თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2017, 10:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4439,
კომენტარები: 15
04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
MANUTD.GE ლაივ რეჟიმში მოგაწვდით დღის განმავლობაში გავრცელებულ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსფერო სიახლეებს.

00:39 Good Night

დღეისათვის სულ ეს იყო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

00:04 ალბა დარჩება

ესპანური მედიის თანახმად ხორდი ალბა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" არ დატოვებს. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ხმების თანახმად მოურინიო ალბას ლუკ შოუს შემცვლელად მოიაზრებდა.

22:43 ბოლო მცდელობა...

Independent: "მანჩესტერ იუნაიტედი" ალვარო მორატას თაობაზე საბოლოო შეთავაზებას მიმდინარე კვირაში გააკეთებს.

20:47 პერეზი დათანხმდა ?

Sport.es: პერეზი დათანხმდა მორატას 74 მილიონ ევროდ გაშვებას. ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება ხუთშაბათს იგეგმება.

20:20 მოურინიო უკმაყოფილოა 2

მოურინიოს უკმაყოფილებას BBC-იც ადასტურებს. გამოცემის თანახმად მოურინიო უკმაყოფილოა ვუდვორდის საქმიანობით. მას ფეხბურთელების შეძენა შაბათამდე სურს. მოურინიო შაბათამდე ალვარო მორატასა და ერთი ჩამშლელი ნახევარმცველის (ერიკ დაიერი ან ნემანია მატიჩი) მოყვანას ითხოვს.

16:35 Non United

ჰიტცფელდი: "კლოპი "ლივერპულთან" ერთად პრემიერ ლიგას მოიგებს, შემდეგ კი "ბაიერნს" ჩაიბარებს"

რას ფიქრობთ ?

15:53 მოურინიო უკმაყოფილოა

Sky Sports: ჟოზე მოურინიო ედ ვუდვორდით იმედგაცრუებულია

15:40 შეტყობინება დე ხეას

კეილორ ნავასი: "არ აქვს მნიშვნელობა ვის შეიძენს გუნდი. მე არ ვაპირებ ჩემი ადგილის დათმობას."

15:25 დაბრუნების დროა...

ასე ატარებენ "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეები არდადეგების ბოლო დღეებს. "რეალ მადრიდის" პირველი შეკრება 10 ივლისისთვისაა დაგეგმილი, ხოლო "ჩელსი" პირველი შეკრება 3 ივლისს შედგება.

04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები


15:11 რუნი სავარაუდოდ დარჩება

Sky Sports, ჯეიმს კუპერი: "არამგონია "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ სიტუაციაში იყოს, რომ რუნი "ევერტონში" გაუშვას. ისინი მორატას ტრანსფერს ელოდებიან. მორატას შეძენის შემდეგ კი შეიძლება "იუნაიტედმა" მართლაც დაფიქრდეს მის გაშვებაზე."

15:06 სიახლე მორატაზე

Sky Sports, ჯეიმს კუპერი: "მოურინიოს მორატას გაფორმება შაბათამდე სურს. შაბათს გუნდი სავარჯიშოდ იკრიბება. კვირას კი ისინი ამერიკაში გაემართებიან. რა აყოვნებს ტრანსფერის დასრულებას ? ის, რომ გამყიდველი გუნდები ჯერჯერობით ვერ ყიდულობენ შემცვლელ ფეხბურთელებს. როცა "ჩელსი" ბაკაოკოს შეიძენს, ისინი მზად იქნებიან მატიჩის გასაშვებად. "რეალს" კი მორატას შემცვლელი ჯერ არ უნახავს."

14:58 ბელოტი რჩება ?

სინიშა მიხაილოვიჩი ("ტორინოს" მწვრთნელი): "ვფიქრობთ, რომ ის დარჩება. თუ ვინმე მის სანაცვლოდ €100 მილიონს გადაიხდის ჩვენ უძლურნი ვართ. გაგვიჭირდება მისი შეცვლა მაგრამ შეუცვლელი არავინაა. "

14:51 ფეხბურთელები "მონაკოს" დატოვებენ

ლეონარდო ჟარდიმი: "დიახ, ჩვენ ველოდებით რომ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს"

14:45 ფაბინიომ ვარჯიშები განაახლა...

04.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები


14:26 "მონაკომ" "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა ?

Calciomercato: "მონაკომ" "იუნაიტედის" მიერ ფაბინიოს თაობაზე გაკეთებული £35 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა.

14:19 ივან პერიშიჩი "ინტერს" მაინც დატოვებს ?

დი მარციო: "ინტერი" მზადაა პერიშიჩი 50-55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას. მიმდინარე კვირაში იგეგმება, რომ "იუნაიტედი" "ინტერს" ხორვატის თაობაზე გაზრდილ, 40 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს."

14:17 ალვარო მორატა...

Onda Cero: ალვარო მორატა "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე კვირაში შეუერთდება.

14:16 "ევერტონი" რუნის დაიბრუნებს ?

Times: "ევერტონი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერს გააკეთებს უეინ რუნის "გუდისონ პარკზე" დასაბრუნებლად.

14:13 ლუკაკუს "ჩელსი" ურჩევნია...

BBC -ის წამყვანი რიჩარდ ესქემი: "ტრანსფერი მხოლოდ იმიტომ იწელება, რომ "ევერტონს" დიდი თანხის გამომუშავება სურს. ჩემი ინფორმაციით ლუკაკუს "ჩელსიში" გადასვლა აქვს დაგეგმილი"

14:09 გარეთ ბეილი რჩება ?

Sky Sports: გარეთ ბეილი მადრიდში ბედნიერია. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უელსელი "რეალს" არ დატოვებს.
ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
4 ივლისი 2017 13:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფულს ჟმოტავს ვუდვორდი ამდენი ყველა ფანჯარაზე ერთად არ უვაჭრია, ფული აქვთ, თუ ჭირდებათ ფეხბურთელი მისცენ ის 70 თუ 72 ამ მორატაში და იყიდონ.

დაიკრან ტრაკზე ის 3 მილიარდი, ტრანსფერის გაკეთება თუ არ შეუძლიათ.
0
№12
ავტორი: sergiggmu2000
4 ივლისი 2017 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ბიჭებო ერთერთ საიტზე წავიკითხე მანიუ ბარტრას ყიდვას აპირებსო და მართალია ნეტა?
0
№13
ავტორი: gache1991
4 ივლისი 2017 15:00
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Darwmunebuli var mouriniosac vusdvordsac da yvelas unda turnemde pexburtelebis moyvana Mara..karfurshi xo AR Arian savachrot:)) va es Ra kaia davitrioto:)) saqme milionebs exeva..ase rom davelodot...me morata naingolans visutvebdi,an daiers,arc fabinioze vityodi uars darmians gaushvebdi da valrnsia fabinios gavuuyopdi dros..perishichs didi imedi maq isr daajdeba interi ro aq AR moatrion.darwmunebuli var mxitatiani Mata marsiali reshfordi(tomlebsac morata satamasho dros eaartmevs)da tundac lingardi aranaklebad gaartmeven kraidan tavs vidre eg dzalit extraklasis vingeri:))
0
№14
ავტორი: psixi13
4 ივლისი 2017 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
აუუ ამ ფელაინმა ხომ ამომწყვიტა რაა.
0
№15
ავტორი: Morata9
4 ივლისი 2017 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ფელაინმა რა დაგიშავათ ხალხნო ? მწვრთნელს მოსწონს და ათამაშებს და რასაც ავალებს აკეთებს ეს კაცი და იბრძვის დაუღალავად მთელი თამაში. იყიდონი სხვა ფეხბურთელები და ამოაგდონ იმათმა ფელაინი. მე რასაც ვუყურე წინა სეოზნს გამიხარდება რომ არ გაყიდონ არის ასპექტები რაშიც აძლიერებს გუნდს. ვინც ვერ ხედავთ სხვა არხზე გადართეთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top