის გამო მე მასთან თითქმის მთელი დღის განმავლობაში მაქვს ურთიერთობა და ბუნებრივია ის მიყვებოდა თუ რა ხდებოდა გუნდში. გასულ წელს როდესაც მან "მანჩესტერთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი მივხვდი რომ თუ ასეთი შანსი მეც მომეცემოდა მას არანაირად აღარ გავუშვებდი. შენ ხვდები თუ რამდენად დიდი გუნდია "იუნაიტედი" და როგორ ძლიერ სურთ მათ გამარჯვება. კარიერის ბოლოს მექნება საშუალება ვთქვა, რომ ასეთ დიდ გუნდში ვთამაშობდი. ეს ჩემთვის ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია და ამას აუცილებლად გამოვიყენებ."

მარუანს იცნობ, უკვე ელაპარაკე მას "იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე ?

"ორი დღის წინ მელაპარაკა და მითხრა რომ ახლა მივხვდებოდი თუ რამდენად დიდი გუნდი იყო "იუნაიტედი". ვუთხარი, რომ ამას უკვე ვხდებოდი. მერწმუნეთ დიდებულია როცა გვერდში გყავს ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც შენ ეროვნულ ნაკრებში თამაშობ და ფეხბურთელი, რომელიც შენი საუკეთესო მეგობარია."

ჟოზესთან მუშაობას მოუთმენლად ელოდები ?

"კი, ეს ასეა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კარგი ურთიერთობა. მისი ხელმძღვანელობით თამაშზე ჯერ კიდევ 10 წლიდან ვოცნებობდი. მოხარული ვარ რომ 24 წლის ასაკში მასთან მუშაობის საშუალება მომეცა და მისი გეგმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ვარ. ჟოზე ის მწვრთნელია რომელიც ჩვენ ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება და მასთან მუშაობას ამიტომაც ველოდები მოუთმენლად."

რადგანაც მწვრთნელებზე ვსაუბრობთ გავიხსენოთ,რომ სერ ალექსის ბოლო მატჩში შენ "იუნაიტედს" ჰეთ-თრიკი შეუსრულე. გახსოვს ეს დღე ?

"ყველაფერი მახსოვს. პირველ ტაიმში მათი დომინირება უბრალოდ სასწაული იყო. ის დიდებული გუნდი იყო, მაშინ სქოულზი,გიგზი,ფერდინანდი თამაშობდნენ და ყველაფერს ამას ერთვოდა ის, რომ ეს სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო შეხვედრა იყო. მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და მე დღეს ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. უბრალოდ მინდა რომ "იუნაიტედს" წარმატების მიღწევაში დავეხმარო."

"ოლდ ტრაფორდზე" ბევრჯერ გითამაშია. როგორ ფიქრობ, რა გრძნობა დაგეუფლება როცა 75000 გულშემატკივრის წინ წითელ მაისურში გამოხვალ ?

"მე მანჩესტერში ვცხოვრობ. ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მე ყოველთვის მიწევდა "ოლდ ტრაფორდის" გავლა. ერთ დღეს დედას ვუთხარი რომ აქ მომავალში სიამოვნებით ვითამაშებდი. ასე ვფიქრობდი, ასეთი გრძნობა მქონდა. ჩავუვლი ხოლმე მაგრამ დიდი ხნით ვუყურებ. ყოველთვის როდესაც "იუნაიტედის" წინააღმდეგ ვთამაშობდი თავს ბავშვად მივიჩნევდი. მერწმუნეთ აქ საოცარი ატმოსფეროა,საოცარი გულშემატკივრები. "ოლდ ტრაფორდზე" გამოსვლას მოუთმენლად ველოდები."

რის მიღწევას იმედოვნებ "იუნაიტედში", როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურად ?

"ინდივიდუალურად მინდა ვიმუშავო უფრო მეტი ვიდრე ეს აქამდე გამიკეთებია და გავიტანო რაც შეიძლება ბევრი გოლი. მე ეს ყოველთვის მინდა, მინდა რომ ვხდებოდი უკეთესი, ძლიერი. როდესაც შენ დიდი გუნდისთვის თამაშობ, შენ უნდა ითამაშო როგორც დიდმა ფეხბურთელმა და ეს შენ ყოველ კვირას უნდა გააკეთო, ყოველ თამაშში. ეს ის გამოწვევაა რომელიც მე დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. იმ ასაკში ვარ სადაც შემდეგი ნაბიჯის გაკეთება მჭირდება. ამ გუნდს მოგებისთვის ყველაფერი აქვს, გუნდური მოთამაშე ვარ და მინდა გუნდს დავეხმარო. ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებაა, იმდენი ტიტულის მოგება რამდენიც შესაძლებელია."

გუნდმა ჟოზეს პირველ სეზონში 3 ტიტული მოიგო. როგორ ფიქრობ რა წარმატება ექნება გუნდს შენი აქ ყოფნის პერიოდში ?

"არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და არც მსურს ბევრი ვილაპარაკო. უმჯობესია ბევრი ვიმუშავო და ყველაფერი მოედანზე დავამტკიცო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ყველა ტიტულის მოსაგებად."

ჩვენ დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაზე. ელოდები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ?

"როგორც იქნა (იცინის). სადღაც 8 წელია რაც ფეხბურთში ვარ და მე არასდროს მითამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზეც კი. ჩემპიონთა ლიგას რაღაც განსაკუთრებული აქვს და მინდა გავიგო რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს. ახლა მე ამის შესაძლებლობაც მაქვს და იმისაც, რომ ლიგის მოგებისთვისაც ვიბრძოლო და ეს შესანიშნავია. ჩვენ ყველანი მზად ვართ მუშაობისთვის, რომ ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხდეთ და ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ."

და ბოლოს, რა შეტყობინებას დაუტოვებ "მანჩესტერ იუნაიტედის" მილიონობით გულშემატკივარს ?

"მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო, გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და მოვიგო რაც შეიძლება ბევრი ტიტული. მათ მოედანზე სანახაობა სურთ და მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ."

თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Dato Sirabidze
10 ივლისი 2017 22:47
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ნაინგოლანი რო რჩება ეგ სქაიმ კი არა რომას გენ დირექტორმა დაადასტურა... მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ 50 ლიმონის შეთავაზების შემთხვევაში უსიტყვოდ გამოუშვებენ, ცალკე თემაა ღირს კი 29 წლის ნაინგოლანი 50 მილიონი ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№12
ავტორი: ROI
10 ივლისი 2017 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Genacvale lukino arcerti nabiji ukan ukve miyvarxar
0
№13
ავტორი: levionok
10 ივლისი 2017 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კეAთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს საყვარელ გუნDში შავგრემანო კაცო,ველოდები კიდევ უფრო დიდ პროგრესს სწორედ ტიტულებზე დაგეშილი ბიჭები გვჭირდება და მგონი იკვრება გუნდი,თუმცა ერთი სერიოზული ჩამშლელი გვჭირდება,ფაბინიო? არ მინდა რატომღაც ეს კაცი მანჩესტერში ესეც ამყოლი ფეხბუღტელია და არა ინიციატორი,დაიერი ბაკაიოკო ნაინგოლანი ამ სამეულიდან ერთერთს სიამოვნებით ვიხილავდი მაგრამ პრესას თუ დაეჯერება რამე კიდევ ძალიან არარეალურად მოსჩანს ეს ყველაფერი...ვინ დაგვრჩა ჩამშლელის პოზიციაზე? გაჭირდება მისი მოძებნა,ძალიან გაჭირდება.
0
№14
ავტორი: dzia_David
11 ივლისი 2017 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მეზობლობაში ასისტებს არ მოგაკლებს ;დ :D ევერტონთან კარგია ურთიერთობა გვაქვს ისევ, გაეჩითოთ ახლო მომავალში კიდე ვინმე ნიჭიერი გუნდშიი :D D კაი იქნება ;დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top