თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2017, 12:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3055,
კომენტარები: 15
სატრანსფერო სამიზნე: რაჯა ნაინგოლანი
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვა.
სატრანსფერო სამიზნე: რაჯა ნაინგოლანი
MANUTD.GE აგრძელებს თქვენთან ერთად "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვას. დღეს ჩვენ რაჯა ნაინგოლანზე გვექნება საუბარი.

რაჯა ნაინგოლანი

ასაკი: 29
მატჩი: 55
გოლი: 14
საგოლე გადაცემა: 8

შენიშვნა: მოცემულია 2016/17 წლების სეზონის სტატისტიკა საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

რაჯა ნაინგოლანი ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც "იუნაიტედის" გულშემატკივართა ძალიან დიდ ნაწილს სურს. "იუნაიტედის" გულშემატკივრები ბელგიელში სრულიად დამსახურებულად ხედავენ თანამედროვე როი კინს. რა თქმა უნდა როი კინი შესაძლოა ფეხბურთს აღარ ჰყავდეს, მაგრამ რაჯას სათამაშო სტილი "იუნაიტედის" ირლანდიელი ლეგენდის სტილს ნამდვილად წააგავს. ბელგიელი გამოირჩევა თავისი მკაცრი და განსხვავებული ხასიათით, ამავდროულად ის ძალზე ხისტიცაა. მისი მთავარი პლუსი სწორედ ეს ხასიათი, ძლიერი დარტყმა და საფეხბურთო ინტელექტია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაინგოლანი მართლაც გამოირჩევა თავისი ხისტი თამაშით. ის არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას თუ ვარდნებს. მისთვის ეს ჩვეულებრივი სათამაშო სტილია, შესაძლოა მის ამ ვარდნებს ბევრჯერ მოჰყოლია კიდეც სულელურად მიღებული წითელი ბარათები, მაგრამ ფაქტია ყოველივე ეს მის სათამაშო სტილს არათუ აკნინებს, პირიქით ხიბლს მატებს.

გასულ სეზონში ნაინგოლანმა ნამდვილად მოუმატა ორგანიზებულობასა თუ სათამაშო დისციპლინაში. ასე მაგალითად 14/15 წლების სეზონში ბელგიელის ანგარიშზე 18 ყვითელი ბარათი იყო. 15/16 წლების სეზონში 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი. 16/17 წლების სეზონში კი მხოლოდ 5 ბარათი. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნაინგოლანი უფრო ორგანიზებული გახდა და ისწავლა საკუთარი ემოციების გაკონტროლება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი შედეგიანობა. 14/15 წლების სეზონში მის ანგარიშზე 5 გოლი იყო, 15/16 წლების სეზონში 6 გოლი, 16/17 წლების სეზონში კი მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია, ამასთან 7 საგოლე გადაცემა.

რომელ პოზიციაზე თამაშის დროს მოჰქონდა მას ყველაზე მეტი სარგებელი ? ცენტრალური და შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან. გასულ სეზონში ცენტრალურ ნახევარდაცვაში მან 11 მატჩი ჩაატარა, ამ პოზიციიდან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე კი მან 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. საკლუბო დონეზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ნაინგოლანმა 8 მატჩი ჩაატარა "ჩამშლელის" პოზიციაზე, აქედან მან ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაინგოლანი ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალზედ დაბალი შედეგიანობით გამოირჩევა, მას ვერ გააქვს გოლი და ვერ აკეთებს საგოლე გადაცემას. თუმცა ამას შეგვიძლია საკუთარი ახსნაც ჰქონდეს, თუ მის კარიერას გადავავლებთ თვალს, ნაინგოლანი არ არის "ჩამშლელი" ნახევარმცველის ფეხბურთელი, მას ამ პოზიციაზე მატჩების საკმაოდ მცირე რაოდენობა აქვს ჩატარებული. კარიერის განმავლობაში ნაინგოლანი უმეტესად ცენტრალური ნახევარმცველის ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ბოლო სეზონიდან კი ნათელი ხდება, რომ რაჯა შემტევი ნახევარმცველის პოზიციის ფეხბურთელია. მან ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ყველაზე მეტი გოლი და გააკეთა ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ვიდრე სხვა პოზიციაზე თამაშისას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაინგოლანი "თავისუფლების" მოყვარული ფეხბურთელია და მას შეტევაში უყვარს თამაში.

რას მოუტანს ნაინგოლანი "იუნაიტედს" ? მანჩესტერის გულშემატკივრები ერთხმად თანხმდებიან, რომ გუნდს აუცილებლად ესაჭიროება ჩამშლელი ნახევარმცველი. გულშემატკივრები იმაზეც თანხმდებიან, რომ ცენტრალური ნახევარდაცვის სამეულიდან, ორი აუცილებლად უნდა იყოს პოლ პოგბა და ანდერ ერერა. როგორი იქნება "იუნაიტედის" ნახევარდაცვა ერერა-პოგბა-ნაინგოლანის შემთხვევაში ? პასუხი მარტივია, სუპერ შემტევი. მაგრამ რომელი ფეხბურთელი ითავებს დაცვით ფუნქციებს ? სამივე ფეხბურთელი არის შეტევაზე ორიენტირებული. პოგბას გვერდით აუცილებლად სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებს და მას თავისუფლებას მისცემს. რომელი იკისრებს ერერა-ნაინგოლანის წყვილიდან შავი სამუშაოას შესრულებას ? ანდერ ერერა რომელიც არ არის ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციის ფეხბურთელი თუ ნაინგოლანი, რომელსაც თითქმის აღარ უთამაშია ამ პოზიციაზე, ხოლო თუ უთამაშია საშინლად უშედეგო ყოფილა.

სწორედ აქ იქმნება პრობლემა, "იუნაიტედს" სჭირდება "ბუნებით" ჩამშლელი ნახევარმცველი. "რეალში" ასეთი ფეხბურთელი იყო ჩაბი ალონსო, "ჩელსიში" მოურინიომ მისვლისთანავე შეიძინა ნემანია მატიჩი. "იუნაიტედში" კი მას ასეთი ჩამშლელი არ ჰყავს. რაჯა ნაინგოლანი კი ძალზედ მაღალი კლასის ფეხბურთელია, თუმცა ის არ არის ჩამშლელი. ის არ არის ალონსოს,მატიჩის თუ კანტეს დონის ჩამშლელი. ნაინგოლანი ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა და უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდა, ოღონდ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჩნდება კითხვები, მზად არის ნაინგოლანი დაივიწყოს შეტევა და შეასრულოს შავი სამუშაო ? თუ ნაინგოლანი ერერას პოზიციაზე ითამაშებს, რაჯას და პოგბას სახით "იუნაიტედს" შეტევაში კრეატივი არ მოაკლდება, მაგრამ ითავებს მთელი სეზონის განმავლობაში ანდერ ერერა ჩამშლელის პოზიციაზე თამაშს ? ან შეძლებს ის ამას ? ერერა ძალზედ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი სათამაშო პოზიცია არ არის "ჩამშლელი" ნახევარმცველი.

ასე რომ ნაინგოლანი გულშემატკივრებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი სასურველი შენაძენი იყოს, მაგრამ მოურინიოს სულ სხვა გეგმები და შეხედულება ჰქონდეს ბელგიელის მიმართ. სატრანსფერო ფანჯარა დღეს ოფიციალურად გაიხსნა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა
6/10

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება
£34 მილიონი

ავტორი: დავით სირაბიძე
ბლოგი
15 კომენტარი
№11
ავტორი: Gigo
1 ივლისი 2017 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
უნივერსალია კაცი შეტევაც შეუზლია და ჩაშლაც მაგრამ უფრო შეტევითი სტილია მაგრამ საჩირო კაცია ჩვენთვის ძალიან ესეთი მებრძოლი გვყავს ერერა. რაჯა და ერერა ცენტრში ვის რამეს გაატანს ხალხო პრესინგში ამოაძრობენ სულს am
0
№12
ავტორი: giqo manutd
1 ივლისი 2017 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ნაინგოლანი უძლიერესია გეთანხმებით,მაგრამ მორატაზე რას ფიქრობთ,უკეთესი ცენტრფორვარდები არ არიან?ჩემი აზრით ეგ კიდე ერთი წარუმატებელი ტრანსფერი იქნება თუკი იყიდიან(ღმერთმა ქნას ვცდებოდე).მანჩესტერს ჭირდება ნისტერლოი რომ იყო ისეთი ფორვარდი,ან ლევანდოვსკისნაირი....
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2017 22:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი სტატიაა მადლობა აცტორს, რაჯას რაც შეეხება, უფრო შემტევი სტილი როა ფაქტია მარა ჩამშლელად არამგონია მოურინიოს უნდოდეს, საერთოდ თუ უნდა ამის ყიდვა
0
№14
ავტორი: JuanMata
2 ივლისი 2017 08:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგი სტატიაა, სწორად დასმული მახვილებით. რაჯა მაგარი ფეხბურთელია ძაან, მაგრამ ჩვენი სუსტი წერტილი დაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველია.
რამდენია ხანია უკვე საყრდენს ვეძებთ და ყოველ სეზონში საბოლოო ჯამში ისევ კერიკს უწევს მაგ როლის მორგება.

მე არ ვარ მატიჩის მოსვლის წინააღმდეგი, და შემტევი ნახევარმცველი თუ გვინდა, ბარემ ხამესი ვიყიდოთ, უფრო ახალგაზრდაა, დარტყმა და ტექნიკა არ დაეწუნება და უფრო სწრაფიცაა. რაჯას ტიპის ფეხბურთელი კიდევ ერერა გვყავს, რომლის ძაან დიდი იმედი მაქვს. კიდევ უფრო მოუმატებს ერერა, იპოვა თავისი ადგილ და სტილი ამ ფეხბურთელმა და თან უყვარს ეს გუნდი.
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
2 ივლისი 2017 12:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
აქ ყველა ვთანხმდებით რომ რაჯა კარგია და რომ ის შემტევად უკეთესია.რაც შეეხება სტატიაში დასმულ აქცენტებს ჩამშლელად ნათამაშებ თამაშებში გოლების და საგოლე პასების სიმცირეს ეს არასწორი იყო.რაც შეეხება საჭიროებას.აუცილებლობა გვაქვს ჩამშლელის მოყვანის და მატიჩს როცა რო იწუნებენ ვერ ვხვდები და რა ვქნა.თუ მოიყვანენ ვნახავ ერთ წელში მზე და მთვარე ამოუვათ მატიჩზე.მოუ არის პრაგმატიკოსი და შესაბამისად პრაგმატულ ტრანსფერებს გააკეთებს რაც გეგმაში აქ და ძაანაც სწორია.დღეს ფეხბურთი არის პრაგმატული მიდგომის.სიმართლე რო ვთქვათ პლანეტაზე არ მეგულება არავინ არცერთი ტრენერი რომელიც ევროპას ამ გუნდით დადებდა.სიმართლე მოითხოვს ითქვას რო არასანახაობრივი,გულშემატკივრებისათვის სანერვიულო ბევრი თანაში იყო მაგრამ დადო ამ კაცმა პრაგმატული მიდფომით შედეგი.არცერთი გულშემატკივარი ფელაინს ფინალს არ ათამაშებდა ამან კი სასტარტოში დააყენა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელიც იყო.იცის ამ კაცმა ვინ ჭირდება და ვინ როგორ უნდა ათამაშოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top