დიდი ალბათობით ივან პერიშიჩის ტრანსფერი ჩაიშლება. "მანჩესტერ იუნაიტედი" როგორც ჩანს ხორვატ ვინგერს აღარ შეიძენს.
საქმე იმაშია, რომ მილანის "ინტერს" ფინანსური პრობლემების გამო სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად უნდა გამოემუშავებინა €30 მილიონი. მილანელებმა უკვე გაუშვეს ევერ ბანეგა "სევილიაში" €9 მილიონის სანაცვლოდ, ჯანლუკა კაპრარი კი "სამპდორიაში" €13 მილიონის სანაცვლოდ. ასე რომ მათ €8 მილიონის გამომუშავება დარჩათ 1 ივლისამდე. ამ €8 მილიონის გამომუშავებს ისინი ბიაბიანის,პუშკაშის ან ანდრეა რანოკიას "ჯენოაში" გაშვებით გეგმავენ.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "ინტერი" ფინანსურ პრობლემებს მოიხსნის და მათ აღარ დასჭირდებათ ივან პერიშიჩის გუნდიდან გაშვება. პერიშიჩი გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავია და ბუნებრივია ლუჩიანო სპალეტის მისი გუნდიდან გაშვება არ სურს. სავარაუდოა, რომ ყოველივე ამის შემდეგ "ინტერი" ხორვატ ფეხბურთელს დაიტოვებს და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
რა თქმა უნდა არის შანსი, რომ პერიჩი "მანჩესტერში" მაინც ვიხილოთ. ყოველივე ეს ფეხბურთელის სურვილადანაა გამომდინარე, რადგანაც ხორვატს სურს მოურინიოს გუნდში თამაში, მაგრამ პრობლემას მილანელები წარმოადგენენ, მათ პერიშიჩში €50 მილიონის მიღება სურთ, "იუნაიტედი" კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.