როგორც BBC იუწყება, "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზებას დათანხმდა, რომელიც ლუკაკუს სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტის გადახდას ითვალისწინებს.
ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, BBC-ის გარდა ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ადასტურებს.
მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ რომელო ლუკაკუ კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა როგორც ჩანს ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.
ბელგიელმა შემტევმა უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. უკანასკნელი 5 სეზონის მანძილზე ლუკაკუმ 104 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.