თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2017, 12:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3052,
კომენტარები: 15
სატრანსფერო სამიზნე: რაჯა ნაინგოლანი
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვა.
სატრანსფერო სამიზნე: რაჯა ნაინგოლანი
MANUTD.GE აგრძელებს თქვენთან ერთად "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვას. დღეს ჩვენ რაჯა ნაინგოლანზე გვექნება საუბარი.

რაჯა ნაინგოლანი

ასაკი: 29
მატჩი: 55
გოლი: 14
საგოლე გადაცემა: 8

შენიშვნა: მოცემულია 2016/17 წლების სეზონის სტატისტიკა საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

რაჯა ნაინგოლანი ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც "იუნაიტედის" გულშემატკივართა ძალიან დიდ ნაწილს სურს. "იუნაიტედის" გულშემატკივრები ბელგიელში სრულიად დამსახურებულად ხედავენ თანამედროვე როი კინს. რა თქმა უნდა როი კინი შესაძლოა ფეხბურთს აღარ ჰყავდეს, მაგრამ რაჯას სათამაშო სტილი "იუნაიტედის" ირლანდიელი ლეგენდის სტილს ნამდვილად წააგავს. ბელგიელი გამოირჩევა თავისი მკაცრი და განსხვავებული ხასიათით, ამავდროულად ის ძალზე ხისტიცაა. მისი მთავარი პლუსი სწორედ ეს ხასიათი, ძლიერი დარტყმა და საფეხბურთო ინტელექტია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაინგოლანი მართლაც გამოირჩევა თავისი ხისტი თამაშით. ის არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას თუ ვარდნებს. მისთვის ეს ჩვეულებრივი სათამაშო სტილია, შესაძლოა მის ამ ვარდნებს ბევრჯერ მოჰყოლია კიდეც სულელურად მიღებული წითელი ბარათები, მაგრამ ფაქტია ყოველივე ეს მის სათამაშო სტილს არათუ აკნინებს, პირიქით ხიბლს მატებს.

გასულ სეზონში ნაინგოლანმა ნამდვილად მოუმატა ორგანიზებულობასა თუ სათამაშო დისციპლინაში. ასე მაგალითად 14/15 წლების სეზონში ბელგიელის ანგარიშზე 18 ყვითელი ბარათი იყო. 15/16 წლების სეზონში 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი. 16/17 წლების სეზონში კი მხოლოდ 5 ბარათი. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნაინგოლანი უფრო ორგანიზებული გახდა და ისწავლა საკუთარი ემოციების გაკონტროლება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი შედეგიანობა. 14/15 წლების სეზონში მის ანგარიშზე 5 გოლი იყო, 15/16 წლების სეზონში 6 გოლი, 16/17 წლების სეზონში კი მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია, ამასთან 7 საგოლე გადაცემა.

რომელ პოზიციაზე თამაშის დროს მოჰქონდა მას ყველაზე მეტი სარგებელი ? ცენტრალური და შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან. გასულ სეზონში ცენტრალურ ნახევარდაცვაში მან 11 მატჩი ჩაატარა, ამ პოზიციიდან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე კი მან 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. საკლუბო დონეზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ნაინგოლანმა 8 მატჩი ჩაატარა "ჩამშლელის" პოზიციაზე, აქედან მან ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაინგოლანი ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალზედ დაბალი შედეგიანობით გამოირჩევა, მას ვერ გააქვს გოლი და ვერ აკეთებს საგოლე გადაცემას. თუმცა ამას შეგვიძლია საკუთარი ახსნაც ჰქონდეს, თუ მის კარიერას გადავავლებთ თვალს, ნაინგოლანი არ არის "ჩამშლელი" ნახევარმცველის ფეხბურთელი, მას ამ პოზიციაზე მატჩების საკმაოდ მცირე რაოდენობა აქვს ჩატარებული. კარიერის განმავლობაში ნაინგოლანი უმეტესად ცენტრალური ნახევარმცველის ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ბოლო სეზონიდან კი ნათელი ხდება, რომ რაჯა შემტევი ნახევარმცველის პოზიციის ფეხბურთელია. მან ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ყველაზე მეტი გოლი და გააკეთა ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ვიდრე სხვა პოზიციაზე თამაშისას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაინგოლანი "თავისუფლების" მოყვარული ფეხბურთელია და მას შეტევაში უყვარს თამაში.

რას მოუტანს ნაინგოლანი "იუნაიტედს" ? მანჩესტერის გულშემატკივრები ერთხმად თანხმდებიან, რომ გუნდს აუცილებლად ესაჭიროება ჩამშლელი ნახევარმცველი. გულშემატკივრები იმაზეც თანხმდებიან, რომ ცენტრალური ნახევარდაცვის სამეულიდან, ორი აუცილებლად უნდა იყოს პოლ პოგბა და ანდერ ერერა. როგორი იქნება "იუნაიტედის" ნახევარდაცვა ერერა-პოგბა-ნაინგოლანის შემთხვევაში ? პასუხი მარტივია, სუპერ შემტევი. მაგრამ რომელი ფეხბურთელი ითავებს დაცვით ფუნქციებს ? სამივე ფეხბურთელი არის შეტევაზე ორიენტირებული. პოგბას გვერდით აუცილებლად სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებს და მას თავისუფლებას მისცემს. რომელი იკისრებს ერერა-ნაინგოლანის წყვილიდან შავი სამუშაოას შესრულებას ? ანდერ ერერა რომელიც არ არის ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციის ფეხბურთელი თუ ნაინგოლანი, რომელსაც თითქმის აღარ უთამაშია ამ პოზიციაზე, ხოლო თუ უთამაშია საშინლად უშედეგო ყოფილა.

სწორედ აქ იქმნება პრობლემა, "იუნაიტედს" სჭირდება "ბუნებით" ჩამშლელი ნახევარმცველი. "რეალში" ასეთი ფეხბურთელი იყო ჩაბი ალონსო, "ჩელსიში" მოურინიომ მისვლისთანავე შეიძინა ნემანია მატიჩი. "იუნაიტედში" კი მას ასეთი ჩამშლელი არ ჰყავს. რაჯა ნაინგოლანი კი ძალზედ მაღალი კლასის ფეხბურთელია, თუმცა ის არ არის ჩამშლელი. ის არ არის ალონსოს,მატიჩის თუ კანტეს დონის ჩამშლელი. ნაინგოლანი ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა და უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდა, ოღონდ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჩნდება კითხვები, მზად არის ნაინგოლანი დაივიწყოს შეტევა და შეასრულოს შავი სამუშაო ? თუ ნაინგოლანი ერერას პოზიციაზე ითამაშებს, რაჯას და პოგბას სახით "იუნაიტედს" შეტევაში კრეატივი არ მოაკლდება, მაგრამ ითავებს მთელი სეზონის განმავლობაში ანდერ ერერა ჩამშლელის პოზიციაზე თამაშს ? ან შეძლებს ის ამას ? ერერა ძალზედ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი სათამაშო პოზიცია არ არის "ჩამშლელი" ნახევარმცველი.

ასე რომ ნაინგოლანი გულშემატკივრებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი სასურველი შენაძენი იყოს, მაგრამ მოურინიოს სულ სხვა გეგმები და შეხედულება ჰქონდეს ბელგიელის მიმართ. სატრანსფერო ფანჯარა დღეს ოფიციალურად გაიხსნა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა
6/10

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება
£34 მილიონი

ავტორი: დავით სირაბიძე
ბლოგი
15 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
1 ივლისი 2017 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
maladec davit kargi xar.amaze kide ravtqvaa dzan minda amis gadmosvla da imedia asec iqneba.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: kantona-7
1 ივლისი 2017 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვისაც ბელგიის თამაშებიაქვს ნანახი ალბათ ყველა დამეთანხმებარო ძალიან კარგი ჩამშლელია და სულარაა საჭირო ამან გოლები იტანოს... მთავარია შეტევები ჩაშალოს ბევრი იმოძრაოს და ბურთი კარგად ამოიტანოს+ერერაც დაეხმარება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: GeorgeBest
1 ივლისი 2017 12:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენჯერმე შემხვდა აქ კომენტარი და მეც იგივეს ვიტყვი, უფრო შემტევი ტიპია და ამაში ბევრად კარგია, თუმცა დაცვითი ფუნქციების შესრულებაც კარგად გამოსდის. მე მირჩევნია დაცვაზე ორიენტირებული კაცი ვიყიდოთ, ვინც მთლიანად აიღებს თავის თავზე შავი სამუშაოს შესრულებას და ერერასა და პოგბას უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს

ჩვენი შესაძლო ვარიანტები დაიერი, მატიჩი და ეს არიან. აქედან დაიერის ტრანსფერი ყველაზე მეტად გამისწორდებოდა, მარა შანსი თითქმის არ გვაქვს, ამიტომ იდეალური ვარიანტი ნაინგოლანია ალბათ. რომ გვჭირდებოდეს შემტევი ნახევარმცველი ამის მოყვანა-არმოყვანაზე დავა არც იქნებოდა, ძალიან მაგარია მაგაში
0
№4
ავტორი: Dato Sirabidze
1 ივლისი 2017 12:29
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
საქმეც მაგაშია რომ შემტევი ნახევარმცველი არ გვჭირდება, აი სისხლით ჩამშლელი ნახევარმცველი გვჭირდება, ნაინგოლანი კიდე მაგალითად კანტეს დონის ჩამშლელი არაა, მე არ ვამბობ რომ რაჯა კანტეზე ცუდი ფეხბურთელია, არა, უბრალოდ ისინი განსხვავდებიან, ის სულ ბურთის წართმევაზე ფიქრობს, ეს კიდე სულ კარისკენ იხედება და დარტყმაზე ან პასზე ფიქრობს, ამაში დიდი განსხვავებაა, ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი რომელიც "დაიკიდებს" შეტევას, შეტევებს გაანეიტრალებს და პოგბას გაანთავისუფლეს. აი მატიჩი მაგიტომ სახელია და არავის ევასება თორე კაცი იდეალურად აკეთებს მის საქმეს, მოურინიომ მოიყვანა და იდეალურად გამოადგა, სახელით მოგწონს ის თუ არ მოგწონს პოზიციით ჩამშლელია, აკეთებს მის საქმეს და სამ წელში ორჯერ პრემიერ ლიგა დადო, ესაა ფაქტი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: kashmara
1 ივლისი 2017 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
გორგე ბესტ გეთანმხმები დზმმაო მეც მაგრად მინდა დაიერი ამაზე ბევრად ახალგაზდა და უკეთესია ჩემი აზრით.. ტან მაგალია და თავზე გამოგავდგება ჩაწოდებების დროს... დარტყმაც არ აქ ნაკლები.... პროსტა ეს დზან ურახუნებს დანარჩენი მე დაიერი მირჩევნია ყველაფერში

თან ნაინგოლანი ნელია იტლსთვის და აქ შეილება სულ დაიკარგოს... დზან ბევრ ყვითელ წითელ ბარათებს აკიდებენ თუ მოიყვანენ აგერ თქვენ და აგერ ჩემი კომნტარი...

ფორსუ მენასა აწიონ და ათამაშოს ამ ცენზურა კაცმმა აპორნად... რა ნერვები მეშლება ესეთი მარგალიტი კაცი გყავდეს და არ იყინებდე... ფორსუ დაიერსაც მირჩევნია რაჯასაც და მატიჩზე აგარ დავწერ არაფერს... იმედია მოურინიო მალე წახვალ სჰენ ოჯახს..... მე... არ მვასები და მომკალი თუ გინდა... და არც არასდროს მომწონდიი..... პროსტა მოყვანე ვინმე ნორმალური სანამ ხარ შე დედაარგნიანოოო..........
0
№6
ავტორი: gache1991
1 ივლისი 2017 12:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Es Kaci imito awies romashi ro romas piriqit bevri dacviti stilis centraluti naxevarmcveli yavs.tavis derosit tavis strotmanit da ase shemdrg...chamshlelad ro goli ver gaitana da pasi ver gaaketa eg arafers nishnavs,mag logikit kante eplis sauketeso igroki ki ARA sawartveloshi ver gaxdeboda verafeti:)) amis pliusi zustad eg Ari ro sadac dasacavia IQ icavs da sadac shesatevua IQ sheulia sheutios..magalitad gundi igebs amas win sirbili agar chirdeba imito ro sxcebi mixedaven shetevas.magram roca gundi agebs da mowinaagmdege dacvashi jdeba da aagar gvaq 4mcvelis da chamshlelis yola moedanze umartivesad ixsnis chamshlelis punwcias da cdulobs sargeblis motanas shetevashi..roca keriks xsnida an zamenas aketebda ro shemtevi daematebina saxhiro paqtiurad afaraa.es didi upiratesobaa rasac tundac konte iyenebda zamenis gareshe sheecvala taqtika

Epls ro aq sauketeso igroki tvis.ro gvwondes tvis sauketeso avtori udaod dato gaxdeboda:)) rac aheezeba am statias mgoni matichis transfeis gapraveba midis:)) mag logikit bakaioko chven gveyida romelic xarivit Ari da igive pasi aq.da ARA matichi romelic iseti nelia:)) da 2welshi Ra iqneba.tituls rac sheexeba matichs AR mougia:)) lobanovskis kievis dinamo ro yazarmulad tamashobda use yavda kontes yvelaperi da gundma moigo,calke verc kante verc azari verc koshta da mitunstes matichi verafers izavda..
0
№7
ავტორი: kashmara
1 ივლისი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მე არ მინდა დზმაო და რავიი თუ ეგეთი მაგარია მოვიდეს.... მარა მე ამის დრო კერიკს და ფორსუ მნენას განაწილებდიი დიდინ საიმოვნებით.. იმ ბიჩს სისწრაფეც აქ ტექნიკაც ჯანიც და რავი მეტი რაქგა უნდა გინდოდეს როცა ჩამშლელად თამაშობ ცოტას დახვეწავენ ართმევაზე და დაიხასოვრეთ ერთერთი საუკეტსო კაცი დადაგება ფორსუ მენსასგან... დროა ახალგაზდებს მიცენ შანსი.. ტორე ბაზარზზე იმხელა ფასებია არ გირის გადაყრა ფულის,, და სერიოზულს კიდე ჩევენნ არრავინ მოგვცემს... სამწუხაროდ...... აი დზან მაგრად მინდა დენი როზუზი... თუ ჩამშლელზე მიდგა საქმე დაიერი... 9 ობამიანი ცხოველია დზმაო და პოგბა ერერას პასებით და თავისი სისწრაფით უჩველი შეაგდებს 25 გოლს.. და მარჯვნივ ოსმან დემბელე და ჩემი აზრით გვეყოლება დზალიან მაგარი და კონკურენტიანი კოლექტივი ეპელს ხო დავხევ ერთ ადგილას და ევროპას დიდი ალბათობით შეუთტევთ მაგრად.. ეგ 4 კაცია საჩირო და მეტი არავინ... და მომავ წელს გზიმანი აუცილებლად უნდა მიყვანონ თორე მაგრად გამიტყდება
0
№8
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2017 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sanam shevishale iqneba movaswrot erti igrokis yidva)))
0
№9
ავტორი: stepno
1 ივლისი 2017 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გამისწორდება მაგრაად მაგრაამ რავიციი ნაკლებად მგონია რო შედგეს ეს ტრანსფერი
0
№10
ავტორი: bziki
1 ივლისი 2017 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სრულიად ვუერთდები სტატიას
არ ვთვლი რაჯას მაღალი დონის ჩამშლელად
ბელგიის ნაკრები საეროდ სხვა რამეს თამაშობს ყავს ბელგიას იმ დონის მცველები რო ბურთის ამოტანის პრობლემა არ აქვთ და ხშირად მცველი დგება ხოლმე ჩამშლელად, ეგაც იმ შემთხვევაში როცა ვითსელი არაა ხოლმე,ან ფელაინი არც ბელგიის ნაკრებშია ჩამშლელი რაჯა უბრალოდ საყრდენი ნახევარმცველია,ჩამშლელი საერთოდ სვა რაღაცაა.როი კინთან შედარებაც არაა სწორი როი ჩამშლელი იყო
ისევ ერერა იქნება ჩამშლელი თუ მარტო რაჯა მოიყვანეს ნახევარმცველად და ნაღდათ აღარ მინდა ეგეთი ექსპერიმენტები ვერც ერერა და ვერც ნაინგოლანი ვერ დაიწყებენ შეტევას ვერ დაიჭერენ ბურთს,და ისევ პოგბას მოუწევს ბურთის კონტროლი სიღმეში და რაჯამ სულ საჯარიმოს სიახლოვეს უნდა ირბინოს
მოიყვანონ ჩამშლელი გინდ მატიჩი,გინდ ფაბინიო,გინდ დაიერი და აი მერე თუ იყიდეს რაჯა ერერას კონკურენტათ რატომაც არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top