თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2017, 09:39
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 4426,
კომენტარები: 53
BBC: ლუკაკუ "იუნაიტედის" ფეხბურთელია
"იუნაიტედმა" ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა.
BBC: ლუკაკუ
როგორც BBC იუწყება, "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზებას დათანხმდა, რომელიც ლუკაკუს სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტის გადახდას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, BBC-ის გარდა ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ადასტურებს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ რომელო ლუკაკუ კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა როგორც ჩანს ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.

ბელგიელმა შემტევმა უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. უკანასკნელი 5 სეზონის მანძილზე ლუკაკუმ 104 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
ახალი ამბები
53 კომენტარი
№51
ავტორი: Dato kutaisi
6 ივლისი 2017 21:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მოკლედ მასტერკლასი იყო ეს ყველაფერი მოუსგან.ყურადღება ყველას გადაატანინა მორატაზე თან გამოიყენა ის ფაქტორი რო ყველა ჩელსის უკავშირებდა ლუკაკუს და აი ბრახ.ყველა ტრანსფერს პოგბას გარდა ჩუმად აკეთებს მოუს და ვუდვორდი.პრინციპში ვუდვორდს აკეთებინებს.ერთხელ ვთქვი ვიზეც არაა ლაპარაკი იმათ მოიყვანსთქო.100% დარწმუნებული ვარ ისეთ ხალხს მოიყვანს ვინც მის გეგმებშია და ადაპტაციაში არ დაკარგავს დროს და რესურსს.სტილი დიდის ალბათობით იგივე იქნება იბრას შეცვლის ლუკაკუ.აქ მთავარი ფაქტორი პოგბა იყო და ძალიან მიხარია რომ ესენი მეგობრები არიან და მოედანზეც სხვაგვარად აეწყობიან.შარშანვე მინდოდა პოგბასთან ერთად ეს მხეცი.ცოტა მძიმე კი არის მაგრამ ევერტონში რო ამდენ გოლს გაიტან და ამდენი წელი სტაბილურ დონეს აჩვენებ თანაც ეპლში ეს ნიშნავს რომ ზუსტად გათვლილი ტრანსფერია.გილოცავთ ბიჭებო ისეთმა წყაროებმა დადეს ეს ინფოები ამას უკვე წყალი არ გაუვა
0
№52
ავტორი: gega23
7 ივლისი 2017 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ეგ არი.დავითრიეთ.მშვენიერი შენაძენია. ეხლა მორატას დაველოდოთ.ძაან მაგარი დუეტი იქნება
0
№53
ავტორი: Ronni
7 ივლისი 2017 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
გილოცავთ ლუკაკუს გაწითლებას! დადასტურებულია!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top