თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2017, 10:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4444,
კომენტარები: 15
04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
MANUTD.GE ლაივ რეჟიმში მოგაწვდით დღის განმავლობაში გავრცელებულ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსფერო სიახლეებს.

00:39 Good Night

დღეისათვის სულ ეს იყო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

00:04 ალბა დარჩება

ესპანური მედიის თანახმად ხორდი ალბა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" არ დატოვებს. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ხმების თანახმად მოურინიო ალბას ლუკ შოუს შემცვლელად მოიაზრებდა.

22:43 ბოლო მცდელობა...

Independent: "მანჩესტერ იუნაიტედი" ალვარო მორატას თაობაზე საბოლოო შეთავაზებას მიმდინარე კვირაში გააკეთებს.

20:47 პერეზი დათანხმდა ?

Sport.es: პერეზი დათანხმდა მორატას 74 მილიონ ევროდ გაშვებას. ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება ხუთშაბათს იგეგმება.

20:20 მოურინიო უკმაყოფილოა 2

მოურინიოს უკმაყოფილებას BBC-იც ადასტურებს. გამოცემის თანახმად მოურინიო უკმაყოფილოა ვუდვორდის საქმიანობით. მას ფეხბურთელების შეძენა შაბათამდე სურს. მოურინიო შაბათამდე ალვარო მორატასა და ერთი ჩამშლელი ნახევარმცველის (ერიკ დაიერი ან ნემანია მატიჩი) მოყვანას ითხოვს.

16:35 Non United

ჰიტცფელდი: "კლოპი "ლივერპულთან" ერთად პრემიერ ლიგას მოიგებს, შემდეგ კი "ბაიერნს" ჩაიბარებს"

რას ფიქრობთ ?

15:53 მოურინიო უკმაყოფილოა

Sky Sports: ჟოზე მოურინიო ედ ვუდვორდით იმედგაცრუებულია

15:40 შეტყობინება დე ხეას

კეილორ ნავასი: "არ აქვს მნიშვნელობა ვის შეიძენს გუნდი. მე არ ვაპირებ ჩემი ადგილის დათმობას."

15:25 დაბრუნების დროა...

ასე ატარებენ "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეები არდადეგების ბოლო დღეებს. "რეალ მადრიდის" პირველი შეკრება 10 ივლისისთვისაა დაგეგმილი, ხოლო "ჩელსი" პირველი შეკრება 3 ივლისს შედგება.

04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები


15:11 რუნი სავარაუდოდ დარჩება

Sky Sports, ჯეიმს კუპერი: "არამგონია "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ სიტუაციაში იყოს, რომ რუნი "ევერტონში" გაუშვას. ისინი მორატას ტრანსფერს ელოდებიან. მორატას შეძენის შემდეგ კი შეიძლება "იუნაიტედმა" მართლაც დაფიქრდეს მის გაშვებაზე."

15:06 სიახლე მორატაზე

Sky Sports, ჯეიმს კუპერი: "მოურინიოს მორატას გაფორმება შაბათამდე სურს. შაბათს გუნდი სავარჯიშოდ იკრიბება. კვირას კი ისინი ამერიკაში გაემართებიან. რა აყოვნებს ტრანსფერის დასრულებას ? ის, რომ გამყიდველი გუნდები ჯერჯერობით ვერ ყიდულობენ შემცვლელ ფეხბურთელებს. როცა "ჩელსი" ბაკაოკოს შეიძენს, ისინი მზად იქნებიან მატიჩის გასაშვებად. "რეალს" კი მორატას შემცვლელი ჯერ არ უნახავს."

14:58 ბელოტი რჩება ?

სინიშა მიხაილოვიჩი ("ტორინოს" მწვრთნელი): "ვფიქრობთ, რომ ის დარჩება. თუ ვინმე მის სანაცვლოდ €100 მილიონს გადაიხდის ჩვენ უძლურნი ვართ. გაგვიჭირდება მისი შეცვლა მაგრამ შეუცვლელი არავინაა. "

14:51 ფეხბურთელები "მონაკოს" დატოვებენ

ლეონარდო ჟარდიმი: "დიახ, ჩვენ ველოდებით რომ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს"

14:45 ფაბინიომ ვარჯიშები განაახლა...

04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები


14:26 "მონაკომ" "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა ?

Calciomercato: "მონაკომ" "იუნაიტედის" მიერ ფაბინიოს თაობაზე გაკეთებული £35 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა.

14:19 ივან პერიშიჩი "ინტერს" მაინც დატოვებს ?

დი მარციო: "ინტერი" მზადაა პერიშიჩი 50-55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას. მიმდინარე კვირაში იგეგმება, რომ "იუნაიტედი" "ინტერს" ხორვატის თაობაზე გაზრდილ, 40 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს."

14:17 ალვარო მორატა...

Onda Cero: ალვარო მორატა "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე კვირაში შეუერთდება.

14:16 "ევერტონი" რუნის დაიბრუნებს ?

Times: "ევერტონი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერს გააკეთებს უეინ რუნის "გუდისონ პარკზე" დასაბრუნებლად.

14:13 ლუკაკუს "ჩელსი" ურჩევნია...

BBC -ის წამყვანი რიჩარდ ესქემი: "ტრანსფერი მხოლოდ იმიტომ იწელება, რომ "ევერტონს" დიდი თანხის გამომუშავება სურს. ჩემი ინფორმაციით ლუკაკუს "ჩელსიში" გადასვლა აქვს დაგეგმილი"

14:09 გარეთ ბეილი რჩება ?

Sky Sports: გარეთ ბეილი მადრიდში ბედნიერია. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უელსელი "რეალს" არ დატოვებს.
ტრანსფერები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2017 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Xo nu yvelaze realuri moratas transferia da imedia male gaoficialurdeba
0
№2
ავტორი: yohan
4 ივლისი 2017 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ამ ბეილს რატო უკირკიტებენ ვერ ვხვდები :DD
0
№3
ავტორი: გრიზმანი 7
4 ივლისი 2017 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ყველაფერი ცუდი მორატას ტრანსფერის გარდააა
0
№4
ავტორი: WeAreUnited
4 ივლისი 2017 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
კაროჩე დავიღალე მეზიზღება ეს სატრანსფერო ფანჯარა რა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივლისი 2017 10:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რას ჩააცივდნენ ამ პერიშიჩს :/ ინტერიც მაგრად აგოიმებს 55 მილიონი არა ის კიდე, გასაგებია რო არარეალური თანხები ტრიალებს მარა რა აქ განსაკუთრებული პერიშიჩს გამაგებინა
0
№6
ავტორი: kashmara
4 ივლისი 2017 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ყველაზე სელეა ეგ პეირშიჩი და ეგ თუ მოატრიეს და მოურინიოს მო*** გათმაგებულად დედიკო და ოჯახიი.. და პახოდუ მატიჩი.... ეს ვინა ეს სირკაცა ბუბლიკ დავიგალე უკვე... ფული მაინც არ ქონდეთ ამ დედარგნიანებს რაა..
0
№7
ავტორი: PaLoMo
4 ივლისი 2017 11:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
daica moratas mets aravis yidulobs? tu grizmanze ianvarshi ichalicheben? manamde ar gvinda aravin?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: nika_nikusha
4 ივლისი 2017 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მოგვიწევს ბიჭებო შემდეგ სეზონშიც ლინგარდის და ფელაინის ყურება
0
№9
ავტორი: shotkin
4 ივლისი 2017 12:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნუ ჯერ იქედან დავიწყოთ რო კაცმაარიცის რაარი მართალი და რა ჭორი მერე მეორე რაცარუნდა მართალი იყოს გამოვა თუარა ცალკე საკითხია და ტვინს ნუ გადაიღლით მარა ერთ რამეზე ვკაიფობ)) ინტერი პერისიჩს ჩვენ გვტენის და თვითონ დიმარიას თრეულობენ და გაძლიერება ჩვენ გვინდა თუ ინტერს?))))
0
№10
ავტორი: kobinio
4 ივლისი 2017 12:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ვუდვირდმა ცენზურაა აშკარად.ამდენი ხანი უნდა მოეგვარებინა მინიმუმ მორატა.გუნდი თუ წავიდა შეკრებაზე მერე რა პონტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top