თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2017, 12:05
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3084,
კომენტარები: 13
პერიშიჩის ტრანსფერი ჩაიშალა ?
დიდი ალბათობით ხორვატი "მანჩესტერ იუნაიტედში" აღარ გადავა.
პერიშიჩის ტრანსფერი ჩაიშალა ?
დიდი ალბათობით ივან პერიშიჩის ტრანსფერი ჩაიშლება. "მანჩესტერ იუნაიტედი" როგორც ჩანს ხორვატ ვინგერს აღარ შეიძენს.

საქმე იმაშია, რომ მილანის "ინტერს" ფინანსური პრობლემების გამო სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად უნდა გამოემუშავებინა €30 მილიონი. მილანელებმა უკვე გაუშვეს ევერ ბანეგა "სევილიაში" €9 მილიონის სანაცვლოდ, ჯანლუკა კაპრარი კი "სამპდორიაში" €13 მილიონის სანაცვლოდ. ასე რომ მათ €8 მილიონის გამომუშავება დარჩათ 1 ივლისამდე. ამ €8 მილიონის გამომუშავებს ისინი ბიაბიანის,პუშკაშის ან ანდრეა რანოკიას "ჯენოაში" გაშვებით გეგმავენ.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "ინტერი" ფინანსურ პრობლემებს მოიხსნის და მათ აღარ დასჭირდებათ ივან პერიშიჩის გუნდიდან გაშვება. პერიშიჩი გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავია და ბუნებრივია ლუჩიანო სპალეტის მისი გუნდიდან გაშვება არ სურს. სავარაუდოა, რომ ყოველივე ამის შემდეგ "ინტერი" ხორვატ ფეხბურთელს დაიტოვებს და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

რა თქმა უნდა არის შანსი, რომ პერიჩი "მანჩესტერში" მაინც ვიხილოთ. ყოველივე ეს ფეხბურთელის სურვილადანაა გამომდინარე, რადგანაც ხორვატს სურს მოურინიოს გუნდში თამაში, მაგრამ პრობლემას მილანელები წარმოადგენენ, მათ პერიშიჩში €50 მილიონის მიღება სურთ, "იუნაიტედი" კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.

წყარო:Telegraph.co.uk
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
30 ივნისი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Raja davitriot amis pirshi ar ******iii)))
0
№12
ავტორი: stepno
30 ივნისი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არცე ეს არც მატიჩი
0
№13
ავტორი: Phil Jones
30 ივნისი 2017 18:05
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ფული არ უჭირს გუნდს, მაგრამ ამის ფასი მაქისმუმ 20 მილიონია, პერიშიჩია ბოლობოლო. ნაინგოლანი გვინდა სასწრაფოდ, სხვადასხვა პოზიციები კია მაგრამ მაინც და მითუმეტეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top